კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებს აღარ გაასახლებენ

27 სექტემბერი, 2007

სასტუმრო "ქუთაისის" ირგვლივ აგორებული სკანდალი, რომელიც ქუთაისელი (და არა მხოლოდ) საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა, მხარეთა მშვიდობიანი მოლაპარაკებით დასრულდა. შპს "ინტერინვესტის" ხელმძღვანელობამ სასტუმროში მცხოვრები დევნილების მოთხოვნა დააკმაყოფილა და მათ საკომპენსაციო თანხა 4500-დან 8000 ამერიკულ დოლარამდე გაუზარდა.

"მართლა აღარ გვეგონა, თუ ეს გრძელი და საკმაოდ დაძაბული პროცესი ასე მშვიდობით დასრულდებოდა. იყო მცდელობა, რომ ჩვენ აქედან ძალით გავეყარეთ, მაგრამ არ დავნებდით. გადაგვიკეტეს წყალი, ელექტროენერგია, სატელეფონო კავშირი, მაგრამ უკან მაინც არ დავიხიეთ. ჩვენი მოთხოვნა ერთადერთი იყო - შევხვედროდით უშუალოდ სასტუმროს მფლობელს, შპს "ინტერინვესტის" ხელმძღვანელს, რადგან დარწმუნებული ვიყავით ბატონი  ბადრი კაკაბაძე შევიდოდა ჩვენს მდგომარეობაში და ქუჩაში არ დაგვტოვებდა,"- ამბობს სასტუმროში მცხოვრები ლიანა გაბუნია.

მან და სასტუმროში მცხოვრებმა დანარჩენმა დევნილებმა უკვე მიიღეს საკომპენსაციო თანხა და რამდენიმე მათგანმა ამ დროისთვის ბინაც შეიძინა. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ჯერჯერობით ისევ ნახევრად დანგრეული სასტუმროს ნომრებში რჩებიან და ბინის შეძენამდე იქედან არავინ აგდებს.

"მიხარია, რომ ეს ამბავი არ დასრულდა ისე, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. გახსოვთ, ალბათ, ბათუმის შემთხვევა. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული სასტუმროსთან დაკავშირებულ პროცესებში და დაწვრილებით ვიცით, რაც ხდებოდა. "ინტერინვესტის" ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ დევნილები ქუჩაში არ უნდა გაეყარა. მათ დაურიგდათ თანხა და მიეცათ დრო იმისთვის, რომ შეიძინონ საცხოვრებელი ფართი",- აცხადებს დევნილთა უფლებების დაცვის  ორგანიზაცია "საჩინოს" ხელმძღვანელი ზურაბ ხურციძე.

ნახევრად დანგრეულ და ხის ფიცრულით შემოღობილ შენობაში დღესდღეობით დევნილთა 2-3 ოჯახიღა რჩება. მალე სასტუმროს ისინიც დატოვებენ და ყველა შეხლა-შემოხლა, სხვა დანარჩენ უსიამოვნო მოგონებებთან ერთად, წარსულს ჩაბარდება.


შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

ახალი ამბები