კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეროვნული უმცირესობების დასაცავად რეკომენდაციები მზადაა (ნაწილი მეორე)

14 ივნისი, 2007

umciresobab_1.gif

2005 წლის აქტის მიხედვით, საქართველო უმცირესობათა დაცვის ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციას შეუერთდა. იმისათვის, რომ კონვენცია მხოლოდ ფურცლებზე არ დარჩეს, სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ რეკომენდაციების პაკეტი შეიმუშავა. 

როგორც სახალხო დამცველი სოზარ სუბარი აცხადებს, მართალია, კონვენციის რატიფიკაცია მოხდა, მაგრამ მის განხორციელებამდე საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი. მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურება რეკომენდაციათა პაკეტი, რომელიც თანასწორუფლებიანობისკენ არის მიმართული.

სოზარ სუბარი: „პრობლემები ბუნებრივია, არსებობს. ძირითადად გამოკვეთილია 2 სახის პრობლემა - ინტეგრაცია იმ ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომლებიც გარკვეულ რეგიონებში კომპაქტურად ცხოვრობენ და საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნების პრობლემა იმ ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომლებიც მცირერიცხოვანნი არიან და კამპაქტურად ქართულ საზოგადოებაში ცხოვრობენ. რეკომენდაციებში ჩამოყალიბებულია ეროვნული უმცირესობების ხედვა, თუ როგორ უნდა იყოს მათი უფლებები დაცული.“

რეკომენდაციათა პაკეტში ასახულია კონკრეტული პრობლემა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად გასატარებელი ღონისძიებები.   

პრობლემა 1.  ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სტადიაზე, ხშირ შემთხვევაში, არაკვალიფიციურად უთარგმნიან შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებს.   

რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას - სასამართლო და საგამოძიებო საქმეების თარჯიმნების მოსამზადებლად შეიქმნას სასწავლო პროგრამა და მოსამზადებელი კურსები. თარჯიმნების სპეციალიზაცია უნდა მოხდეს ეროვნული უმცირესობების ენაზე.

პრობელმა 2. არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული უმცირესობების ენის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარებას.

რეკომენდაცია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს: ეროვნული უმცირესობების ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების მიზნით, შემუშავდეს და განხორციელდეს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა.

რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას - შეიქმნას „საქართველოს სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო ფონდი“, რომელიც ეროვნული უმცირესობების დაცვისა და ინტეგრაციის ხელშემწყობ საგრანტო პროგრამებს დააფინანსებს. ამ ფონდის ეფექტური ფუნქციონირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნას შესაბამისი მატერიელური და ფინანსერი რესურსები.

პრობლემა 3.  არ არსებობს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების თანმიმდევრული და ეფექტური მედია პოლიტიკა.

პრობლემა 4. ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში საქართველოს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია ეროვნული უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე ხშირ შემთხვევაში არ არის ხელმისაწვდომი.

რეკომენდაცია საქართველოს მთავერობას - გამოყოფილ იქნას აუცილებელი რესურსები, რათა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს მედია საშუალებების მიერ მომზადებული საინფორმაციო, ანალიტიკური და კულტურულ- შემეცნებითი ტელე და რადიოგადაცემები სათანადო თარგმნით.

პრობლემა 5: ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებით ხშირად გამოიხატება ეთნიკური შეუწყნარებლობა და ქსენოფობიური დამოკიდებულება.

რეკომენდაცია  საქართველოს მთავრობას - გამოყოფილ იქნას შესაბამისი რესურსები ჟურნალისტებისთვის უმცირესობებისა და მრავალფეროვნების კულტურის გაშუქების შესახებ კონკურსების, ტრეინინგებისა და სემინარების ჩასატარებლად.

პრობლემა 6: ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ეროვნულ უმცირესობათა ენები, ხშირ შემთხვევაში გამოიყენება მოსახლეობასა და აგდილობრივ ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის ურთიერთობისას. მიუხედავად იმისა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა რეალურად ასახავს ვითარებას, არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ამგვარ პრაქტიკას ქვეყნის კანონმდებლობასთან და ჩარჩო კონვენციის მითითებულ დებულებასთან შესაბამისობაში მოიყვანს.

რეკომენდაცია  საქართველოს პარლამენტს - განიხილოს საქართველოს კანონმდებლობაში შესატანი იმ ცვლილებების მიღების შესაძლებლობა, რომელიც ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში შესაძლებელს გახდის მოქალაქესა და ადგილობრივ სახელმწიფო ორგანოებს შორის ურთიერთობისას, სახელმწიფო ენასთან ერთად მოქალაქისთვის გასაგები ენის გამოყენებას.

პრობლემა 7: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხორციელდება ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამები, უმცირესობების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ ფლობს სახელმწიფო ენას.

რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას - ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში გაიზარდოს სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამების მატერიალური და ადამიანური რესურსებით მხარდაჭერა.

პრობლემა 8: სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონე ხშირ შემთხვევაში ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობისთვის.

პრობლემა 9: საქართველოს სხვადასხვა ეთნიკრი ჯგუფები ნაკლებად არიან ჩაბმულნი კულტურათშორისი დიალოგისა და ურთიერთგაცნობის პროცესში. საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების კულტურის, ისტორიის, ენის და რელიგიის წარმოჩენისა და გაცნობის მიზნით იშვიათად ხორციელდება შესაბამისი პროგრამები.

პრობლემა 10: ზოგიერთ შემთხვევაში, ეროვნული უმცირესობების გარკვეული ნაწილი მოკლებულია საქართველოს საჯარო სკოლებში საკუთარი ენის შესწავლის შესაძლებლობას.

პრობლემებისა და რეკომენდაციების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. როგორც არნოლდ სტეპანიანი აცხადებს, ხელისუფლება რეკომენდაციებს ნაკლებად იზიარებს, თუმცა 2005 წელს პარლამენტის მიერ ეროვნული უმცირესობების ჩარჩო კონვენციასთან რატიფიკაცია გარკვეულ იმედს იძლევა.  

ეკა გულუა

ახალი ამბები