00:35, Saturday, 24.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ნიგერიელი ტურისტები ბათუმის ციხეში

22.08.2007
აგვისტოს დასაწყისში, სარფში, სასაზღვრო პოლიციამ ნიგერიის სამი მოქალაქე დააკავა. მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებათ ბრალად. ნიგერიის მოქალაქეების განცხადებით, მათ კანონი არ დაურღვევიათ და საპროცესო გარიგებისათვის გადასახდელ თანხაზე მეტად საპყრობილეში გატარებული არდადაგები ედარდებათ.

ქართველი ძალოვნების მიერ წაყენებული ოფიციალური ბრალდება ასეთია: "ნიგერიის სამმა მოქალაქემ, ფრინსე ჩინუდუმ ულუნტამ, აჰამუფულე სტეფან ოლუოჩამ და ნიკოლას ივუნდუმ დილის საათებში, ცხრის ათ წუთზე გადაკვეთეს საქართველოს რესპუბლიკის საზღვარი  და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადავიდნენ. საქართველოს საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა ისინი შენიშნეს, თუმცა მათი დაკავება ვერ შეძლეს. თურქეთის რესპუბლიკის საზღვრის დამცველებმა მათ ნიგერიაში დეპორტაცია შესთავაზეს, თუმცა ამაზე უარი განაცხადეს. ამის შემდგომ ისინი ქართველ მესაზღვრეებს წარმოუდგინეს". 

ამ მოკლე ბრალდებით სამივე ნიგერიელს სასამართლომ 5 ათასი ლარის გირაოს შეტანა დააკისრა, რისი გადაუხდელობის გამოც მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მოგვიანებით, განსასჯელები საპროცესო გარიგებაზე წავიდნენ. თანხის გადახდა და თავისუფლების გამოსყიდვა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ფრინსე ულუნტამ მოიპოვა. ახლა ის თბილისში იმყოფება და მეგობრებისათვის თანხის მოგროვებას ცდილობს.

ულუნტა, როგორც თავად აცხადებს, ფეხბურთელია და ნიგერიის ჩემპიონატში ასპარეზობს. ის და მისი მეგობრები საქართველოში სხვადასხვა დროს ჩამოვიდნენ: "საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს. მათი რჩევით გადავწყვიტე, რომ ზაფხულის არდადეგები აქ გამეტარებინა. თქვენი ქვეყანა მართლაც ძალიან მომეწონა, სტუმართმოყვარე და თბილი ხალხია. სხვა არ ვიცი, მაგრამ ნიგერიელები ნამდვილად ვერ შეგედრებით. ჩვენთან ქუჩაში არავინ გაგიჩერდება და დაგელაპარაკება".

ულუნტა ახლა იმას ჩივის, რომ არდადაგების მნიშვნელოვანი პერიოდი ქართულ საპყრობილეში გაატარა: "საპყრობილის გახსენება ნამდვილად არ მინდა. საჭმელს ვერ ვჭამდი. რომ დაგვაკავეს, მოგვიყვანეს ადვოკატი, რომელსაც ჭამისა და მომსახურებისათვის 600 დოლარი მივეცი. მითხრა, რომ საჭმლის შეტანა არ შეიძლებოდა, ციხეში მაჭმევდნენ. ამის შემდეგ აღარ გაგვეკარა".
 
ფეხბურთელს მხსნელად არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მოევლინა. იგი ამჟამად თავისუფალია და ქართველ გოგონებზე ოცნებობს, თუმცა მანამდე მას ციხეში დარჩენილი მეგობრებისათვის  ფული აქვს საშოვნელი: "არ ვიცი, შეიძლება ჩემს კლუბშიც უკვე პრობლემა მაქვს შექმნილი, მაგრამ პროკურატურის დასახელებული თანხა აუცილებლად უნდა ვიშოვო".

ბრალის აღიარების მიუხედავად, ულუნტა საქართველოში არსებული სამართლებრივი მდგომარეობით გაოცებულია. `ასეთი რამ აფრიკაში წარმოუდგენელია. მე, ალბათ, მარტო იმიტომ დამაკავეს, რომ აფრიკიდან ვიყავი~. ულუნტას თქმით, ისინი თბილისიდან ბათუმში დროის გასატარებლად თურქეთის მოქალაქე, ვინმე მუხამედს გაჰყვნენ.  გონიოში რამდენიმე დღის გატარების შემდეგ მუხამედმა ისინი თავის მანქანით თურქეთში გადაიყვანა: `ჯერ დაგვპირდა, რომ ტრაპიზონში ჩაგვიყვანდა. იქ ჩასულებს კი სტამბოლში წასვლა შემოგვთავაზა.  სტამბოლი შორს იყო, ამიტომ ვარჩიეთ საქართველოში დაბრუნება. საბაჟოზე ჩვეულებრივად შემოვედით, მაგრამ რატომღაც პოლიციამ აგვიყვანა~.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი ბაკურ ბოლქვაძე აცხადებს: ,,ჩემი მეგობრების დახმარებით მაქსიმუმი გავაკეთეთ. ჩვენი მიზანი გახლდათ ის, რომ სამი დაკავებული ნიგერიის მოქალაქიდან ერთ-ერთი მაინც თავისუფლებაში ყოფილიყო, რომელიც შემდგომ დანარჩენებზე იზრუნებდა".


ემზარ დიასამიძე, ბათუმიდან.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC