კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა იციან ადამიანის უფლებებზე ზუგდიდში...

6 ივნისი, 2007

quchab.gif

ადამიანის უფლებათა ცენტრის ზუგდიდის ოფისმა ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა, გამოკითხვის თემა ადამიანის უფლებებზე ინფორმირებულობას შეეხებოდა, გამოკითხვების მიზანი იყო ორგანიზაციას გაერკვია, თუ რამდენად ინფორმირებულნი არიან მოქალაქენი თავიანთი უფლებების შესახებ, ირღვევა თუ არა მათი, როგორც რიგითი მოქალაქის უფლებები, ვინ არღვევს მათ უფლებებს და რომელ ინსტანციას მიმართვენ ისინი მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

გამოკითხულთა უმეტესობა აღიარებს, რომ ისინი მათი უფლებების შესახებ საკმარის ინფორმაციას არ ფლობენ და არ გამორიცხავენ, რომ მათი უფლებები შეიძლება ისე ირღვეოდეს, რომ თავად წარმოდგენაც კი არ ჰქონდეთ.

ლალი ცაავა დროებით უმუშევარია, ამბობს რომ მისი უფლებების დარღვევის კონკრეტულ მაგალითებს სწორედ უფლებათა გაუთვითცნობიერებლობის გამო ვერ ასახელებს: „ამ საკითხში დიდად არა ვარ გათვითცნობიერებული შესაბამისად კონკრეტული ფაქტების დასახელება გამიჭირდება. შეხება მქონდა ერთერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც შემპირდა დიაბეტიანი შვილისთვის დახმარების გაწევას, მაგრამ დღემდე არავინ შემოგვხმიანებია, მითხრეს, დახმარების მოთხოვნის უფლება გაქვსო, მაგრამ რეალურად არავინ დამხმარებია. შეიძლება სწორედ ამ კონტექსტში მოხდა ჩემი უფლებების დარღვევა,” - ამბობს ცაავა და დასძენს, რომ მისი უფლებების დარღვევისას ალბათ სასამართლოს მიმართავს.

ცაავას მსგავსად, გამოკითხულთა უმრავლესობამ სწორედ სასამართლო დაასახელა იმ ორგანოდ, რომელსაც უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართავს, თუმცა, არც ერთ მათგანს ჯერჯერობით არც სასამართლოსთვის და არც უფლებათა დამცველი ორგანიზაციისთვის არ მიუმართავს.

ნარგიზა ფაცურია მასწავლებელია, ამბობს, რომ იცის როგორც მისი უფლებების, ასევე მოვალეობების შესახებ: „ზოგადად ვიცი რისი უფლება მაქვს და რა ვალდებულებები მეკისრება, თუმცა, დეტალურად არ ვიცნობ ადამიანის უფლებებს. ჩემი უფლებების შელახვის კონკრეტულ მაგალითებს ვერ გავიხსენებ, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩემი უფლებები არასდროს დარღვეულა. შიეძლება დაირღვა კიდეც, მაგრამ ინფორმაციის უქონლობის გამო ალბათ ვერ გავაცნობიერე,”  - ამბობს ფაცურია.

საადვოკატო ბიურო „ვექილის” ადვოკატი ხათუნა ჯანაშია ვერ იხსენებს მაგალითებს, როცა მას უფლებების დარღვევისთვის მიმართეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის ზაზა ქვაცაბაიას თქმით, გამოკითხვებმა ცხადყო, რომ მოქალაქეები გაურკვევლობაში არიან და მათი უფლებების რეალიზაციას ვერ ახდენენ: „მუშაობის შედეგად გამოვკითხეთ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები, როგორც კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, აგრეთვე ადგილობრივი მაცხოვრებლები. შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეები სრულ გაურკვევლობაში არიან, მათ არ იციან თუ რა უფლებები გააჩნიათ და შესაბამისად ვერ ახდენენ მათი უფლებების რეალიზაციას. ამ საკითხების შესწავლის შედეგად, ვფიქრობთ, აუცილებელია ამ მიმართულებით მუშაობა, ტრენინგების ჩატარება, მოქალაქეებეთან შეხვედრები და მათი ინფორმირება, თუ რა უფლებები გააჩნიათ კანონით და როგორ დაიცვან თავი უფლებების დარღვევის შემთხვევებში.” - ამბობს ზაზა ქვაცაბაია.

ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები