კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოდან სააპელაციო საჩივრები დაგვიანებით იგზავნება

12 დეკემბერი, 2007

შოთა გორგაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჩივრით მიმართა. მიმართვის საფუძველი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის სააპელაციო სასამართლოსთვის დაგვიანებით გაგზავნა გახდა. გორგაძის სააპელაციო საჩივარი 9 ნოემბრის შემდეგ, დღემდე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დევს.

დახმარებისთვის გორაძემ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ნოემბრის დასაწყისში მიმართა. მის დასახმარებლად სააპელაციო საჩივარი მომზადდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 9 ნოემბერს ჩაბარდა. კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნაა სს ,,საქართველოს სახალხო ბანკთან’’ თანხის დაკისრებისა და მისი პენსიის სრული ოდენობით (48 ლარი) თანხის დაქვითვის აკრძალვის შესახებ.

"სასამართლოს კანცელარიას რამდენჯერმე მივმართე იმის გადასამოწმებლად, გააგზავნეს თუ არა ჩემი საჩივარი. მეუბნებოდნენ, რომ გადაგზავნილიაო. თვეზე მეტი რომ გავიდა და ქუთაისის სასამართლოში ჯერ კიდევ არ გამომიძახეს, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიკითხე. გუშინ აღმოჩნდა, რომ თურმე, ჩემი სააპელაციო საჩივარი ჯერ კიდევ მოსამართლის თანაშემწესთან დევს", - აცხადებს შოთა გორგაძე.
გორგაძე ეჭვობს, რომ მისი სარჩელის გაგზავნა განზრახ გააჭიანურეს: "დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ იცის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მის გადაწყვეტილებას შეცვლის და ეს, გარკვეულწილად, მისი მინუსია".

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კოორდინატორის, თამარ სირიას განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელყო მოსარჩელის უფლება სამართლიანი სასამართლოს შესახებ, რაშიც მოიაზრება არა მარტო ობიექტური სასამართლო განხილვით სარგებლობა, არამედ საქმის დასრულება გაჭიანურების გარეშე, რაც შეიძლება მოკლე, ეფექტურ ვადებში: `ბათუმის საქალაქო სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად ,,სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას’’.

ერთი თვის ვადით დაგვიანებული გადაგზავნილი სააპელაციო საჩივარი კი გორგაძისთვის კიდევ ერთი თვის პენსიის დაკავებას ნიშნავს.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები