კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში "ენერგოპროჯორჯიას" აბონენტები დავალიანების გადახდას აპროტესტებენ

16 ოქტომბერი, 2007

წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია "ენერგოპროჯორჯიას" ზუგდიდის მომსახურების ცენტრთან გამართა. ისინი იმ დავალიანების გადახდას არ აპირებენ, რომელიც კომუნალურ მრიცხველზე დაახლოებით 2 თვის წინ გაჩნდა. აბონენტები "ენერგოპროჯორჯიას" წარმომადგენლებს გულგრილობაში ადანაშაულებენ.

აქციის მონაწილეთა განმარტებებით, კომუნალურ მრიცხველზე დავალიანების, 700 ლარის არსებობა ავტოავარიამ გამოიწვია, რომელიც 2007 წლის პირველ ივლისს მოხდა. აბონენტის, მარინა ლაშხიას თქმით, რაფის ტიპის ავტომანქანა ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი დააზიანა და სადენები გაწყვიტა. თვითმხილველები იმასაც აცხადებენ, რომ ელექტროსადენებზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ელექტრომრიცხველზე აჩქარება შენიშნეს. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაც მივიდა, რომელიც ავტოავარიის მიზეზებს იკვლევდა. მოსახლეობამ კი იმავე დღეს "ენერგოპროჯორჯიას" ზუგდიდის მომსახურების ცენტრს განცხადებით მიმართა და კომუნალური მრიცხველის შემოწმება  მიოთხოვა.

თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, განცხადება დაიკარგა.

ირმა თოდუა: "ჩვენი განცხადების საფუძველზე "ენერგოპროჯორჯიას" ტექნიკური მენეჯერი ვალდებული იყო დაზიანების აღდგენასა და მრიცხველის ვარგისიანობის შემოწმებაზე ეზრუნა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ავარიამ მრიცხველის აჩქარება დროებით გამოიწვია, ხოლო შემდეგ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. "ენერგოპროჯორჯიას" წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე კი მივიდნენ, მაგრამ ელექტრომრიცხველის ლაბორატორიული შემოწმება არ ჩაუტარებიათ."

მოსახლეობამ ელექტრობოძისა და ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა საკუთარი სახსრებით შეძლო, რაშიც 150 ლარი გადაიხადეს. დავალიანების დაფარვა კომუნალური მრიცხველის 20_მდე აბონენტმა უკვე დაიწყო, 25_მდე აბონენტმა კი პროტესტი განაცხადა და დამატებით თვრამეტი ლარის გადახდაზე უარი თქვა.

მაია დარასელია: "დავალიანების საფასური იმ მძღოლს უნდა გადაეხადა, ვინც ავტოავარია მოახდინა და ზიანი მოგვაყენა, თუმცა იგი არსად ჩანს. ჩვენ სოციალურად დაუცველი ადამიანები ვართ და ზედმეტი თანხის გადახდის უნარი უბრალოდ არ შეგვწევს."

წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 4 დღის წინ შეუწყდა. "ენერგოპროჯორჯიას" ზუგდიდის მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი ოთარ ბოჭორიშვილი ელექტროენერგიის აღდგენას მანამ არ აპირებს, სანამ დავალიანება სრულად არ დაიფარება. "მოსახლეობის მხრიდან მხოლოდ ზეპირი განცხადება შემოვიდა. ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მრიცხველი გამართული იყო. აბონენტების მიერ გაკეთებული განცხადება თითქოს "კილოვატების ჩამოყრა" მოხდა, სრულიად უსაფუძვლოა."

აქციის მონაწილეებმა "ენერგოპროჯორჯიას" ზუგდიდის მომსახურების ცენტრში განცხადება ხელმეორედ შეიტანეს.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი.

ახალი ამბები