02:51, Friday, 25.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შეუიარაღებელი ბრძოლა სტიქიასთან

14.05.2007
zkalib_1.gif   

ორი მეტრით გადაადგილებული საცხოვრებელი სახლები და პირუტყვის საბძლები, დატბორილი ნაკვეთები, ჩამოწოლილი მეწყერი და საფრთხის ქვეშ დარჩენილი ხალხი. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებისაგან, ადგილობრივი ხელისუფლება კი ცენტრალური ხელისუფლებისაგან ელოდება დახმარებას. პასუხისმგებლობა გადანაწილებულია, თანხა ,,გზაშია”, ამასობაში კი ადიგენის რაიონში მეწყერითა და ღვარცოფით დაზარალებულთა ოჯახების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგული სამსახურების მიერ მიწოდებული მასალების ანალიზის საფუძველზე, სამხარეო ადმინისტრაციამ ადიგენის მუნიციპალიტეტს ჰიდროლოგიური  ხასითის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით, ორგანიზაციული და საინჟინრო ხასიათის ღონისძიებების ორგანიზება დაავალა.

მეწყერულ ზონად დაბა ადიგენი, სოფ ღორთუბანი, ზედუბანი, დერცელი, ზანავი, ვარხანი, უდე, არალი, წარბასთუმანი ითვლება, ხოლო ღვარცოფის საშიშროების ქვეშ არიან სოფ ადიგენი, მოხე, ჭეჭლა, უდე, არალი. 

მეწყერისა და ღვარცოფის პრობლემა რაიონში ყოველ წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე აქტუალურია.

ორი წლის წინ სოფელ დერცელში მცოცავმა კლდემ ვანაძეების მრავალშვილიან ოჯახს პრობლემები შეუქმნა. კლდე საცხოვრებელი სახლის უკანა მხარეს ჩამოიშალა, რამაც სახლისა და საქონლის სადგომის ორი მეტრით გადაადგილება გამოიწვია. ვანაძეების ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრელად მეზობლებს შეკედლებოდა. დამეწყრილი ოჯახის დასახმარებლად გამოყოფილი თანხა ორი წლის განმავლობაში ისევ ,,გზაშია”. 

,,კაცს საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. როდემდე უნდა ვყოფილიყავი ხელისუფლების იმედზე?” - ამბობს ბეჟან ვანაძე.

მეზობელს შეკედლებულმა ვანაძეების ოჯახმა წელს შემოდგომაზე უფრო ქვევით, სოფელ მოხეში გადაინაცვლეს და საცხოვრებელი სახლი შეიძინეს. 

,,აქ იმისი მაინც აღარ მეშინია, რომ ღამით შეიძლება სახლი თავზე დამენგრეს,” - გახარებული გვეუბნება 12 წლის თინიკო ვანაძე.

მოსახლეობა საშიშროებაზე და ზარალზე საუბრობს: ,,დაიტბორა სოფელი დიდი სმადის ნაკვეთები, სიმწრით დათესილი სიმინდი, ლობიო, კარტოფილი თითქმის სულ განადგურდა. მდინარე  ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და ნათესები დატბორა. ცარიელი ხელებით კი სტიქიას ვერ გავუმკლავდებით. გაზაფხულისა და შემოდგომის დადგომას შიშით ველოდებით ხოლმე,” - ამბობს სოფელ სმადის მკვიდრი ზაზა გოგოლაძე.

,,სოფელ კეხოვანის მოსახლეობა საკმაოდ სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება. საცხოვრებელი სახლების გვერდით კლდე დგას და ქვიშა ჩამოდის. სოფელ ჭელაში შარშან არხები გავაკეთეთ, მაგრამ რად გინდა, კლდის ჩამოშლა მაინც არ შეჩერდა. იქ სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი. თოთხმეტ ოჯახს წალეკვა ემუქრება. მთლიანი მიწის ნაკევთი მოიმეწყრა და წყალი ქვემოდან ამოდის. მილები კი გავიყვანეთ, რაიონმა ხუთასი ლარი გამოგვიყო, მაგრამ არ ეყო. დღესდღეობით რაიონის ხელმძღვანელებმა გვითხრეს, სერიოზული სამუშაოების არავითარი სახსრები არ არის გამოყოფილიო,” - ამბობს ჭეჭლის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული ნაზი დეკანაძე. 

დამეწყრილი ოჯახების პრობლემაზე და თანხებზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჩილინგარაშვილი საუბრობს. მისი თქმით, პრობლების ძირფესვიანი მოგვარება, ჯებირების აგება და ყველა დამეწყრილი ოჯახების დახმარება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რაიონის მწირ ბიუჯეტს კი ამხელა პრობლემის მოგვარება არ შეუძლია. 

,,სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის მცირე სამუშაოებზე რაიონის მასშტაბით რაღაცა თანხები ჩადებულია. ბიუჯეტში ცვლილებები ათ დღეში იქნება  დამტკიცებული და ზუსტ ციფრებსაც მერე მოგაწდით. მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად კი თანხას ცენტრალური ხელისუფლებისაგან ველოდებით,” - განაცხადა ზურაბ ჩილინგარაშვილმა.

გულო კოხოძე, ადიგენიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Yusif Alichan
2012-05-19 12:52
Je suis né dans se village et la guère 1940 nous à séparé
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC