10:53, Sunday, 22.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჟურნალისტები „კასტებად“ დაყოფას ეწინააღმდეგებიან

25.12.2007
საქართველოს ჟურნალისტთა პირველმა ფორუმმა ხუთასზე მეტი დელეგატი გააერთიანა

„შერატონ მეტეხი პალასში“ 24 დეკემბერს გამართულ ფორუმზე სახელწოდებით  -„ქართული მედია სიტყვის თავისუფლებისათვის - მედიის გამოწვევები 21-ე საუკუნეში“ ბევრი ისეთი ჟურნალისტი შეხვდა ერთმანეთს, რომელთა ჟურნალისტური მსოფლმხედველობა ერთმანეთისას არ ემთხვევა. თუმცა, მათ ამ ფორუმზე მისვლის ერთი მთავარი მიზეზი ჰქონდათ - ყველას დაუგროვდა თავისი სათქმელი.

ფორუმზე იყვნენ როგორც საზოგადოებისათვის საკმაოდ ცნობადი სახეები, ტელე ვარსკვლავებად ქცეული ჟურნალისტები, ასევე ნაკლებად ცნობილი რეპორტიორები, რომლებიც ყოველდღიურ მედიას ქმნიან. პოლიტოლოგები, სოციოლოგები, მედია ექსპერტები, დღეს უსამსახუროდ დარჩენილი ტელევიზიებიდან გაძევებული ჟურნალისტები, ტელე სიხშირე წართმეული ჟურნალისტები. ისინიც, ვინც მუდამ განსაკუთრებული ობიექტურობით გამოირჩეოდა და ისინიც, ვისი არცთი სახარბიელო ჟურნალისტური რეპუტაციაც თავად ჟურნალისტებშივეა კარგად ცნობილი.

ფორუმის მიზანი მხოლოლ ამ ჟურნალისტური კოქტეილის წარმოჩენა არ ყოფილა.  მის ორგანიზატორებს ჰქონდათ მცდელობა ყველას ერთად გაეანალიზებინა და რაც მთავარია, შეეფასებინა ქართულ ჟურნალისტიკაში მიმდინარე პროცესები, ემსჯელა თანამედროვე ჟურნალისტიკის როლზე ქვეყნის საზოგადებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის კონკრეტულ ფაქტებსა და ფორმებზე, ჟურნალისტური ეთიკის, კოლეგიალობისა და პროფესიული სოლიდარობის დაცვის პრობლემატიკაზე, რეგიონული ჟურნალისტიკის განვითარების გზებზე...

ჟურნალისტების საინიციატივო ჯგუფმა სპეციალური დეკლარაციაც შეიმუშავა რომელზე ხელმოწერაც ყველა მსურველს შეეძლო. დეკლარაციაში ყველა ჟურნალისტური ნორმაა ჩამოთვლილი, რომელსაც ობიექტური ჟურნალისტი უნდა იცავდეს. თუმცა ისევ ზემოთ აღნიშნული განსხვავებული წარსულის თუ რეპუტაციის გათვალისწინებით,  ჟურნალისტების ნაწილმა დეკლარაციაზე ხელის მოწერისაგან თავი შეიკავა. ნაწილმა სამუშაო ტექსტის დახვეწა ისურვა. უმეტესად მათ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ქართულ მედიაში არსებული ვითარების ირგვლივ.

ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა. როგორც ფორუმის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თავისი გამოსვლა  გულწრფელობის საჭიროების არსებობოთ დაიწყო: „ საჭიროა ერთმანეტს ვუთხრათ ის, რასაც ვფიქრობთ. გულწრფელობა, ალბათ, ის არის,  რომ ზოგადად კი არა, კონკრეტულად ვილაპარაკოთ. მე თუ მაქვს რამე დაშავებული, მოდით და პირდაპირ მითხარით. ხანდახან საჭიროა ერთმანეთიც დავასახელოთ, მივუთითოთ შეცდომებზე.
რა უნდა ქნას ჟურნალისტმა, რომელსაც წაართვეს თავისი პროფესია იმის გამო, რომ ის არ იყო შეყვარებული კონკრეტულ სახელისუფლებო ჯგუფზე? მე მბლოკავდა ყველა ტელევიზია, ყველა მედია საშუალება და ამიტომავ წავედი მიტინგზე, ოქ, სადაც შემეძლო სათქმელი ხმამაღლა მეთქვა. მთელი ამ ოთხი წლის მანძილზე მე და ბევრი ჩემი კოლეგა, ვინც აქტიურ ჟურნალისტიკას ჩამოგვაშორეს, ვიყავით დაუცველნი პირველ რიგში ჩვენი კოლეგებისაგან, ჟურნალისტებისაგან და ეს უნდა ითქვას“.

ია ანთაძემაც აღნიშნა, რომ ჟურნალისტებმა უნდა ღიად უთხრან ერთმანეთს რა აქვთ ერთმანეთთან სასაყვედურო. და ასევე ღიად განაცხადა, რომ ის დეკლარაციას ხელს არ მოაწერს იმ მიზეზიტ, რომ მას ხელს მოაწერენ ისეთი ადამაინები, ვის ობიექტურობაშიც ის დარწმუნებული არ არის, რომლებიც თავად არ იცავდნენ დეკლარაციაში ჩამოთვლილ წესებს: „მე ასეთ დეკლარაციას ხელს მოვაწერდი მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან ერთად და ასეთ ჟურნალისტთა რიცხვი დღეს საქართველოში არის ძალიან მცირე.
მე მზად ვარ ვიფიქრო და ვილაპარაკო ხმამაღლა პირადად ჩემს შეცდომებზე“.
ჟურნალისტთა მსგავს შეხვედრებსა თუ დუსკუსიებსი მონაწილეობაზე მზაობა განაცხადა გიორი თარგამაძემაც, რომელმაც ისურვა, რომ „იმედის“ ჟურნალისტებს, რომლებიც გათავისუფლდნენ გარე ცენზურისგან, არ დაემუქროთ  ე.წ. „თვითცენზურა“, რომლის მომსწრეც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გახდა ქართული საზოგადოება.

მკვეთრი იყო  გაზეთ „ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი გიორგი კაპანაძე, რომელიც ჟურნალისტურ წრეებში ბოლო დროს გამოკვეთილ „ჟურნალისტურ სექტებზე“ საუბრობდა:

„ვთვლი, რომ ასეთი ფორუმები ზოგადად საჭიროა. დავინახეთ, რომ გამოიკვეთა საპირისპირო აზრები და ეს საინტერესოა. ჩვენ მარტო პოლიტიკოსები კი არ უნდა გავაკრიტიკოთ, არამედ ერთმანეთიც. ხშირად ამის საფუძველი არსებობს. არ შეიძლება ჟურნალისტი გამოვიდეს ოპოზიიის ან ხელისუფლების მხარდამჭერ მიტინგზე და პოლიტიკური განცხადებები აკეთოს. ის უკვე ჟურნალისტი კი არა, პარტიული აქტივისტია და მას მორალის კითხვის უფლება არა აქვს.

მეორე, რაც ასევე მაშფოთებს ისაა, რომ შეინიშნება ქართულ ჟურნალისტიკაში მედია სექტების არსებობა. ჟურნალისტთა გარკვეული ჯგუფები იკრიბებიან გარკვეული კრიზისის დროს, ქმნიან რაღაც დეკლარაციაებს, მათთვის სასურველი ადამიანები აწერენ ხელს და იქმნება შთაბედილება, რომ ვინც არ აწერს ხელს, ის ეწინააღმდგება მაგალითად „იმედის“ გახსნას, რაც აბსურდია. მე, მაგალითად, მირეკავდნენ ადამიანები და მეკითხებოდნენ, როგორ, თქვენი გაზეთი არ ეთანხმება „იმედის“ გახსნის მოთხოვნასო? დრემდე ვერ გამიგია, რატომ ხდება ასეთი გამორჩევა, რატომ არ დაუძახეს „ალიას“, „ახალ თაობას“, თუნდაც ჩვენ?“.

ფორუმის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი თვლიდა, რომ მორალის ენით ჟურნალისტები ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკებოდნენ. თუმცა, უმრავლესობა მაინც აღნიშნავდა, რომ მსგავსი მასშტაბის შეხვედრები, თუნდაც დროდადრო, საჭიროა.


ეკა ქევანიშვილი. თბილისი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC