კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არაქართველი მოსწავლეები ქართულს ისწავლიან

22 მაისი, 2007

kurzikizeb.gifქვემო ქართლის ორი რაიონის არაქართული სკოლის მოსწავლეები საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას სახელმწიფო ენაზე ისწავლიან. პროექტი, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის  (UNICEF) დაფინანსებით ხორციელდება, 89 სკოლასა და 2100 მოსწავლეს შეეხება. უფრო კონკრეტულად, რას ითვალისწინებს პროექტი და როგორ განხორციელდება ის, „ადამიანის უფლებათა ცენტრს“  UNICEF-ის კომუნიკაციის მენეჯერი მაია ქურციკიძე ესაუბრა.

 ჟურნალისტი: ქვემო ქართლის არაქართულ მოსახლეობაში ქართული ენის პრობლემა დიდი ხანია არსებობს. კონკრეტულად რას ითვალისწინებს პროექტი „ერთიან სივრცეში“ რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი თავად ბრძანდებით?  

მაია ქურციკიძე: პროექტის მიზანია ქვემო ქართლის რეგიონის არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენაზე ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება. სამწუხაროდ, იქ მსგავსი პრეცენდენტი დღემდე არ არსებობდა. როგორც ქვემო ქართლის, ისე სამცხე -ჯავახეთის არაქართულენოვანი მოსახლეობა სახელწიფოებრივ პროცესებში მონაწილეობას და შესაბამისად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პროცესებში ჩართვას აბსოლუტურად მოწყვეტილია. ამ პროგრამის განხორციელების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის არის, რომ მათ სახელმწიფო ენა არ იციან. ამის შედეგად კი ეთნიკური ჯგუფები საზოგადოებრივი პროცესებისგან იზოლირებულები არიან.

აღნიშნული წამოწყების მიზანია, 2009-2010 სასწავლო წლიდან საქართველოს ისტორია და გეოგრაფია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენაზე ისწავლებოდეს და ეს სავალდებულო იყოს. პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამის ტრეინინგებს მე-10 და მე-11 კლასის მოზარდებისთვის. პირველ ეტაპზე პროექტი ქვემო ქართლის ორ რეგიონში - წალკასა და მარნეულში განხორციელდება. თავისთავად, პროექტი მასწავლებლების გადამზადებასაც ითვალისწინებს, რათა მათ სხვებსაც ასწავლონ აღნიშნული საგნები. ასევე გათვლილია სხვადასხვა ადაპტირებული სახელმძღვანელოების გამოცემა ისტორიასა და გეოგრაფიაში. ეს სახელმძღვანელოები ეთნიკური ჯგუფებისთვის იქნება ადაპტირებული. ასევე გათვალისწინებულია ამ საგნებში ტერმინოლოგიური ბანკის შექმნა და სწავლების ინტერაქტიული მეთოდები. გარდა ამისა,  მოსწავლეებს დაურიგდებათ არა მხოლოდ ადაპტირებული სახელმძღვანელოები, არამედ კლასგარეშე საკითხავი მასალები.   

- აღნიშნული პროექტი რამდენ წელს გასტანს?

მ.ქ. გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ამ პროექტს მთლიანად აფინანსებს. შესაბამისად, ჩვენ პროექტის ფინანსური მხარდამჭერები ვართ. თავად პროექტი კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკუთვნის. რაც შეეხება მის ხანგრძლივობას, ამ ეტაპზე პროექტი ერთწლიანია, თუმცა შემდგომშიც გაგრძელდება და როგორც ქვემო ქართლის სხვა რაიონებს, ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონსაც მოიცავს. 

-რამდენი სკოლა, მოსწავლე და მასწავლებელი ჩაერთვება აღნიშნულ პროგრამაში? 
მ.ქ. ამ ეტაპზე 89 სკოლიდან 140 პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება მოსწავლეებს, მათი რაოდენობა 2100-მდეა. 

-წალკასა და მარნეულის რაიონებში ქართული ენა თითქმის არ იციან. თუ შეისწავლეთ ენის ცოდნის მხრივ არსებული ვითარება და რა შეფასება შეგიძლიათ მისცეთ?

მ.ქ. ენის პრობლემა საკმაოდ სერიოზულია. შემიძლია დაგეთანხმოთ, რომ იქ ქართული ენა თითქმის არ იციან. ამიტომ, ეს პროექტი პირველ რიგში საბაზისო ენის სწავლებას ითვალისწინებს.  ბუნებრივია, რომ ეს გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. იქ არიან საკმაოდ ასაკოვანი მასწავლებლები, რომელთაც შესაძლოა, ამ ასაკში ახალი ენის ათვისება გაუჭირდეთ.  მინდა გითხრათ, რომ ძალიან მონდომებულები არიან. პირველ რიგში, ეს მათთვის არის აუცილებელი, რადგან სასწავლებლების აკრედიტაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს, ასევე დირექტორთა არჩევნები თითქმის დასრულებულია და თუ სახელმწიფო ენა არ ეცოდინებათ, თავად მათთვის იქნება ცუდი. სახელმწიფო ენის შესწავლის შემდეგ კი საშუალება ექნებათ, კონკურსები გაიარონ და სხვადაასხვა პროექტებში მიიღონ მონაწილეობა.

-მოსახლეობასთან შეთანხმება რთული იყო თუ მარტივად დაგთანხმდნენ გარკვეული საგნები ქართულად ესწავლათ?

მ.ქ. არა, რთული არ ყოფილა. პირიქით, მათგან საკმაოდ დიდი მზაობა მოდის. ისინი თავად გრძნობენ, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე მათ არა აქვთ შესაძლებლობა, რომ განვითარდნენ და აქტიურად ჩაერთონ იმ პროცესებსა თუ რეფორმებში, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ეს მათ კარგად გაითავისეს და რაც მთავარია, სახელმწიფოდანაც წამოვიდა ამისი ნება და სურვილი, რომ მათ გარკვეული პროგრამები შესთავაზონ. პროექტის მიზანია ეთნიკური ჯგუფების  სახელმწიფოებრივ პროცესებში ინტეგრაცია. 

-ერთწლიანი პროექტის სრული ღირებულება რამდენია? 
მ.ქ. პროქტის განხორციელება მაისიდან დაიწყო. მისი სრული ღირებულება
63 600 დოლარია. 

-თქვენ ახსენეთ ახალციხე, სადაც იგივე პრობლემა არსებობს. იქ რას და როდის აპირებთ?

მ.ქ. მსგავსი პროექტის დაწყება ახალციხეშიც არის გათვალისწინებული. თუმცა, ის ჩვენი დახმარებით იქნება თუ არა, ჯერ ვერ ვიტყვი. იგივე ხასიათის პროექტი  ახალციხეში სავარაუდოდ სექტემბრიდან უნდა დაიწყოს.  სურვილი ამ რეგიონიდანაც არის. რაც მთავარია, თავად ხვდებიან, რომ ეს მათთვის აუცილებელია. 

ეკა გულუა

ახალი ამბები