კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახეცვლილი და გეგმაშეუცვლელი ბიუჯეტი

23 ივლისი, 2007

sakrebulob.gif17 ივლისის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა სხვა სხდომებისგან განსხვავებით მხოლოდ 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო. საკრებულოს .თავმჯდომარის მოადგილემ ნუკრი პაპუნაშვილმა 15 წუთით დაგვიანებისთვის ბოდიში მოიხადა.

მას შემდეგ, რაც პაპუნაშვილი საკრებულოში გადავიდა და რაიონის გამგებლის პოსტს დაემშვიდობა, გაცილებით დემოკრატიული გახდა. საკრებულოს სხდომის პროცესში ჟურნალისტებიც ჩაერთვნენ. ამან უფრო შინაარსობრივი ხასიათი შესძინა სხდომას. არა და საკრებულოს დანარჩენი წევრები საერთოდ ხმას ვერ თუ არ იღებენ და ყველა გატანილ საკითხს მხარს ერთსულოვნად უჭერენ.

სხდომაზე გაირკვა, რომ რამდენიმე წევრი სხვადასხვა თანამდებობებზე გადაანაწილეს. საკრებულოს იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე დავით კეკელიშვილი რწმუნებულის მოადგილედ გადაიყვანეს. ხოლო მის ადგილზე საკრებულომ მამუკა დავითულიანი დაამტკიცა.
სხდომის ინტერესს ის უფრო იწვევდა, რომ ბიუჯეტის თანხების „მიმართულებები“ გაირკვა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს ვასილ მახარაშვილს საკრებულომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადებაზე თანხმობა მისცა. პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ბრძანებით, გორის მუნიციპალიტეტს მიზნობრივი ტრანსფერის სახით 1 700 000 ლარი გადმოერიცხა. ამ ფულით უნდა მოხდეს გორი-გორიჯვარი-სკრა, ტყვიავი-კარბი და კარალეთი-ქვემო არცევის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომაზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა შალვა ტლაშაძემ გამოცხადებული და ჩატარებული ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოითხოვა. მახარაშვილის თქმით, ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო. მათგან ერთ-ერთი შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო #1, ის კომპანიაა, რომელიც ყოველთვის წინააღმდეგობის გარეშე იმარჯვებს მსგავს ტენდერებში.

კარალეთის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატმა მამუკა ბაზანდარაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კარალეთი-ქვემო არცევის საავტომობილო გზის შეკეთების ხარჯი წინა ბიუჯეტთან შედარებით 113 000 ლარით არის შემცირებული. წინა რედაქციის ბიუჯეტში 480 000 ლარია გათვალისწინებული, ახალი ბიუჯეტით კი 367 000 ლარი.

სავარაუდოდ, კარალეთი-ქვემო არცევის გზის შეკეთების თანხას 113 000 ლარი იმიტომ მოაკლდა, რომ ზემოაღნიშნული მიზნობრივი ტრანსფერით გათვალისწინებულ მერეთი-კარბის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დამატებოდა მიხეილ ქარელის მშობლიური სოფელი ტყვიავი და ბოლო რედაქციით უნდა შეკეთდეს ტყვიავი-მერეთი-კარბის გზა.

როგორც ყველა საკრებულოს სხდომაზე, კიდევ ერთხელ შევიდა ცვლილება ბიუჯეტში. ნამატი თანხები გადანაწილდა სხვადასხვა პროექტებზე.
ახალი ბიუჯეტით გათვალისწინებულია რეზერვისტების გაწვევის ხარჯები 24 000 ლარის ოდენობით,  როგორც ცნობილია, რეზერვისტთა გაწვევის ყველა ხარჯს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს და წესით ეს თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში არ უნდა იყოს გათვალისწინებული.

ცვლილებაშეტანილ ბიუჯეტში გორში ფასადების შეკეთებისთვის 122 ათასი ლარია გათვალისწინებული. სხდომაზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, შალვა ტლაშაძემ დასვა საკითხი, თუ რამდენად პრიორიტეტულია ფასადების შეკეთება მაშინ, როდესაც თითქმის ყველა მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინებში სახურავია დაზიანებული და წყალი ჩამოდის. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ნუკრი პაპუნაშვილის განმარტებით, ეს თანხა სახურავების შეკეთებასაც გულისხმობს(?!). თუმცა საინტერესოა, სახურავების შეკეთებას როგორ გულისხმობს, როდესაც ბიუჯეტის შესაბამის მუხლში გარკვევით სწერია, რომ თანხა, ანუ 122 ათასი ლარი, უნდო დაიხარჯოს „საცხოვრებელი ბინების ფასადების შეკეთებაზე“.

მოსახლეობის დიდი ნაწილი, ფასადების შეღებვას მას შემდეგ აპროტესტებს, რაც ქალაქი ფერად-ფერადი ბინებით აჭრელდა. მაშინ, როდესაც წვიმის დროს მობინადრენი სახლებშიც ქოლგებით დადიან, ფასადების შეღებვა პრიორიტეტი არ უნდა იყოს.

ასევე საინტერესოა, რამდენად პრიორიტეტულია საცხოვრებელი ბინების აივნებზე ფერადი პლასტმასების მიკვრა, როდესაც ბოლო სართულებზე ისევე წვიმს, როგორც გარეთ. საცხორევებელი აივნებზე პლასტმასების მიკვრისთვის ბიუჯეტში 83, 800 ლარია გამოყოფილი. ოპონენტების აზრით, ბიუჯეტის დაგეგმვის დროს უკეთესია თუ არჩეული ხელისუფლება ხალხს შეეკითხება, რისი გაკეთება უფრო მნიშვნელოვანია მათთვის.

რუსთაველის მემორიალის რეკონსტრუქციისთვის ბიუჯეტში 45 ათასი ლარია გამოყოფილი. აღნიშნული მემორიალი ყველა დროის ხელისუფლებამ გაარემონტა და გახსნა.

ბიუჯეტში ასევე განათებული გორის ციხის განათებისთვის  2 700 ლარი კიდევ ჩასვევს. ცვლილებებიან ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია შენობების დეკორატიული განათების ექსპლუატაციის ხარჯები(?!). აღნიშნული განათებები გასულ წელს დამონტაჟდა. მაშინ ქალაქის და რაიონის გამგეობები ცალკე იყო. იმის მიუხედავად, რომ ქალაქში განათებების დამონტაჟება თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლება-მოსილებას წარმოადგენდა, რატომღაც  ქალაქი რაიონის გამგეობამ „გააჩახჩახა“, მაგრამ ექსპლუატაციაში ვერ მიიღეს, რადგან საკუთარ უფლებებს იყვნენ გაცილებულნი. გასულ წელს დამონტაჟებული დეკორატიული განათებები წელს შედის ექსპლუატაციაში. საინტერესოა, როგორ და რა გზით ახერხებდა ადგილობრივი ხელისუფლება ელექტრო-ენერგიის გადასახადის გადახდას მანამდე? ასეთ დროს ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ დეკორატიული განათებების გადასახადს მოსახლეობაზე ანაწილებდნენ, რაც არაერთხელ გამხდარა ხალხის გაღიზიანების საფუძველი, ისინი ელექტრო-კავშირს სწორედ იმიტომ უჩიოდნენ, რომ მოხმარებულ ელექტრო - ენერგიის საფასურზე მეტს ახდევინებდნენ.

ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების ხარჯებისთვის თვითმმართველობამ 26 ათასი ლარი გამოყო. საკრებულოს სხდომაზე რესპუბლიკური პარტიის წარმოამდგენლის შალვა ტლაშაძის მოთხოვნის შემდეგ, განემარტათ რა ღონისძიებების დაფინანსებაზე იყო საუბარი ბიუჯეტის ამ მუხლში, პაპუნაშვილმა განმარტა, რომ პატრიოტთა ბანაკებში ბავშვების გასამგზავრებლად თანხებია საჭირო.

როგორც ცნობილია, რომ პატრიოტთა ბანაკებს მთლიანად კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო აფინანსებს.

ბიუჯეტში საინტერესოა მუხლი „მზრუნველობას მოკლებულთა უფასო კვების ორგანიზება“, რისთვისაც 40 ათასი ლარია გათვალისწინებული. წლის დასაწყისში იგივე მუხლში იგივე რაოდენობის თანხა იყო გათვალისწინებული, თუმცა, დღემდე  მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილო არ ფუნქციონირებს. წლის დასრულებამდე კი 5 თვეა დარჩენილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ „უფასო სასადილო“ დღემდე არ მუშაობს, გამოყოფილი თანხიდან არც ერთი თეთრი არ უნდა იყოს ათვისებული, ცვლილებაშეტანილ ბიუჟეტში კი ამის გამო იგივე მუხლი 40 ათას ლარს აღარ უნდა ითვალისწინებდეს და ის სხვა პრიორიტეტად მიჩნეული პრობლემის მოგვარებისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული.

თეა თედლიაშვილი, გორი

ახალი ამბები