კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმი - თბილისი - გვირაბი გადალახულია

2 ნოემბერი, 2007
ხელოვნურად ჩახერგილი გზა, პოლიციელთა ბარიკადები, ჩამორთმეული ტექ. პასპორტები და „მარშუტკები“ - ეს ყველაფერი ხალხს აბაშიძის რეჟიმს ახსენებს. „მაშინაც ასე დაიწყო და ... ვნახოთ რა იქნება“, - იხსენებს ოთხი წლის წინანდელ ამბებს ჯოხზე ხელებდაყრდნობილი ვაჟა ბაბუა. გული წყდება მაშინდელი იმედების გამო და კიდევ იმიტომ, რომ დღეს თბილისში თვითონაც არ იქნება. თუმცა უხარია, რომ მისი ბიჭი გადაურჩა ტექ. პასპორტის ჩამორთმევას.

მოვლენები 1 ნოემბრამდე

რამდენიმე დღით ადრე პოლიციამ ბათუმელ „მარშუტკის“ მძღოლებს ტექ. პასპორტები ჩამოართვა. მძღოლებს ისინი პასპორტების უკან დაბრუნებას 3 ნოემბრისთვის და მანამდე კი, ქალაქის ტერიტორიაზე უპრობლემოდ მოძრაობის უფლებასაც ჰპირდებოდნენ.

2 ნოემბრის დილა ბათუმში

ბარცხანის საჯარიმო სადგომის დარაჯის გრიშა აფციაურისთვის პირველი შემთხევავაა, როდესაც კრიმინალურმა პოლიციამ მას რვა მანქანქა მოუყვანა.

მძღოლების ადვოკატი, რამინ გვარიშვილი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი, რადგან კრიმინალურ პოლიციას მანქანების ჩამორთმევის არანაირი უფლება არ ჰქონდა.

პარალელურად პარტულის მანქანების სიმრავლე იგრძნობა ოპოზიციური პარტიების ოფისებთან და ისინი გზის ჩაკეტვას ცდილობენ. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია, შეთანხმებისამებრ, 13 საათისთვის ბათუმიდან დაიძრა.

... და გზად, ჩოლოქამდე 

აქციის მონაწილეებს პირველი შეფერხება მახინჯაურში, გვირაბის შესასვლელთან შეხვდათ: გზა ბეტონის ფილებით აღმოჩნდა ჩახერგილი. ოპოზიცია იძულებული შეიქმნა მანქანები გაეჩერებინათ და ფილების გადაადგილებაზე „ეზრუნათ“.
მოულოდნელად, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩამულმა 50-მდე პიროვნებამ კოლონიის დარბევა დაიწყო. ზოგიერთმა კი გაჩერებული „მარშუტკებიდან“ მძღოლებისთვის გასაღებების  წართმევა სცადეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მსუბუქად დაშავდა რამდენიმე მძღოლი.

შეხლა-შემოხლა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. საბოლოოდ, გვირაბის შესასვლელთან ბეტონის „ჯებირი“ ოპოზიციის მხარდამჭერებმა ხელით გადაადგილეს.

გვირაბის ბოლოს რამდენიმე „მარშუტკის“ საბურავი დაეშვა. საბურავში მძღოლებმა შედუღებული ბეტონის ლურსმნები აღმოაჩინეს. ინციდენტის ადგილას შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს უფროსი დავით ბედიაც იმყოფებოდა. მისი კომენტარი კი ამით შემოიფარგლა: „მე რატომ, იმათ უნდა შეეკითხოთ (იგულისხმება დამრბევი პიროვნებები). ალბათ, ტექნიკური შეფერხებაა“.

საბოლოოდ, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერთან ერთად ჩოლოქის ხიდი გადალახეს. აჭარა-გურიის საზღვაზე პოლიტიკური შეფასებებიც გაკეთდა:

მურმან დუმბაძე, რესპუბლიკური პარტია: „სააკაშვილი, ეს არის აბაშიძეს  მიმატებული ნეტკაჩოვი. დალურსმნული გზები, პოლიციის კორდონები, თავისუფლების უკანონოდ წართმევა. მიუხედავდა ამისა, მოსახლეობა მედგრად დგას და ჩვენ მიზანს მივაღწევთ, სიმართლისთვის ვიბრძოლებთ“.

დავით ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტია: „დარღვეულია მოქალაქეების თავისუფალი გადადგილების  კონსტინტუციური უფლება. შეუძლებელია საქართველოს მოქალაქეს აუკრძალონ თავისუფალი გადაადგილება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ეს ბეტონის ფილები, დალურსმნული გზა, ამ ხელისუფლების  ნოვატორული იდეაა, ასე არ გაუკეთებია არც ერთ ხელისუფლებას. ჩვენ აღვადგენთ კანონიერებას“.

მოგვიანებით, გვირაბთან მისასვლელი გზის ჩაკეტვა, ხელისუფლებამ გვირაბში მიმდინარე სამუშაობს დააბრალა. თუმცა ამის შესახებ, წინასწარ ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.

პრობლემები შეექმნა მატარებლის მგზავრებასაც. 400 ადგილიან თბილისი-ბათუმის მატარებელზე, მხოლოდ 33 ბილეთი გაიყიდა და გაყიდვა შეწყდა. შეწყვეტის მიზეზი კი ჯერჯერობით არ დასახელებულა.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი


ახალი ამბები