კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წყლის პრობლემა ლიახვის ხეობაში

4 ივნისი, 2007

 

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, იოსებ გიუნაშვილის თქმით, სარწყავი არხის გაწმენდა წელიწადში 30 000 ლარი ჯდება. დაძაბული სიტუაციის დროს კი ოსურ სოფლებში ქართველები შესვლასაც ვერ ახერხებენ: „ხალხმა ნაკვეთები გაჭირვებით დაამუშავა, ძლივს დათესა, მაგრამ რომ ვერ რწყავენ ნათესი არ ამოდის. ისედაც ჩაკეტილი ზონაა, თავისუფლად ვერ  გავდივართ ხეობიდან. მოსახლეობას ძალიან უჭირს,“ -ამბობს გიუნაშვილი.

ვანათის სარწყავი არხით  ქართული სოფლების  1000 ჰექტარზე მეტი ფართობი ირწყვება. მაგრამ  კონფლიქტის გამო, მოსახლეობა ვერ ახერხებს შემოსავლის ერთადერთი წყარო -  ხილის  მოსავალი მიიღოს.

ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების საკრებულოები გამოსავალს ერთად ეძებენ. შეიქმნა პროექტი, რომელიც სანაკოევის ადმინისტრაციას წარედგინა. პროექტი ალტერნატიული სარწყავი არხის გაკეთებს ითვალისწინებს.
ვანათიდან, დახურული ალტერნატიული სარწყავი არხი რამდენიმე ოსურ სოფელშიც გაივლის, კორკულა, ზემო ქერე და ხელჩუა, მაგრამ ქურთის საკრებულოში აცხადებენ, რომ აღნიშნული სოფლების მოსახლეობა პრობლემას არასდროს ქმნის. ალტერნატიული არხი 4 კილომეტრსა და 150 მეტრს ითვალისწინებს. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გია ზანგალაძის თქმით, ამ ერთი არხის საშუალებით, მოსახლეობა მარტო სოფელ ძარწემში და ქემერტში  350 ჰექტარ ფართობს მორწყავს.

ქურთის საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ სანაკოევმა საქართველოს  პრემიერ მინისტრთან უკვე დააყენა საკითხი ალტერნატიული არხისთვის თანხების გამოყოფის შესახებ. ნოღაიდელს ხეობელები არხისთვის 600 000 ლარს სთხოვენ.
როგორც ქურთელები ამბობენ, ლიახვის ხეობის მოსახლეობის უმეტეს ოჯახებს, 10 ტონამდე ვაშლის მოყვანა შეუძლია, თუმცა, გასარწყავების პრობლემის გამო, ლიახვის ხეობელებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ვერ ხდება.
ლიახვის ხეობაში მრავლად არის ისეთი ფართობები, სადაც მორწყვისთვის წყალსაქაჩი დანადგარებია საჭირო. წყალსაქაჩი თავისთავად ელექტრო ენერგიის ხარჯვას გამოიწვევს, რომლის საფასურიც იმ გლეხმა უნდა გადაიხადოს, რომელიც ნაკვეთს მორწყავს.

მოსახლეობის უმეტესობა, ასეთი პირობით კმაყოფილი არ არის, თუმცა ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ თუკი ნაკვეთის მორწყვას შეძლებენ, ელექტრო-ენერგიის გადასახადს გადაიხდიან: „დენის გდასახადი ძალიან გაძვირდა და გადახდა გაგვიჭირდება, მაგრამ ნაკვეთების მორწყვას თუ შევძლებთ, მოსავალს მოვიყვანთ და დენის ფულსაც გადავიხდით. მე თითქმის სულ ურწყავი ნაკვეთები მაქვს, წვიმას შევცქერით, რომ ხეხილი სულ არ გაგვიხმეს, თუ სიცხეები გაგრძელდა წელს ახალი ნარგავები ალბათ სულ გახმება,“ - ამბობს ქურთის მკვიდრი გივი მელანაშვილი.

 ქურთის საკრებულოს თავმჯდომარის ბადრი ბასიშვილის თქმით, ბიუჯეტში აღნიშნული საკითხის მოგვარებისთვის მხოლოდ 12 ათასი ლარია გათვალისწინებული: „რეალურად ლიახვის ხეობაში წყალსაქაჩების პრობლემა რომ მოიხსნას, ამისთვის 30 000 ლარია საჭირო. პირველ რიგში წყალსაქაჩს სოფელ ძარწემში დავაყენებთ, რადგან იქ ძალიან ბევრი ხილიანი ბაღებია ურწყავი. წყალსაქაჩი კი 600 ოჯახს მოუხსნის ამ პრობლემას,“ - ამბობს ქურთის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი ბასიშვილი.

ქურთის სკრებულოში სანაკოევის ადმინისტრაციის დახმარების იმედი აქვთ.

თეა თედლიაშვილი, ქურთა

zkalib.gifლიახვის ხეობის სოფლების უმრავლესობა ვანათის მაგისტრალური არხის საშუალებით ირწყვება. ვანათის არხი ოსურ სოფლებზე გადის. არხი ღიაა და მისი გადაკეტვა ოსური სოფლების მხრიდან პრობლემას არ წარმოადგენს. მართალია ვანათი ქართული სოფელია, მაგრამ არხი  სამ ოსურ სოფელზე გადის. ქართული სოფლების მოსახლეობა კონფლიქტის  გამო, დაძაბული სიტუაციის დროს, ოსური სოფლებიდან წყალს ვერ იღებს.

ახალი ამბები