კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტიქიის შედეგად დაზარალებული პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს

2 ივლისი, 2007

mez.gifზუგდიდის მკვიდრს გამგებელი ახმეტაში გადასახლებას სთავაზობს

ზუგდიდში, სოფელ ოდიშში მცხოვრები მაიორ ქებურია დახმარებას ითხოვს. წერილობითი თხოვნით მან ერთხელ უკვე მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, თხოვნამ მისთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღო და ცოტა  ხნის წინ მეწყერმა გაანადგურა. პრეზიდენტისგან ის სწორედ ალტერნატიულ საცხოვრებელ ადგილს ითხოვდა, პასუხად კი წალკაში, თეთრწყაროში ან ახმეტაში გადასახლება შესთავაზეს, რაზედაც ქებურია უარს აცხადებს.

„თითქმის მთელი ოჯახი ინვალიდები ვართ.  ჩვენი დამეწყრილი სახლი კომისიამ საცხოვრებლად უვარგისად სცნო. აქედან გამომდინარე, დახმარებას ვითხოვდი, რომ ჩემთვის ხელი შეეწყოთ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშის ტერიტორიაზე, სხვა სამოსახლო ადგილი გამოეყოთ, რისი შესაძლებლობაც არსებობდა და დღესაც არსებობს. ჩემი განცხადებები პრეზიდენტის კანცელარიიდან სათანადო რეაგირებისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გადმოეგზავნა. მე ვიმედოვნებდი, რომ ზუგდიდის ხელმძღვანელობა, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლები, შეასრულებდნენ პრეზიდენტის მითითებას და სათანადო დახმარებას აღმომიჩენდნენ.

სამწუხაროდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან მოულოდნელი პასუხი მივიღე, ეს არის დაცინვა და ადამიანის აბუჩად აგდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა გამომიგზავნა წერილობითი პასუხი და საცხოვრებელი ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით გადამამისამართეს წალკის, თეთრიწყაროსა და ახმეტის რაიონებში. ე.ი. მე ჩემი ოჯახის ინვალიდ წევრებთან ერთად უნდა წავიდე წალკაში ან ახმეტაში და იქ უნდა ვეძიო საცხოვრებელი ადგილი, თითქოსდა ზუგდიდის რაიონში ვერ გამოიძებნებოდა ჩემთვის მიწის პატარ ნაკვეთი. სიტყვები არ მყოფნის სათანადო პასუხისათვის. მათი შემყურე მე და ჩემი ოჯახის წევრები განწირულები ვყოფილვართ,” - ამბობს ქებურია.

პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილის პასუხად, ქებურიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე ქობალიას წერილი მიიღო, სადაც ნათქვამია: „გაცნობებთ, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის ირაკლი გორგაძის 2006 წლის 6 დეკემბრის #01/01-17/8251 მომართვის საფუძველზე, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვას წალკის, თეთრწყაროსა და ახმეტის რაიონებში ითვალისწინებს, სამინისტრო, ამ ეტაპზე, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ახმეტის რაიონში განსახლებას სთავაზობს. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია მითითებულ რაიონებში თქვენთვის შესაბამისი საცხოვრებელი სახლის შესყიდვა.”
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი, იურისტი ზაზა ქვაცაბაია მიიჩნევს, რომ ეს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხრიდან მოქალაქეებისადმი ცინიკური დამოკიდებულებაა: „თუ არა ცინიზმი, სხვა რა შეიძლება დაერქვას იმას, რომ 72 წლის პენსიონერს, რომლის კმაყოფაზეც ინვალიდი მეუღლე, შვილი და ოჯახის ყველა წევრი იმყოფება, ალტერნატიულ ფართს, მისთვის სრულიად უცხო კუთხეში, ახმეტის რაიონში სთავაზობს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ საკითხისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების შემთხვევაში შეიძლებოდა მაიორ ქებურიას დახმარება ადგილობრივი რესურსების გამოყენებით, რათა მისთვის და მისი ოჯახისთვის გამონახულიყო შესაბამისი საცხოვრებელი ადგილი მისივე სოფელში,” -ამბობს ზაზა ქვაცაბაია. 

ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები