კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიკრობები სასმელ წყალში

1 მაისი, 2007

zkalib.gifადიგენის რაიონის მოსახლეობა დაბინძურებულ და მიკრობებით სავსე წყალს სვამს. წყლის დაშვებული ნორმა 10 რიცხვით არის განსაზღვრული. ახლა კი კოლიენდიქსიის ანუ წყლის შემაფასებელი რაოდენობა 460 –ია, რაც დაშვებულ ნორმას 46 - ჯერ აღემატება.

განცხადება წყალში კოლიენდიქსიის მაღალი ნორმის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტში ორშაბათს გამართულ თათბირზე გაკეთდა.

,,სასმელ წყალში მიკრობთა საერთო რაოდენობა მაღალია. ნორმად ათი ითვლება, შემოწმებისას კოლიენდიქსია წყალში 460-ია,“ - განაცხადა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსმა ელიკო თათენაშვილმა. მისივე თქმით, მიუხედავად წყალში მიკრობების მაღალი დონისა, მდგომარეობა პათოგენურად მაინც არ ითვლება. 

,,ნორმა მომატებულია, თუმცა პათოგენურად არ ითვლება, რადგან არ არის ნაწლავის ჩხირი,“ - განაცხადა ელიკო თათენაშვილმა. მან ამ ფრაზის საპირისპირო განცხადება მეორე წუთასვე გააკეთა: „საგანგაშო მდგომარეობაა, მოსახლეობა გავაფრთხილეთ გადადუღებული წყალი დალიონ.“

საგანგაშო მდგომარეობის შესახებ, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ინფორმირებული არ არის: ,,წყალი მღვიე კი მოდის, მაგრამ საგანგაშო თუ რამეა, არ ვიცით,“  -აცხადებენ ადგილობრივები.

,,პირადად ჩემთვის არავის უთქვამს, სასმელი წყალი გადაადუღეთო,” - გვითხრა ანზორ ჩიხრაძემ.

სასმელ წყალში კოლიენდექსიის მაღალი ნორმა განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში ფიქსირდება. სანიტარულ სამსახურს ამ დროისათვის წყლის სათავე ნაგებობიდან აღებული მონაცემები არა აქვთ. ამიტომაც უცნობია, თუ რა მონაკვეთში ბინძურდება წყალი, ან დაცულია თუ არა საერთოდ  სათავე ნაგებობა.  

,,სათავე ნაგებობა არსებობს, თუმცა, იქ არ არის საფილტრე ნაგებობა. როდესაც თოვლი დნება, ნაგავი სასმელ წყალში ჩადის. ვამზადებთ წერილს პრემიერ მინისტრის სახელზე, რადგან ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა, მოგვარდეს თორემ მალე სასმელი წყალი ინფექციურ დაავადებებს გამოიწვევს,“ - აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჩილინგარაშვილი.

გულო კოხოძე, ადიგენიდან

ახალი ამბები