კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,აბსოლუტური სიების” ცდომილებები

27 დეკემბერი, 2007

კარდაკარ შემოვლის კამპანია ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების მიზნით, სპეციალურმა ჯგუფებმა 19 ოქტომბერს დაიწყეს. მათ ამომრჩეველთა ერთიან სიებში მონაცემების გადამოწმება ევალებოდათ, რაც ხარვეზების გასწორებასა და გარდაცვლილი ამომრჩევლების საარჩევნო სიებიდან ამოღებას გულისხმობდა.

16 დღიანი მუშაობის შედეგები რაიონებიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეცა. ცენტრალური საარჩევნო კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ამომრჩეველთა რაოდენობა რაიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: ახალციხე - 34 481 ამომრჩეველი, ადიგენი – 15 442, ასპინძა – 9 628, ახალქლაქი  - 38 045, ნინოწმინდა – 21 445. 

#38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჯაბა მაჭარაშვილის თქმით, "გარდაცვლილი ამომრჩევლები სიებიდან ამოღებულია და მათი ხმის გამოყენება ვერ მოხერხდება, ეს გამორიცხულია". თუმცა, ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს ადიგენის მუნიციპალიტეტის მკვიდრს - ,,მეც ვმუშაობდი საოლქოშო და ვიცი, რომ გაყალბებისთვის ერთ – ერთი მთავარი ,,კოზირი” ეგრეთწოდებული ,,მკვდარი სულებია”.

ამომრჩეველთა სიებში არსებულ ცდომილებაზე პრეზიდენტობის კანდიდატთა რაიონული საარჩევნო შტაბების უფროსებიც საუბრობენ. "ჩვენი ინფორმაციით, ამომრჩეველთა სიებში ბევრი უზუსტობაა, არიან გარდაცვლილი ამომრჩევლებიც და საზღვარგარეთ წასულებიც. ვგეგმავთ კარდაკარ შემოვლას და სიების გადამოწმებას", - ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის საარჩევნო შტაბის უფროსი ოლეგ სანდროშვილი.

მოკლე კომენტარი გააკეთა ბადრი პატარკაციშვილის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის საარჩევნო შტაბის წევრმა გია კაპანაძემ: - ,,ჯერ არ გადაგვიმოწმებია, ახლა ვაპირებთ”, - განაცხადა მან.

თუმცა პოლიტიკური შტაბებისაგან განსხვავებით, აქტიურია მოსახლეობა. ,,კარდაკარ შემოვლის დროს ჩემთან არავინ არ მოსულა, ამიტომაც მე თვითონ მივაკითხე ჩემს უბანს და თავი დავაფიქსირე”, - გვითხრა ნუნუ გოგოლაძემ. #39 ასპინძის საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე როსტომ მაგრაქველიძე გვარწმუნებს, რომ აბსოლუტურად ზუსტი სიები არ არსებობს მოტივი ასეთია: "სპეციალური ჯგუფის მუშაობის დამთავრების შემდეგ თუ ვინმე გარდაიცვლება, უკვე ვერაფერს ვშველით".

თუ რა ხდებოდა სიების ცდომილების თვალსაზრისით, შევეცადეთ ერთი უბნის  შემოვლით შეგვემოწმებინა.
ახალციხის Nპირველ საარჩევნო უბანში დაფიქსირებული მერაბ კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები აბულაძე არტემი, აბულაძე გიორგი და აბულაძე თამარი მეზობლების განცხადებით, უკვე კარგა ხანია ამ მისამართზე აღარ ცხოვრობენ.
ასევე კოსტავას ქუჩაძე მცხოვრები აბულაძე პეტრე ერაყშია წასული, თუმცა ახალციხის პირველ საარჩევნო უბანზე ამის შესახებ არავინ იცის და არსად არ არის მითითებული.  

გამოდის, რომ 15 კაციანი სიის შემოწმებისას 4 კაციანი ცდომილებაა. ახალციხის # 37 საოლქო საარჩევნო კომისიაში სიების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ საბოლო სიები არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩამოვა და შესამაბისად, ცდომილებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

გულო კოხოძე, ახალციხე-ადიგენი

ახალი ამბები