კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გასული წლის კურსდამთავრებულებს დიპლომები დღემდე არ აუღიათ.

25 აპრილი, 2007

uni_003.gif

უნივერსიტეტის ერთ-ერთ კურსდამთავრებულს ანი ისაკაძეს სწავლის გაგრძელება გერმანიაში უმაღლეს სასწავლებელში სურს, მაგრამ იმის გამო, რომ გორში დიპლომის მიღებას ვერ ახერხებს პრობლემები ექმნება. გერმანიაში წასულ ისაკაძეს არ უჯერებენ, რომ საქართველოში უმაღლესი სასწავლებელი ნამდვილად დაამთავრა.

საზღვარგარეთ წასულმა სტუდენტმა, ამის გამო, უცხოეთში გამოცდები ვერ ჩააბარა. მისი დედა უნივერსიტეტში თითქმის ყოველდღე მიდის დიპლომის მოთხოვნით, თუმცა, მას ყოველთვის ერთი და იგივე მიზეზით ორი დღის შემდეგ იბარებენ.

ისაკაძის დედა მარიამ ნანიაშვილი  აცხადებს, რომ უნივერსიტეტში პრობლემებს ხელოვნურად ქმნიან, რადგან დიპლომის საფასური გასული წლის კურსდამთავრებულებმა, სწავლის დასრულებისთანავე გადაიხადეს. მას ეჭვი აქვს, რომ განათლების სამინისტროში დიპლომების მოთხოვნას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია განგებ აგვიანებს, სტუდენტების მიერ გადახდილ თანხას კი ამ პერიოდის განმავლობაში არამიზნობრივად იყენებენ.

გორის უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ციური დურული ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

„დიპლომები მოსულია და მათი გაცემა დაიწყო. ერთი თვეა ჩამოვიტანეთ იმ სტუდენტთა დიპლომები, რომლებმაც ხუთწლიანი კურსი გაიარეს. 2 კვირის წინ  მივიღეთ იმ სტუდენტთა დიპლომები, რომლებმაც 4 წელი ისწავლეს.  ისაკაძეს ეჩქარებოდა დიპლომი. ვინც დიპლომს ასეთი დაჩქარებული წესით გვთხოვდა, მათი სია თბილისში ჩავიტანეთ, მაგრამ დიპლომები რომ  იბეჭდება სხვა ნომრავს. თბილისში მითხრეს დავბეჭდეთ, მაგრამ ერთად დავნომრავთ, თორემ მერე ნუმერაცია გვერევაო. ამიტომ ერთად ჩამოვიტანეთ ყველა დიპლომი. მაგრამ აქ ვიდრე გადავარჩიეთ დრო გავიდა. როდესაც ყველა დიპლომი დავალაგეთ, აღმოჩნდა, რომ ანი ისაკაძის დიპლომი დაბეჭდილი არ იყო და ახლა დავაბეჭდინეთ,“ - ამბობს დურული.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თქმით, დიპლომების დაგვიანებით გაცემა ლიცენზირებული სტამბის („ლოგიკა“) ერთი ადგილიდან სხვა ადგილზე გადასვლაა.

„ამასთან ერთად, განათლების სამინისტრომ შეცვალა წესი, თუ როგორ უნდა ჩაწერილიყო დიპლომში კვალიფიკაცია. სწორედ ამის გამოც დაიგვიანა დიპლომებმა. ახლა უკვე ყველაფერი წესრიგშია და მათი გაცემა შეფერხების გარეშე მოხდება,“ - განაცხადა დურულმა.

თეა თედლიაშვილი

 

ახალი ამბები