21:52, Thursday, 24.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

,,კასპიცემენტი“ კასპელებს მალე შავ კვამლში გახვევს

27.08.2007
კასპელებს ჯერ ,,კასპიცემენტის“ თეთრი კვამლი ვერ მოუნელებიათ, მაგრამ როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში მათ ახლა შავ კვამლში გახვევა ელით. ,,საქცემენტის“ გენერალური დირექტორის გელა ვარძიაშვილის განცხადებით, ,,კასპიცემენტი“ საწვავის სახით ბუნებრივი აირის ნაცვლად ქვანახშირს გამოიყენებს.

რევოლუციის შემდეგ კასპში ქარხნის წინააღმდეგ არაერთი აქცია მოეწყო. ჯერ კიდევ 2004 წელს ,,კასპიცემენტის“ ხელმძღვანელობა ირწმუნებოდა, რომ ღუმელებზე მტვერდამჭერ ფილტრებს 2005 წლამდე დააყენებდა. თუმცა, 2007 წელიც მთავრდება და ფილტრები ჯერ ისევ არ ჩანს. „საქცემენტის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ქარხანა მტვერდამჭერ ფილტრებს 2008 წლის ზაფხულამდე დააყენებს.

კასპის საკრებულოში უკვე ერთი თვეა მოსახლეობის თანამონაწილეობით მონიტორინგის ჯგუფი ყალიბდება, რომელმაც „კასპიცემენტზე“ მტვედამჭერი ფილტრების დაყენებას მონიტორინგი უნდა გაუწიოს. საკრებულოს ბოლო სხდომაზე, რომელიც 20 აგვისტორს ჩატარდა, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ,,საქცემენტის“ ხელმძღვანელი გელა ვარძიაშვილი და „კასპიცემენტის“ გენერალური დირექტორი მამუკა სულაძე დაიბარეს. დაბარებულმა სტუმრებმა მონიტორინგის წევრებს სიურპრიზი მოუწყეს და ახალ ინიციატივაზე, ქვანახშირის გამოყენებაზე დაუწყეს საუბარი.

გელა ვარძიაშვილი: (საქცემენტის ხელმძღვანელი) - ,,ამჯერად ვმუშაობთ საკითხზე, თუ როგორ გადავიყვანოთ ქარხანა ბუნებრივი აირის მოხმარებიდან ქვანახშირის გამოყენებაზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბუნებრივი აირის შეძენა შედარებით ძვირი ჯდება, ვიდრე ქვანახშირის ყიდვა. ქარხანა ქვანახშირის შემოტანაზე უკვე მოლაპარაკებას აწარმოებს. მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ექნება ქარხანა საწვავის სახით ბუნებრივ აირს გამოიყენებს თუ ქვანახშირს. მთლიანობაში, ჩვენ გერმანელ და იტალიელ კოლეგებთან ერთად 2008 წლისთვის დავაყენებთ მტვერდამჭერ ფილტრებს,რაზეც მილიონ ნახევარ ევროს დავხარჯავთ. ვადასტურებ, რომ ქარხანა ჯერ ქვანახშირის მოხმარებაზე გადავა, შემდეგ კი ფილტრებს დავაყენებთ. იმასაც გეტყვით, რომ ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის წვის შედეგად გამოყოფილ მავნე აირს შორის არანაირი განსხვავება არ არის. მათგან სწორედ ერთი და იგივე რაოდენობის მავნე აირი გამოიფრქვევა, მაგრამ გპირდებით, 2008 წლის ზაფხულამდე მტვერდამჭერ ფილტრებს დავამონტაჟებთ“.

გელა ვარძიაშვილის ინფორმაციამ მონიტორინგის ჯგუფის წევრების აღშფოთება გამოიწვია. მონიტორინგის ჯგუფის წევრის რობერტ ბაინდურაშვილის განცხადებით, ქარხანამ მათ ინიციატივას ახალი ,,ცივი წყალი“ გადაასხა.

რობერტ ბაინდურაშვილი: ,,იმ დროს როდესაც მტვერდამჭერი ფილტრების დაყენების გეგმა-გრაფიკზე უნდა გვესაუბრა, ქარხნის ხელმძღვანელობამ გამოგვიცხადა, ქვანახშირის გამოყენებაზე ფილტრების დაყენებამდე გადავდივართო. თან გვეუბნებიან, რომ მავნე ნივთიერება ,,CO-2“-ს, ქვანახშირიც იმავე რაოდენობით გამოჰყოფს, რამდენსაც ბუნებრივი აირიო. ეს ხომ დაცინვაა.“

ამჯერად ,,კასპიცემენტი" ძირითადად ორ დიდ ღუმელს ამუშავებს. ქარხანაში კიდევ ორი პატარა ქვის სამტვრევი წისქვილია, რომელიც არანაკლებ ამტვერიანებს იქაურობას. ქარხანა ქალაქის შუაგულში დგას. ,,საქცემენტის“ დირექტორმა განაცხადა, რომ მტვერდამჭერი ფილტრები ქვის სამტვრევ წისქვილებს არ შეეხება.

საკრებულოს დეპუტატმა ხათუნა თათანაშვილმა თვითონ საკრებულოს დარგობრივი კომისიების და ფრაქციების დასკვნები მოითხოვა.

ხათუნა თათანაშვილი: ,,განკარგულებაში წერია, რომ დარგობრივი კომისიებისა და ფრაქციების დასკვნის საფუძველზე, მონიტორინგის ჯგუფის შექმნის განკარგულებას ვიღებთ. სად არის ეს დასკვნები? როცა საკრებულოს ხელთ არანაირი დასკვნა, რომელშიც დაფიქსირებული იქნება ოფიციალური მონაცემები, თუ რა ზიანს აყენებს ქარხნის მტვერი და ბოლი მოსახლეობას, არა აქვს, მაშ რა ჯგუფს ვქმნით? ეს ყველაფერი ხომ ფორმალობაა“.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისსა და გაზეთ ,,რეზონანსს“ ხელთ აქვს ორი კანონი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ. ერთი დათარიღებულია 2004 წლის 29 დეკემბრით, მეორე კი 2005 წლის 23 ივნისით.

2004 წლის 29 დეკემბრის კანონში აღნიშნულია, რომ ერთ ტონა საცემენტე ნედლეულის (კირქვის) მოპოვებისთვის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კასპის ტერიტორიაზე მოიპოვება, გადასახდელია 1 ლარი და 40 თეთრი.

6 თვეში, 2005 წლის 23 ივნისს აღნიშნულ კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ერთ ტონა საცემენტე ნედლეულის მოპოვებისათვის გადასახდელია მხოლოდ 0 ლარი და 40 თეთრი. კანონში მეტი ცვლილება არ შესულა. როგორც ირკვევა, ცვლილება ,,კასპიცემენტის“ სასარგებლოდ შევიდა. ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როდესაც ,,კასპიცემენტის“ 95 პროცენტის მფლობელი ამჟამინდელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის და პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის მამა რობერტ ბეჟუაშვილი გახდა.

არსებობს ასევე 2007 წლის 3 მაისით დათარიღებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ლადო ჭიპაშვილის N147/ნ ბრძანება, რომელიც მძიმე, მავნე და საშიშპირობებთან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცებას ეხება. ამ ბრძანების მე-16  თავის 321-ე მუხლის მიხედვით, ცემენტის წარმოება, მოპოვება და ნედლეულად გადამზადება მძიმე, მავნე და საშიშ პირობებთან სამუშაოთა ნუსხაში შედის.

რობერტ ბეჟუაშვილმა 2007 წელს ქარხანა გერმანელებს მიჰყიდა და ამჟამად ქარხანას უცხოელები ფლობენ.

კასპელებს ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენაც ემუქრება. შარშანდლამდე, ,,კასპიგაზის“ მიერ შემოტანილი ბუნებრივი აირის მომხმარებელი გარდა ,,კასპიცემენტისა“, მოსახლეობაც იყო. ,,კასპიცემენტმა“ ბუნებრივი აირის მიწოდების დამოუკიდებელი, ალტერნატიული წყარო შარშან იშოვა და მოსახლეობა ,,კასპიგაზის“ პირისპირ მარტო დატოვა. ,,კასპიგაზი“ კი წლების განმავლობაში მოსახლეობიდან გახარჯული აირის საფასურს სრულად ვერ იღებს. დანაკლისს ყოველთვის ,,კასპიცემენტი“ ავსებდა.

,,კასპიცემენტის“ ცალკე გასვლისთანავე, ,,კასპიგაზმა“ ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივი აირის შეძენისას ტარიფი გაუზარდა. მას მერე კასპში ბუნებრივ აირს ყველაზე მაღალი ფასი აქვს.

საბა წიწიკაშვილი, გორი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Magdelina
2011-08-24 03:28
Hats off to whoever wrote this up and poestd it.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC