კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისში ძნელადაღსაზრდელთა სკოლები გაიხსნება

27 ივლისი, 2007

2skolab.gifსკოლამდელი ასაკის ახალგაზრდებში გახშირებული მკველელობებისა თუ სხვა კრიმინალური დანაშაულებების გამო, სექტემბრიდან თბილისში ალტერნატიული სკოლები გაიხსნება. ამ სკოლებში ძნელადაღსაზრდელი მოსწავლეები ისწავლიან. იდეა ერთობლივად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას ეკუთვნის. ბავშვებს, რომლებიც ალტერნატიულ სკოლებში ისწავლიან, დისციპლინური კომიტეტი შეარჩევს. პირველი ეტაპისთვის, საცდელი ვადით სკოლები მხოლოდ თბილისში გაიხსნება. შემდეგ კი რეგიონებში.

ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ბავშვებს ასეთ სკოლებში არ გაუშვებენ და ასეც რომ მოხდეს, ისინი იქ ვერ გამოსწორდებიან, მეორე ნაწილი კი პირიქით, არასრულწლოვნების მიმართ გარკვეული მოთხოვნების გამკაცრების მომხრეა.

ინიციატივის წინააღმდეგია პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი, „მემარჯვენე” მანანა ნაჭყებია. მისი თქმით: „ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურად ინგლისის გამოცდილებას გავეცანით. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი სკოლები იქ არ არსებობს, არადა განათლების მინისტრი სწორედ იქ წაბრძანდა, თითქოს გამოცდილების გასაზიარებლად. პირიქით, ფსიქოლოგების რჩევაა, რომ ასეთი ბავშვების ჩვეულებრივ ბავშვებთან ინტეგრირება მოხდეს. მათი გაზრდა უნდა მოხდეს არა აგრესიით, არამედ სიყვარულით, სითბოთი. ალტერნატიული სკოლების შედეგი ის იქნება, რომ  მოზარდებში უფრო მეტ კრიმინალიზაციას მივიღებთ.“

ოპოზიციის მსგავსად, ინიციატივა არც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დეპუტატებს მოსწონთ. მათ შორის ერთ-ერთი ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძეა:

„სსრკ-ს დროს ჩვენ ეს პერიოდი გავიარეთ. მაშინ არსებობდა ძნელადაღსაზრდელთა სკოლა-ინტერნატები, რომელსაც  კარგი არაფერი  მოუტანია. ის ბავშვები, რომლებიც სკოლა-ინტერნატში სწავლობდნენ, სამწუხაროდ, შემდეგ ციხეებში ხვდებოდნენ, ამიტომ, აქ ძალიან სერიოზელი განხილვაა საჭირო, რა იქნება ეს სკოლა. ჩემი აზრით, ეს პრევენციის სახით არ გამოგვადგება.“

ინიციატივას არც განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი იწონებს. მისი თქმით, მსგავსი სკოლების არსებობა ზედმეტი ხარჯია და გარდა ამისა, მას დადებითი შედეგი არ ექნება: „ჩვენთან სავალდებულოა 9 კლასის დამთავრება. 9 კლასის ჩათვლით ბავშვები ჯერ კიდევ პატარები არიან. ამიტომ, მათი მოვლა სკოლაშივე შიძლება. თუ ვინმე სს დანაშაულს ჩადის, კანონი არსებობს და შესაძლებელია, მათი დასჯა, მაგრამ თუ სს დანაშაულს არ ჩადის და ცელქობს ან ხულიგნობს,  მისი მოვლა ამ ასაკში სკოლას უნდა შეეძლოს. რაც შეეხება 9 კლასიდან 12 კლასის ჩათვლით სწავლის გაგრძელებას, ეს ნებაყოფლობითია. აქედან გამომდინარე, ამ ასაკის მოზარდი თუ სკოლას მუშაობაში ხელს უშლის, მისი გარიცხვა შეიძლება. ცალკე სკოლები რომ გავხსნათ ამათთვის, ეს არ იქნება სკოლა სწავლებისთვის. ეს იქნება შენობა, რათა ეს ბავშვი ქუჩაში არ აღმოჩდნეს. ისინი ქუჩაში რომ არ აღმოჩდნენ, ამისთვის სხვა დაწესებულებებიც არსებობს, მაგალითად პროფსასწავლებლები. ცალკე ასეთი დაწესებულებების გახსნა ზედმეტი ხარჯიც არის და არსებითად დიდ პრაქტიკულ შედეგს ვერ გამოიღებს. ამიტომ, სახელმწიფომ ეს საკითხი კარგად უნდა აწონ-დაწონოს.“

თუ მშობლებს მოვუსმენთ, ისინი აცხადებენ, რომ ასეთ სკოლებში თავიანთ შვილებს არ გაუშვებენ. „ვაჟიშვილის დედა ვარ არასრულწლოვნებში ის  მკვლელობები, რაც ხდება, ძალიან მაშინებს. შესაძლებელია, შენი შვილი წესიერი ადამიანია და კრიმინალ არასრულწლოვნებთან არ მეგობრობს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაცული ხარ. საშინელი ფონია. აუცილებლად რაღაც უნდა მოიფიქრონ. მე ამ საკითხის პროფესიონალი არ ვარ და აქედან გამომდინარე, ვერავის ვერაფერს შევთავაზებ, მაგრამ ძნელადაღსაზრდელთა სკოლას არანაირად არ ვამართლებ.  ასეთ დაწესებულებაში ბავშვები გამოსწორების გზას კი არ დაადგებიან, პირიქით, ამდენი კრიმინალური მიმართულების ადამიანი რომ ერთად შეიყრება, უარესი მოხდება. ღმერთმა დამიფაროს და ჩემს შვილს რომ დაუპირონ ასეთ სკოლაში გადაყვანა, არაფრით დავთმობ. შესაძლებელია, ბავშვი ერთხელ შეცდა და იხულიგნა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ძნელადაღსაზრდელია. ამ ერთი შემთხვევის გამო თუ მას ალტერნატიულ სკოლაში გადაიყვანენ, დაიღუპება,“ – ამბობს ერთ-ერთი მშობელი მარიამ ტაბიძე.       

აღნიშნულ საკითხს განსხვავებულად უდგებიან გოგონების მშობლები. მათ ძნელადაღსაზრდელი ბავშვების თავიანთი შვილებისგან გაცლა ურჩევნიათ. 

სოსო დევდარიანი, 12 წლის ქალიშვილის მამა: „კონკრეტულად ისეთი დაწესებულების შექმნის მომხრე არ ვარ, სადაც დანაშაულებრივი მიმართულების ბავშვები ერთად შეიყრებიან, თუმცა, ასეთი ბავშვები სკოლას ნამდვილად უნდა მოარიდონ. ქალიშვილის მშობლისთვის ძალიან ძნელია იმის ატანა, როცა იცი, რომ შენს შვილს კლასში უზრდელი, თავხედი და უკულტურო მოსწავლე უზის, რომლისგანაც ნებისმიერ დროს შეურაცხყოფას უნდა ელოდო. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი სკოლაში დანებით დადის. არცერთ ნორმალურ მოსწავლეს ასეთ კლასელთან მეგობრობა არ სურს. ამიტომ, ისინი ბუნებრივად ცალკე არიან. იმ მოტივით, რომ მას მოსწავლეები სხვა თვალით უყურებენ შესაძლებელია, რაიმე ცუდი მოხდეს. ამიტომ, ასეთი ბავშვები ჩვეულებრივ სკოლაში არ უნდა დადიოდნენ.“          

ეკა გულუა

ახალი ამბები