კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ იცავს ექიმთა და პაციენტთა უფლებებს

25 ივლისი, 2007

paz_uplebebib.gifსაქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული პაციენტთა უფლებების დაცვის ცენტრი წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს. ამ ცენტრის მთავარ ექსპერტს, ირმა მანჯავიძეს საჭირო სიტუაციაში საუკეთესო გამოსავლად (როგორც ექიმებისათვის, ასევე პაციენტებისათვის) საკუთარი უფლება-მოვალეობების სათანადოდ ცოდნა მიაჩნია.

რა ძირითადი პრობლემების თაობაზე მიმართავენ მოქალაქეები სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ პაციენტთა უფლებების დაცვის ცენტრს, რა მდგომარეობაა პაციენტთა უფლებების დაცვის მხრივ რეგიონებში, ექიმებმა უკეთ იციან საკუთარი უფლებების შესახებ თუ პაციენტებმა? - ამ და სხვა შეკითხვებით სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ პაციენტთა უფლებების დაცვის ცენტრის  მთავარ ექსპერტს ირმა მანჯავიძეს მივმართეთ. 
ირმა მანჯავიძე: ჩვენი ცენტრის ჩამოყალიბების მიზეზი ჯანდაცვის სფეროში შექმნილი პრობლემები და ის განცხადებები გახდა, რომლებითაც უფლებაშელახული და დაზარალებული პაციენტები სახალხო დამცველს მიმართავდნენ. თავიდან, როცა ცენტრი ჩამოყალიბდა, მისი მიზნები ძირითადად პაციენტებზე იყო ორიენტირებული.

ჟურნალისტი:საინტერესოა, ხვდება თუ არა თქვენს ცენტრში განცხადებები რეგიონებიდან?

ი. მ: რასაკვირველია, ჩვენთან განცხადებები მთელი საქართველოდან ხვდება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, რეგიონების მიხედვით მათი დიფერენცირება არ მოგვიხდენია. მოქალაქეები განცხადებით მიმართავენ სახალხო დამცველს. რომელი განცხადებაც ჩვენი ცენტრის კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება, მათ შევისწავლით და შემდეგ იმის შესახებ თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რეკომენდაციას ვაწვდით სახალხო დამცველს. საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის მოპოვების მიზნით, მივმართავთ სახელმწიფო სტრუქტურებს, ეს სამინისტრო იქნება, პროკურატურა თუ სასამართლო. თავად განცხადებები კი, სხვადასხვა ხასიათისაა. ამ ბოლო დროს ბევრი განცხადება შემოვიდა უნარშეზღუდულ ადამიანებთან დაკავშირებით და ეს იმან განაპირობა, რომ შეიცვალა უნარშეზღუდულობის დადგენის წესი. შესაბამისად, შემცირდა იმ დაავადებათა ნუსხა, რომლის საფუძველზეც დგინდებოდა უნარშეზღუდულობის დახმარებები. გასაგებია, რომ სახელმწიფოსთვის ეს წმინდა ფინანსური პრობლემაა, მაგრამ ამის გამო, ბევრი ადამიანი, რომელიც უნარშეზღუდული იყო და დახმარებას საჭიროებდა, არარეალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგანაც  გამოცხადდა, რომ თითქოს მისი დაავადება განკურნებადია და მას მუშაობა შეუძლია. ჩემი აზრით, ეს საკითხი გადასახედი და დასახვეწია. 

ჟ:საინტერესოა, ექიმებიც თუ მოგმართავენ საკუთარი უფლებების დასაცავად?

ი. მ: რა თქმა უნდა,  განცხადებები ექიმებისგანაც შემოდის. იყო შემთხვევა, რომ მოგვმართა ექიმმა, რომელიც მედიის წარმომადგენლებსა და პაციენტის პატრონს უჩიოდა. საქმე ის გახლდათ, რომ ექიმის ბრალეულობა დადასტურებული არ იყო, პაციენტის პატრონი კი, მედიის სხვადასხვა საშუალებების დახმარებით ამ ექიმის პროფესიულ ღირსებას შეურაცხყოფდა. მან დაარღვია სტერეოტიპი და საკუთარი უფლებების დაცვა გადაწყვიტა. ჩვენ შევისწავლეთ საკითხი და ის მართალი აღმოჩნდა.

ჟ: როგორ მოგაჩნიათ, პაციენტებმა უკეთ იციან თავიანთი უფლებები, თუ ექიმებმა?

ი. მ.: პაციენტებმა რეალურად უფრო კარგად იციან თავიანთი უფლებები, ვიდრე ექიმებმა და ეს ჩვენს მიერ თბილისში ჩატარებულმა კვლევამაც გვიჩვენა. ხშირია შემთხვევები, რომ ექიმები ისე ატარებენ ამა თუ იმ მანიპულაციას, ან ოპერაციას, რომ მასზე პაციენტის ინფორმირებული თანხმობა არ არის. ამ თანხმობის მიღება, რელურად, უფრო ხშირად ხდება მაშინ, როცა პაციენტს უკვე აღარაფერი ეშველება და იმის გამო, რომ საავადმყოფოში არ გარდაიცვალოს, მას, ან მის ახლობელს აწერინებენ, რომ უარს აცხადებს მკურნალობაზე და სახლში უშვებენ. ამიტომაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ექიმებთან შედავების უფრო მეტი შესაძლებლობა ექმნებათ, ვიდრე პირიქით. ჩვენი კვლევის მიხედვით, ექიმი რესპონდენტების აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ყოველდღიური პროფესიული საქმიანობის დროს, ექიმებისათვის აუცილებელია საქართველოში მოქმედი კანონების ცოდნა, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს სამედიცინო მომსახურების პროცესში, თუმცა, აღნიშნული კანონებს, სამწუხაროდ, პრაქტიკულად ექიმთა არცთუ დიდი პროცენტი იყენებს.

ჟ:თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პაციენტის უფლებებთან ერთად ექიმის უფლებებიც დაცული იქნეს. ან უკეთ რომ ვთქვათ, ერთის უფლებების დაცვა მეორის უფლებების დარღვევის ხარჯზე არ მოხდეს?

ი. მ: ძალიან კარგია, რომ სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი და იქმნება პროფესიული ასოციაციები, რომლებიც ექიმის საქმეს განიხილავენ, შემდეგ ის გადაეცემა აღნიშნული სპეციალიზაციის სამ დამოუკიდებელ ექსპერტს და მათი დასკვნების შედეგად იწერება საერთო დასკვნა. ახლა უკვე მხოლოდ სამინისტრო აღარ იღებს გადაწყვეტილებას ექიმების შესახებ. არ შეიძლება სამინისტროს ერთმა თანამდებობის პირმა განსაზღვროს სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი და დაადგინოს რამდენად პროფესიულად მოიქცა ის კონკრეტულ შემთხვევაში.

ლელა ხიდაშელი ქუთაისიდან

ახალი ამბები