კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში წინასაარჩევნოდ ,,ნაციონალები

7 დეკემბერი, 2007
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ადგილობრივმა სახელისუფლებო სტრუქტურებმა გორელი სტუდენტები სამთავრობო პარტიის კანდიდატის მხარდამჭერ აქციებში ოფიციალურად ჩართეს. სტუდენტების გარდა, საარჩევნო ფერხულში მთელი ადმინისტრაციული რესურსი მონაწილეობს. ,,ნაციონალები" ფიქრობენ, რომ რესპუბლიკის მასშტაბით, ამ რეგიონში   პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ყველაზე მეტ ხმას აიღებს.

5 დეკემბერს გორის კულტურისა და დასვენების სახლში ,,ნაციონალური მოძრაობის" გორის ახალგაზრდული ორგანიზაცია დაფუნდა. ეს მერამდენედ დაფუძნდა, ცოტამ თუ იცის. გახსნას ოფიციალურად პარტიის გენერალური მდივანი დავით კირკიტაძე დაესწრო. შეიქმნა საარჩევნო შტაბი, რომელსაც სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ლადო ვარძელაშვილი ჩაუდგა სათავეში. ვარძელაშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხმების მაქსიმალურ რაოდენობას აიღებს გორში.

მანამდე ,,ახალგაზდულ ორგანიზაციას" გიორგი მარტინენკო ხელმძღვანელობდა. მარტინენკო ამჟამად გორიდან გაქცეულია. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მას ორჯერ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ერთხელ 12 სექტემბრის აქციაზე, როდესაც ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე ადმინისტრაციულ შენობაში შესასვლელად სამართალდამცავთა ალყის გარღვევას ცდილობდნენ. მეორედ, გორის უნივერსიტეტის წინ გიორგი მარტინენკოს, დღისით-მზისით დაესხნენ თავს და სასტიკად გალახეს. გიორგი მარტინენკო ქარელის რაიონის ყოფილი გამგებლის თამაზ დალაქიშვილის მოყვარეა. დალაქიშვილი კი - ირაკლი ოქრუაშვილის ნათესავი.

5 დეკემბერს ,,ახალგაზრდული ორგანიზაციის" ხელმძღვანელობა სოსო პაპიტაშვილს ჩააბარეს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის შვილია. ახალგაზრდული ორგანიზაციის დაფუძნებაში გორის უნივერსიტეტის თვითმმართველობამ და სტუდენტთა დიდმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე გორის უნივერსიტეტის თვითმმართველობის სახელით სიტყვით სტუდენტი ბობა (რობიზონ) დავითაშვილი გამოვიდა. თუმცა, როგორც უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის უფროსმა თაკო ნოზაძემ გვითხრა, თვითმმართველობის არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა უნივერსიტეტში და ჯერ არ გვყავს თვითმმართველობის ლიდერიო.

პარალელურად დაჭერების სერიები საიდუმლოდ გრძელდება. დააკავეს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, რომელიც გირაოს შეფარდებით 3 დღეში გაათავისუფლეს. მარლენ ნადირაძეს ბრალად ერთ-ერთი  მაღაზიისთვის ტელევიზორის ,,შეწერა" დაედო. როდესაც საკრებულოში ინვენტარიზაცია ჩატარდა, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ტელევიზორი საკრებულოს ბალანსაზე არ იმყოფებოდა. გაირკვა, რომ მარლენ ნადირაძემ ეს ტელვიზორი მაღაზიას წაართვა.

დააკავეს ასევე ძევერის საკრებულოს მამასახლისი დავით ბოლოთაშვილი. მას ბრალად მოსახლეობისთვის გათვალისწინებული ფქვილების ქურდობა ედება. ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის პოლიციის მიერ მიზანმიმართული ქმედება, რათა ოპოზიციურად განწყობილი ხალხი დააშინონ. ,,მაშინ როდესაც ჯერ ფქვილის დარიგება არ დამთავრებულა, საიდან დაასკვნეს, რომ ფქვილები იკარგება" - ამბობს ოპოზიციონერი შალვა ტლაშაძე. ბოლოთაშვილს პატიმრობა შეუფარდეს.

ერთი სიტყვით, წინასაარჩევნო კამპანია ,,ნაციონალებმა" მხიარულად დაიწყეს. საარჩევნო შტაბში ძირითადად დედაქალაქიდან ,,გადმოსროლილი" კადრები ხელმძღვანელობენ. ლადო ვარძელაშვილი ამბობს, რომ არჩევნებს სააკაშვილი მოიგებს.


საბა წიწიკაშვლი, გორი


ახალი ამბები