04:49, Wednesday, 27.07.2016
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

05.01.2008
დღეს საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. მასში პრეზიდენტობის შვიდი კანდიდატი მონაწილეობს. ესენი არიან: #1 ლევან გაჩეჩილაძე (პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება"), #2 - არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი (საინიციატივო ჯგუფი), #3 - დავით გამყრელიძე (პოლიტიკური პარტია "ახალი მემარჯვენეები"), #4 - შალვა ნათელაშვილი (საქართველოს ლეიბორისტული პარტია), #5 - მიხეილ სააკაშვილი (პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), #6 - გიორგი მაისაშვილი (საინიციატივო ჯგუფი) და #7 - ირინა სარიშვილი (საინიციატივო ჯგუფი).

დღეს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, პლებისციტიც ტარდება. ამომრჩეველმა ორ კითხვას უნდა უპასუხოს: 1. თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2008 წლის გაზაფხულზე? 2. უჭერთ თუ არა მხარს საქართველს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების  ორგანიზაციაში (ნატოში)? 

საპრეზიდენტო არჩევნებსა და პლებისციტში მონაწილეობის მისაღებად 3 მილიონ 372 ათას 836 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს 76 საარჩევნო ოლქი და მასში შემავალი 3440 საარჩევნო უბანი.

კანდიდატი პრეზიდენტად არჩეულად ჩაითვლება თუ ის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს (50 პროცენტს პლუს ერთი ხმა) მიიღებს. მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმათა საჭირო რაოდენობას.

საზღვარგარეთ გახსნილია 40 საარჩევნო უბანი, სადაც ხმას საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირები მისცემენ.  სამი სამხედრო უბანი კი ერაყსა და კოსოვოშია შექმნილი, სადაც ხმის მიცემა სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს შეეძლებათ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა 08 საათზე დაიწყო და 20 საათზე შეწყდება.

არჩევნებს 34 ადგილობრივი და 69 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებიან. საარჩევნო პროცესს გააშუქებს ქართული და უცხოური მედიის 133 ჟურნალისტი.

ამომრჩეველთა ხმების პარალელურ დათვლას ახორციელებს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია: "ახალი თაობა-ახალი ინიციატივა" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

არჩევნების წინასწარი შედეგები კენჭისყრის მეორე დღესვე, საბოლოო შედეგები კი არაუგვიანეს მერვე დღეს გახდება ცნობილი. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოო შედეგები მედიის მეშვეობით ამავე შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს.


შატილში არჩევნები უამინდობის გამო არ ტარდება

დუშეთის #28 საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანი (შატილში) რთული კლიმატური პირობების გამო არ გაიხსნა.

როგორც "მედიანიუსს" საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, დღეს დილით აქ დიდი თოვლი მოვიდა და, შესაბამისად, უბნის გახსნა ვერ მოხერხდა.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ როდის ჩატარდება აღნიშნულ უბანზე არჩევნები.


უბანზე სააკაშვილის პლაკატია გამოკრული
 
 

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში, არჩევნები დილიდან დარღვევებით მიმდინარეობს, - იუწყება რადიო "ჰერეთი". დაგვიანებით გახსნილ უბანზე პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პლაკატი იყო გამოკრული. 

როგორც “ახალი მემარჯვენეების” ლაგოდეხის რაიონული შტაბის წარმომადგენელმა დავით მათიაშვილი აცხადებს, კაბალში საარჩევნო პროცესი კანონდარღვევით მიმდინარეობს.

"ხმის მისაცემ კაბინასთან დამკვირვებლებს 5 მეტრით მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. გარდა ამისა, უბნის გახსნის დროს ჯერ ამომრჩეველმა ჩააგდო ყუთში ბარათი და შემდეგ საკონტროლო ფურცელი ჩააგდეს, რომელზეც საუბნო კომისიის თავმჯდომარეს ხელი არ ჰქონდა მოწერილი", - განუცხადა რადიო "ჰერეთს" დავით მათიაშვილმა.

ლაგოდეხის რაიონის #15 საარჩევნო ოლქის სოფელ კაბალის #18 უბანზე, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, უცხოელი დამკვირვებლები და ეუთოს წარმომადგენლები იმყოფებიან.



არჩევნებში კოკოითის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობაც მონაწილეობს 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ტერიტორიაზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები  მშვიდად მიმდინარეობს.
ხმა უკვე მისცა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განლაგებულმა ქართული სამშვიდობო ბატალიონის ჯარისკაცებმა, რომელთათვისაც სპეციალურად სამი უბანი იყო გახსნილი.
სულ დროებითი ადმინისტრაციის ტერიტორიაზე 23 საარჩევნო უბანია გახსნილი.

აღსანიშნავია, რომ ხმას აქტიურად აძლევენ ის მოქალაქეები, რომლებიც ედუარდ კოკოითის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

წყარო: მედიანიუსი


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორია წინასაარჩევნო გარემო?
სამართლიანი არასამართლიანი მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

უიმედოთა სოფელი
სამკურნალო წყლის - „ძუღურის“ შესახებ პირველად რამდენიმე დღის წინ შევიტყვე. ინფორმაციის მოძიების შემდეგ გავიგეთ, რომ „ძუღურის წყალი“ ქუთაისში ჯაჭვის ხიდთან იყიდებოდა. იქიდან დაიწყო
ვრცლად...
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2016 HRIDC