კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამცხე-ჯავახეთში ტყეებს ნომრავენ, ხალხს კი ზამთარში გაყინვის ეშინია

18 სექტემბერი, 2007

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა სერიოზული საფრთხის წინ დგას – წელს, შესაძლოა, ხალხი შეშის გარეშე დარჩეს, რაც ზამთარში მათი გათბობის ერთადერთი საშუალებაა. ბუნებრივი გაზი კი სამცხე-ჯავახეთის ექვსი რაიონიდან მხოლოდ ბორჯომს აქვს.  
ახალქალაქში ზამთარი ოქტომბერში იწყება და მაისამდე გრძელდება. ექვსი თვის განმავლობაში ამ მხარეში საშინელი ყინვები იცის, ზოგჯერ ტემპერატურა - 25-28 გრადუსამდე ეცემა. ამიტომ, ახალქალქის მოსახლეობა ზამთრისთვის საწვავის მომარაგებაზე ზრუნვას გაზაფხულიდან იწყებს. მიუხედავად ამისა, ამჟამად ახალქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს, საწვავზე მაღალი ფასების გამო ზამთრისათვის შეშის მარაგი ჯერაც არ შეუძენია,  გასულ წელთან შედარებით, შეშაზე ფასი 130-140 აშშ დოლარიდან 200 დოლარამდე გაიზარდა.

სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის შეშის ყიდვა შეუძლებელია.

ახალქალაქელ არტურ პოღოსიანს მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს. ოჯახში არავინ მუშაობს. მათთვის შეშაზე ფასი ზრდა ზამთარში გაყინვას ნიშნავს.

,,გავიყინებით და ესაა, მეტი რა უნდა გითხრათ", - გაღიზიანებული ტონით გვითხრა არტურ პოღოსიანმა.

ოფელია მინასიანი სოფელ მაჯადიას მკვიდრია. დიასახლისის განცხადებით, სოფელში შეშა არა მარტო გასათბობად, არამედ მთელი წლის განმავლობაში პურის საცხობადაც სჭირდებათ. გაძვირებული შეშის ფასმა ისიც საგონებელში ჩააგდო.

,,რა ვქნა არ ვიცი, რა ფულიც მოვაგროვე, იმით ნაყიდი შეშა ზამთარშიც არ მეყოფა",  - ამბობს ის.

ნინოწმინდაში შეშა კუბამეტრებით კია არა "რიგებით" იყიდება. "რიგი" მანქანის ძრავაზე ერთმანეთის გასწვრივ ჩალაგებული დახერხილი მორების მიმდევრობაა.
თითო ,,რიგი"  200 დოლარი ღირს.

,,ნორმალურად რომ გათბეს ოჯახი, სულ მცირე ოთხი ,,რიგი" მაინც ჭირდება, რვაასი დოლარი კი გაჭირვებულმა ხალხმა საიდან უნდა გამოვძებნოთ? მოვიპაროთ?", - კითხულობს ანაიდა ერემიანი.
 
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტებს მოსახლეობის საჭიროების დასაკმაყოფილებლად, მათ ტერიტორაზე არსებული ტყეების გარკვეული ფართობი გადაეცათ. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის ხაჩიკ აივაზიანის განცხადებით, 15 სექტემბრის შემდეგ გადაწყდება რა პრინციპით და რა რაოდენობით განაწილდება მოსახლეობაში საშეშე მერქანი.
გასულ წლებისგან განსხვავებით წელს მოსახლეობას, ზამთრის მარაგისთვის შეშის კუბამეტრობით განსაზღვრაზე კონტროლი გამკაცრდა. რასაც თან ტყეში ხეების დაგვიანებული დანომვრა დაერთო. მოსახლეობის უმეტესობა ტყეში შესვლას და შეშის გამოტანას ვერ ახერხებს, რის გამოც მათი უმეტესობა თვლის, რომ ზამთარში სიცივე ელოდებათ.

ასპინძის მუნიციპალიტეტისა და სოფლების მოსახლეობაში უკმაყოფილებას შეშის განსაზღვრული ნორმა იწვევს. ასპინძელი გურამ კაპანაძე ფიქრობს, ზამთარში ხალხი სიცივისგან დაიხოცება.

"ხალხს ძალიან გაუჭირდება, ასპინძაში, ზამთარში თავი რომ გაიტანონ, თითოეულ ოჯახს მინიმუმ ათი კუბამეტრი მაინც უნდა. 5 კუბამეტრია ნორმა, მაგრამ მაგასაც არ გვაძლევენ. ტყეს დანომვრა უნდაო. შეშაც ისეთ ადგილებშია, მიდგომა რომ შეუძლებელია, რა იქნება წელს, როგორ გავიტანთ ზამთარს, არ ვიცი", - ამბობს გურამ კაპანაძე.

ასპინძისა და ახალქალაქის სატყეო უბნის უფროსი, შოთა ზედგინიძე კი მოსახლეობის შისს უსაფუძვლოს უწოდებს:

"ტყეებში ნუმერაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ატარებს. როგორც კი დამთავრდება დანომვრა, ხალხს მაშინვე შევუშვებთ ტყეში. რაც შეეხება შეშის რაოდენობას, მოსახლეობას ხუთიდან რვა კუბამეტრამდე შეშას მივცემთ. ყველა სოფლის მამასახლისსა და დეპუტატს მოაქვს ჩვენთან ერთობლივი განცხადება და კომლთა რაოდენობა. იმის მიხედვით ვაძლევთ ჩვენ შეშას მოსახლეობას, ასე რომ არც არავინ გაიყინება და მოსახლეობა შეშით უზრუნველყოფილი იქნება", - აცხადებს შოთა ზედგინიძე.

       გულო კოხოძე. ასპინძა-ნინოწმინდა-ახალქალაქი

ახალი ამბები