კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის სკოლების სამეურვეო საბჭოებს " შავი დღე" უთენდებათ

15 აგვისტო, 2007

sameurveo_sabchob.jpg,,7 ივლისს სამეურვეო საბჭოს წევრებმა ჩვენი სიხარული გაანადგურეს და ჩვენს ბავშვურ იმედებს ფრთები შეაკვეცეს თავიანთი მოქმედებით. ვიდექით ცრემლიანი თვალებით და ვერაფერი მოგვეფიქრებინა. ერთი მოსწავლის, ინგა ეგაძის ხმის გადასაწყვეტი ნუ გახდება გიული მასწავლებლის ბედი. დაგვეხმარეთ, რომ ჩვენი უფლებები დაირღვეს და სკოლას მართავდეს არა უკანონოდ, რევოლუციით მოსული დირექტორი, არამედ ჩვენი საყვარელი გიული მასწავლებელი",  – ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“  გორის რაიონის სოფელ ფხვენისის სკოლის მოსწავლეებმა გაუგზავნეს (სტილი დაცულია).

ფხვენისის საჯარო სკოლაში მოსწავლეები სკოლის დირექციის წინააღმდეგ ილაშქრებენ. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" გორის ოფისმა 50 მოსწავლის ხელმოწერილი განცხადება მიიღო, რითაც მოსწავლეები საკუთარი უფლებების დაცვას მოითხოვენ. ისინი ი სკოლაში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს აპროტესტებენ.

,,ჩვენს სკოლაში თვითმმართველობის არჩევნები სკოლის დირექციის მიერ დიდი დარღვევებით ჩატარდა. მაშინ რამდენიმე მოსწავლემ ხმა კი ამოიღო, მაგრამ სკოლის დირექცია კატეგორიულად ითხოვდა ინგა ეგაძის დანიშვნას, რომელიც სკოლის ბუღალტრის შვილია. სამეურვეო საბჭოში დირექტორმა სულ თავისი ხალხი შეიყვანა. ეს დირქტორი არწმუნებს ყველას, რომ კენჭისყრის მეორე ეტაპზე იგი ისევ დაუბრუნდება სკოლას",  - წერენ ბავშვები.

როგორც ირკვევა, სკოლის დირექტორების არჩევნების დროს სამეურვეო საბჭომ სამინისტროში გამოცდაჩაბარებული კანდიდატი გიული მეტრეველი არ აირჩია. მომდევნო კენჭისყრა, სავარაუდოდ, სექტემბერში დაინიშნება. თუ დირექტორი ამჯერადაც სამეურვეო საბჭომ არ აირჩია, მაშინ განათლების მინისტრს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა მოუწევს. როგორც მოსწავლეები ამბობენ, სწორედ ამის იმედი აქვს ყოფილ დირექტორს ნონა სირბილაძეს.

განათლების სამინისტროს გორის რესურს-ცენტრის დირექტორი გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ მოსწავლეების საჩივარი შესულია განათლების სამინისტროს რესურს-ცენტრში და  მოკვლევაც მიმდინარეობს.

,,გენერალურ ინსპექციაში დაბარებულები იყვნენ ყოფილი დირექტორი ნონა სირბილაძე, სამეურვეო საბჭოს წევრები და მათ შორის მეც. გაგვესაუბრნენ.  ჯერ - ჯერობით რა შედეგი მოჰყვება  ამ საქმეს ჩემთვის ცნობილი არ არის. რაც შეეხება სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარედ ბუღალტრის შვილის არჩევას, ამას კანონი არ ზღუდავს. ამის თაობაზე ჩემთვის არ მოუმართავთ“.

სამეურვეო საბჭოს წინააღმდეგ გორის III საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატი გიორგი ხორბალაძე გამოდის. გორის III საჯარო სკოლა ქალაქში ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლად ითვლება, რადგან განათლების სამინისტრომ შარშან ამ სკოლას მილიონნახევარი ლარი დაახარჯა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა.

გიორგი ხორბალაძე: (დირექტორობის კანდიდატი) - ,,ჩემთვის შედეგი ნამდვილად არ ყოფილა გასაკვირი.  გარდა უკანონო ,,ადგილის შენახვისა", სამეურვეო საბჭომ დარღვევით ჩაატარა მთელი რიგი წინასაარჩევნო  და საარჩევნო პროცედურები, რაზეც ადმინისტრაციული სარჩელიც  წარვადგინე განათლების სამინისტროში, სადაც სამეურვეო საბჭომაც უნდა წარადგინოს თავისი არგუმენტები ჩემი სარჩელის გასაბათილებლად. არ არის გამორიცხული სამეურვეო საბჭოს ვადამდე ადრე უფლებამოსილებაც ჩამოერთვას, რადგან დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან გაუჭირდებათ თავის მართლება."

როგორც გავარკვიეთ, ამ საკითხსაც განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს.

გენერალური ინსპექცია მოკვლევას გორის მეოთხე სკოლის სამეურვეო საბჭოს წინააღმდეგაც აწარმოებს. საბჭოს სკოლის დირექტორობის კანდიდატმა დიმა გოგიაშვილმა უჩივლა.

რესურს-ცენტრის დაკომპლექტების დროს დიმა გოგიაშვილი შემრჩევი კომისიის წევრი იყო. სამეურვეო საბჭოს არჩევნების დროს იგი გორის რაიონის ოთხ სოფელში სამინისტროს მიერ წარგზავნილი დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.

სწორედ ზემოთ აღნიშნული ფაქტორები გახდა  დიმა გოგიაშვილის გადაწყვეტილების მიზეზი, ქ. გორის პირველი ზონის საჯარო სკოლებში დირექტორობის კანდიდატად კენჭი ეყარა. პირველი და მეორე ეტაპის გავლის შემდეგ, ლოტოტრონის მეშვეობით ქ. გორის #4 საჯარო სკოლის დიროქტორობის კანდიდატად განაწილდა. მესამე სკოლის დირექტორობის კანდიდატის,გიორგი ხორბალაძის მსგავსად  მეოთხე სკოლის დირექტორობის კანდიდატი სამეურვეო საბჭოს უარყოფითად  ახასიათებს.

დიმა გოგიაშვილი: (კანდიდატი) - ,,გავიცანი სკოლის პედკოლექტივი და ტექნიკური პერსონალი. მათთან ურთიერთობის დროს ჩვენს შორის ჩამოყალიბდა თბილი გარემო, რასაც ვერ ვიტყვი სამეურვეო საბჭოს წევრებზე, განსაკუთრებით  თავმჯდომარის ცინიზმმა და არაადამიანურმა ქცევამ გამაკვირვა. ცინიზმს პროვოკაცია მოჰყვა: 28 ივნისს შევხვდი სკოლის მოსწავლეებს, სადაც ბავშვებმაც მიამბეს სკოლის და მათი  პრობლემების შესახებ, საბედნიეროდ, ჩემი სკოლის განვითარების გეგმაში აღმოჩნდა თემები, რითაც ისინი ძალიან დაინტერესდნენ, რის შემდეგაც მათ გარკვევით დააფიქსირეს სამეურვეო საბჭოს წევრთან, ქალბატონ ვალია ჩერქეზიშვილთან, რომ მათ სწორედ ჩემნაირი დირექტორი სურდათ.

გავაქარწყლე იმ ჭორების ნუსხა, რაც მომიგონეს. მაგალითად, ვითომ დედაჩემმა ქრთამი ჩაიტანა მინისტრთან, ვარ არა მართმადიდებელი და 22 წლის ღლაპი და ა.შ. ყველა ჭორის გაბათილების შემდეგ, განვითარების გეგმის სიკარგეში დარწმუნება არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მე დამემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები.

რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს წევრებს, მათ პასუხისგება ძალიან ბევრ რამეზე მოუწევთ. დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა, დაგეგმეს შეთქმულება და შედეგი სახეზეა. ნული ხმა ათიდან“.

28 ივნისს, ბავშვებთან შეხვედრის დროს ასევე დაფიქსირდა კომპიუტერული ტექნიკის გამოუყენებლობა, ბავშვებს არ აქვთ საშუალება ისარგებლონ პროექტ „ირმის ნახტომის“ ფარგლებში გადაცემული კომპიუტერებით, ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელთან შეხვედრის დროს სამეურვეო საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ სკოლას გააჩნია 24 კომპიუტერი, თუმცა, იყენებენ მხოლოდ შვიდს, აქედან ერთს მოიხმარს საქმის მწარმოებელი, ერთს კი კომპიუტერის სპეციალისტი. დანარჩენი კომპიუტერები კი დღემდე მიუწვდომელია ბავშვებისთვის და პედაგოგებისთვის, 5 კომპიუტერით კი ასწავლო 545 ბავშვს - შეუძლებელია.

 სკოლას ასევე არ გააჩნია სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურის გამოყენების საშუალება, რადგან სპორტული დარბაზი სავსეა გამოუყენებელი გაურკვეველი მასალით, აყრილია იატაკი, ხოლო სააქტო დარბაზი არ გამოიყენება ღონისძიებებისთვის იმ მიზეზით, რომ საერთოდ არ ტარდება არანაირი კულტურული ღონისძიება ბავშვებისთვის.

სკოლაში მივედი სიმართლით და განვითარების გეგმით, მაგრამ  სამწუხაროდ არც ერთი და არც მეორე არ სჭირდებათ. მათ სურთ მონა და მართვადი დირექტორი, რომელიც სკოლის დანგრევას შეეგუება და თვალებს დახუჭავს დარღვევებზე, ასეთი არ ვარ და არ ამირჩიეს, როდესაც ვკითხე სამეურვეო საბჭოს წევრებს, თუ რა დაუწუნეს განვითარების გეგმას, აღნიშნეს, რომ მათ ძალიან მოეწონათ, ერთ-ერთმა ქალბატონმა ნინო წიქარიძე-დოლიაშვილმა ამ სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ მას საერთოდ არ წაუკითხავს ჩემი განვითარების გეგმა და მან კონკურენტის განვითარების გეგმა მოიწონა, რაც აბსურდია. ჩემმა კონკურენტმა თავად მითხრა, რომ მას არ გაუკეთებია განვითარების გეგმა. მას მხოლოდ ამონარიდები ჰქონდა დაფიქსირებული „ეროვნული სასწავლო გეგმიდან“.

ჩვენ გორის III და IV სკოლის ადმინისტრაციას რამდენჯერმე დავუკავშირდით, მაგრამ იქ არც ერთი პასუხისმგებელი პირი, სავარაუდოდ, არდადეგების გამო, არ იმყოფება. გორის რესურს-ცენტრში კი ამბობენ, რომ უმჯობესია, გენინსპექციას დასკვნას ყველა დაელოდოს.


 
საბა წიწიკაშვილი, გორი.

ახალი ამბები