კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ბავშვთა უფლებების შესახებ ანგარიში გაეროში წარადგინა

12 ოქტომბერი, 2007

8 ოქტომბერს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინეს. მათ შორის იყო ანგარიში, რომელიც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა” და საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და განვითარების ფონდმა, წამების მსოფლიო ორგანიზაციის - OMCT-ის ეგიდით ერთობლივად მოამზადეს.

კომიტეტის წინასწარ სესიას ,,ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ (HRIDC) და ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და განვითარების ფონდის“ (PHMDF) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სადაც მოახდინეს ანგარიშის პრეზენტაცია და უპასუხეს კომიტეტის წევრების შეკითხვებს. აღსანიშნავია, რომ დაინტერესება კომიტეტის წევრთა მხრიდან საქართველოში ბავშვთა უფლებებში არსებული სიტუაციისადმი, იყო საკმაოდ მაღალი და მათი კითხვები მოიცავდა თითქმის ყველა დეტალს, რასაც ბავშვთა უფლებების კონვენცია ეხება - როგორც ეროვნული კანონმდებოლობის დონეზე, ასევე პრაქტიკულად არსებულ მდგომარეობას.

ზემოაღნიშნულ კოალიციურ ანგარიშში დაგმობილია საქართველოში არსებული ბავშვთა დაცვის სისტემა, რომელიც არაეფექტურია ბავშვთა ძალადობისაგან დასაცავად. ასევე არასამთავრობოთა აღშფოთების საგანის წარმოადგენს სკოლასა თუ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება და უმოქმედობა. როგორც ლია სარალიძემ (PHMDF) განაცხადა: „არსებული სიტუაციის ფონზე, ბავშვთა უზრუნველყოფის სისტემის განვითარება კიდევ უფრო აუცილებელი ხდება“. არასრულწლოვანთა უფლებების სრულად დასაცავად, სისტემას სჭირდება ძირითადი აუცილებელი მექანიზმების განვითარება, როგორიცაა რეპორტინგის ვალდებულება, საქმეზე ხედამხედველობა თუ მსხვერპლის დახმარება.

ალტერნატიული ანგარიში ასევე მიმოიხილავს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა პრობლემებს. იუვენალური სასამართლო სისტემის არარსებობა  იწვევს ბავშვთა უფლებების დარღვევას. მაგალითად, ბოლო მონაცემებით, ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში დღეისათვის 126 არასრულწლოვანია მაშინ, როდესაც დაწესებულება მხოლოდ სამოცზეა გათვლილი. დღეს აუცილებელია, საქართველომ შექმნას საერთაშორისო სტანდარტებთან შესამაბისი არასრულწლოვანთა სასამართლო სისტემა. ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ აღნიშნული სიტემა უნდა მოიცავდეს დაკავების ალტერნატიულ ზომებს და პროგრამების მრავალსახეობას, რომლის მიზანიც იქნება არასრულწლოვანთა სოციალური რეინტეგრაცია.

იუვენალურ სასამართლოსთან დაკავშირებით, OMCT, HRIDC და PHMDF მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, რომ გააუქმოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი უახლესი ცვლილებები, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს 14-დან 12 წლამდე სწევს. ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ზუსტად მოახდენს ბავშვთა უფლებების კონვენციის დანერგვას და თავიდან აიცილებს ბავშვთა უფლებების კომიტეტის რეკომენდაციას, გააუქმოს აღნიშნული ცვლილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ რეკომენდაციას მთავრობა აუცილებლად მიიღებს, როდესაც 2008 წლის იანვარში კომიტეტი საქართველოს პერიოდულ ანგარიშს განიხილავს.

ბავშვთა მიმართ ძალადობის სავალალო სურათის შემხედვარე, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობას, აიღოს ვალდებულება, რომ მიანიჭოს უპირატესობა ბავშვის ინტერესებს და მიიღოს სწრაფი და ადეკვატური ზომები მათ დასაცავად. არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე სთხოვენ საქართველოს მოსახლეობასა და მედიას, რომ მოუწოდონ პრეზიდენტს ყურადღება მიაქციოს აღნიშნულ საკითხს და მიიღოს კონკრეტული ზომები ბავშვთა უფლებების დასაცავად.

ნინო ღვედაშვილი, ჟენევა

ახალი ამბები