კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უდიპლომოდ დარჩენილი სტუდენტები

11 მაისი, 2007

sastumrob.gifივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის 2006 წლის კურსადამთავრებულებს დიპლომები დღემდე არ მიუღიათ. ასობით სტუდენტი სწავლის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ კვლავ დიპლომის მოლოდინშია.  უდიპლომობა ბევრი სტუდენტისათვის სწავლის გაგრძელებაში, სტაჟირების გავლაში  და სამსახურის პოვნის პროცესში  შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა. დამქირავებლები ახლგაზრდებისგან, ახალგაზრდები კი სასწავლებისგან კუთვნილ დიპლომებს ითხოვენ.

კახა მიქელბაია ერთ-ერთი იმათგანია, ვინც უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა და დიპლომის ასაღებად უნივერსიტეტში სისტემატურად, ყოველ კვირა, ამაოდ დადის. სწავლის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომი მას უკვე მესამედ დასჭირდა და სამივეჯერ დიპლომის ნაცვლად სასწავლებელში აღებული ცნობა წარადგინა: „სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დიპლომი რამდენჯერმე დამჭირდა: პირველად, როცა საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამმართველოში სტაჟირებას გავდიოდი, მეორედ, როცა სამხარეო სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე შემქონდა საბუთები, ორივე შემთხვევააში დიპლომს ითხოვდნენ, მაგრამ დიპლომი ჯერაც არ ამიღია. ორივეჯერ დიპლომის ნაცვლად სასწავლებიდან ცნობა მივიტანე,” - ამბობს კახა მიქელბაია. მისი თქმით, უნივერსიტეტში დიპლომის ასაღებად მისული ის უკან უარით გამოისტუმრეს, მიზეზად კი ორგანიზაციულ საკითხებს უსახელებდნენ: „გვეუბნებოდნენ, რომ დიპლომებს ობიექტური მიზეზების გამო ვერ გვაძლევდნენ.“

მაგისტრატურაში ჩაბარებისას დიპლომის ნაცვლად ცნობა წარადგინა ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა ლიკა ქობალიამაც: „სწავლის გაგრძელება თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი, ამიტომ სამსახურის ძებნა არც დამიწყია, პირდაპირ მაგისტრატურისთვის საჭირო საბუთების შეგროვება დავიწყე და აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტში დიპლომები ჩამოტანილი არ იყო. გამიმართლა, რომ სხვა საბუთებთან ერთად დიპლომის ნაცვლად ცნობა მიიღეს და გამოცდების ჩაბარების უფლება მომცეს, დიპლომი რომ მოეთხოვათ, სწავლას ვერ გავაგრძელებდი,” - ამბობს სოხუმის ფილიალის მაგისტრატურის სტუდენტი ლიკა ქობალია.

კახა და ლიკას მსგავსად დიპლომებს კიდევ ასობით სტუდენტი ელოდება, ფილიალის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თეონა ხუფენიას თქმით, დიპლომები სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უკვე ჩამოიტანეს და მალე გაიცემა: „დიპლომები ამჟამად მზადდება და სტუდენტები მათ აღებას უახლოეს მომავალში შეძლებენ,” - ამბობს თეონა ხუფენია.

ნანა საჯაია, ზუგდიდი

 

ახალი ამბები