კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის უნივერსიტეტში დენთის სუნი დგას

8 აგვისტო, 2007

studentebib.jpgგორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის  სტუდენტები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უყურადღებობის გამო უჩივიან. უნივერსიტეტის რექტორი კლარა ელჩიბეგაშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან"  საუბარში აცხადებს, რომ სტუდენტების უფლებები არ ირღვევა და სტუდენტებს საპრეტენზიო არაფერი აქვთ.

სამკურნალო ფაკულტეტის  სტუდენტები კი, რომლებმაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს დაამთავრეს, საპირისპიროს ამტკიცებენ.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით,  უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლებში სწავლება  ორ და სამ ეტაპად  არის დაყოფილი. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალო სპეციალობაზე  სწავლება ორეტაპიანია, ანუ სტუდენტები 5 წელი სწავლობენ,  მაგრამ იმისთვის, რომ ექიმის კვალიფიკაცია მიენიჭოთ, მათ ექვს წლიანი სწავლება უნდა გაიარონ.

აქედან გამომდინარე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2000 წლიდან თბილისის კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიასთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული . ხელშეკრულების თანახმად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ ექიმის კვალიფიკაცია, მესამე ეტაპის დასასრულებლად სწავლა სწორედ ამ სასწავლებლში უნდა გაგრძელონ.

ხელშეკრულება, რომელიც ამ ორ სასწავალებს შორის დაიდო, ერთ ფურცლიანია და მასში არ არის მითითებული არც ვადები, არც მხარეთა უფლებები და მოვალეობები, არც  ხელშეკრულებისთვის აუცილებელი  სხვა საჭირო რეკვიზიტები.

წელს სამკურნალო სპეციალობით თორმეტმა  სტუდენტმა დაასრულა ხუთწლიანი სწავლება, სამ მათგანს სურვილი აქვს ექიმის კვალიფიკაცია მიიღოს, მაგრამ იმის გამო, რომ გორის უნივერსიტეტს ხელშეკრულება ტრადიციულ მედიცინის აკადემიასთან აქვს გაფორმებული, ახალგაზრდები დილემის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან აკადემიამ აკრედიტაცია ვერ გაიარა და შესაბამისად სტუდენტთა მიღების უფლება ჩამოერთვა.

ეკა ფარეხელაშვილი, სამკურნალო ფაკულტეტის  სტუდენტი: „თუ მეექვსე წელს არ გავივლით, გამოდის, რომ ეს ხუთი წელი ტყუილად დავკარგეთ. რადგან ამ დიპლომით მხოლოდ ფარმაცევტად ან ექთნად შეგვიძლია ვიმუშაოთ. ისიც საუკეთესო ვარიანტში, რადგან ასეთი დიპლომი თითქმის არც ერთი სამედიცინო დაწესებულებისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის“.

სტუდენტების მოთხოვნაა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელშეკრულება გააფორმოს ისეთ უმაღლეს სასწავლებელთან, რომელსაც აკრედიტაცია ექნება გავლილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტები სასამართლოს მიმართავენ.

თიკო დოღოზაშვილი ( სტუდენტი): „როცა უნივერსიტეტში ვაბარებდით, გვპირდებოდნენ, რომ პრობლემა არ შეგვექმნებოდა. თუნდაც კერძო სასწავლებელი იყოს,  საჭირო თანხასაც გადავიხდით, თუკი მესამე ეტაპის გავლისთვის კურსი ფასიანი იქნება, სხვა გზა უნივერსიტეტმა აღარ დაგვიტოვა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი  უფლებები ილახება, გასული წლის კურსდამთავრებულებმა ხუთწლიანი სასწავლო ეტაპის დამამთავრებელი დიპლომი სადაც მიიტანეს ვერც ერთმა მუშაობა ვერ დაიწყო, რაში გამოვიყენოთ ეს დიპლომები?“

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი კლარა ელჩიბეგაშვილი: „რა გაუჭირდათ ჩემს სტუდენტებს ისეთი, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიაკითხეს? ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზულად ვმუშაობთ, დღეს მთელი დღე თბილისში ვიყავი, რომ ეს საქმე მოვაგვაროთ. უპასუხოდ არცერთი სტუდენტი არ დარჩენილა.  მათ დასდევთ უკან ყოფილი, ასაკოვანი დეკანი, რომელიც გაათავისუფლა არა კლარა ელჩიბეგაშვილმა, არამედ  კანონმა განათლების შესახებ.  ყოფილი დეკანი, რომელმაც ეს ბავშვები მიიღო 5 წლის წინ,  აბნევს მათ . პირადად მე მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მისი თანამდებობაზე დაბრუნება ჩემს კომპეტენციაში ნამდვილად არ შედის (საუბარია გორის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის  ყოფილ დეკან გივი ხაჩიძეზე).

უნივერსიტეტის რექტორის თქმით, განათლების სამინისტროს  სააკრედიტაციო კომისიაში ეს საკითხი უახლოეს მომავალში უნდა განიხილონ.  ელჩიბეგაშვილი აცხადებს, რომ გორის უნივერსიტეტს აქვს ყველა პირობა და ჰყავს შესაბამისი კადრები, რაც საშუალება სმისცემს მათ სტუდენტებმა მეექსვზე კურსი ადგილზე გაიარონ და შესაბამისი კვალიფიკაციაც მიიღონ.

სამკურნალო სპეციალობის ამჟამინდელი დეკანი ზურაბ ტიელიძე მიიჩნევს, რომ სტუდენტთა უფლებები 5 წლის წინ დაირღვა, როცა უმაღლეს სასწავლებლში ასეთი შეთანხმებით ჩაირიცხნენ, ახლანდელი ხელმძღვანელობა კი ყველაფერს აკეთებს ბავშვებისთვის და პრობლემა მოუგვარებელი არ დარჩება.

გორის უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ციური დურული მიიჩნევს, რომ ბავშვების უფლებები არ ირღვევა. კანონის ცვლილებამ გარკვეული სირთულეები შექმნა, მაგრამ ეს უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის ბრალი არ არის.
 
„გაოცებული ვარ მაგ ბავშვების ამბიციებით. მინისტრის ბრძანებით, ჩვენი ხუთ წლიანი დიპლომი უთანაბრდება მაგისტრის ხარისხს, მაგრამ ეძლევათ მედიკოსის კვალიფიკაცია. ეს ბავშვები ამბობენ, რომ უნდათ ქირურგობა და ა.შ.  ჩვენ ვცდილობთ მოვიპოვოთ უფლება, რომ მეექვსე კურსი აქ გავატაროთ, თუ ამას ვერ მივაღწევთ, ხელშეკრულებას გავაფორმებთ რომელიმე აკრედიტირებულ სასწავლებელთან. ვთავაზობთ ასევე ჩვენთან ბიო-ქიმიის განხრით მაგისტრატურაში ჩაბარებას. ასე რომ, რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, რატომ მოვიდნენ თქვენთან გაუგებარია, რატომ შფოთავენ და ნერვიულობენ“, - ამბობს ციური დურული.


თეა თედლიაშვილი, გორი

ახალი ამბები