„საარჩევნო კარუსელი“ ისევ მოდაშია
05.01.2008

არჩევნებზე გაყალბების სხვა მეთოდებთან ერთად კვლავ აქტუალურია ე. წ. კარუსელი. თბილისში მასიურად მოძრაობს სამარშრუტო ტაქსები, რომლებსაც ხალხი ერთი საარჩევნო უბნიდან მეორეში დაჰყავს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელ დირექტორს, უჩა ნანუაშვილს ერთ-ერთმა მძღოლმა განუცხადა, რომ ის ნაციონალურმა მოძრაობამ დაიქირავა ხალხის გადასაყვანად.
უჩა ნანუაშვილი: „დილიდან სამ უბანზე ვიყავი - 44-ე, 38-ე და 63-ე უბნებზე, ვაკის რაიონში. დარღვევები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდებოდა.
63-ე უბანზე, მაგალითად, რაც მე დავინახე, არ შემოწმდა მარკირება.
ორი თუ სამი ადამიანი ისე შევიდა უბანზე, ისინი არავის შეუმოწმებია.

ამას გარდა, ქალაქში დადის „მარშრუტკები“, რამდენიმე ნომერი ჩავინიშნე კიდეც, LEV 543, ABT 786; BER 814; NIA 949; SIO-466; COO-486; AEB-471; ABI-999; STS-836; VIV-220; ITI-180; STS-836; LLK-684. ეს მანქანები მოძრობს ერთი საარჩევნო უბნიდან მეორეზე და ხალხი გადაჰყავთ. ვნახე და გადავიღე ისინი. თუმცა, მძღოლები მეტად გაღიზიანდნენ. მითხრეს, ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან კონტრაქტები გვაქვს დადებული და ფულს გვიხდიან. თქვენც რომ გადაგვიხადოთ, თქვენ მოგემსახურებითო“.
ნანუაშვილი ამბობს, რომ მძღოლმა, რომელიც ძალიან გააღიზიანა დასმულმა შეკითხვებმა, ბარათი, რომელზეც მისი გვარი იყო მითითებული, როგორც ნაცმოძრაობის მიერ დაქირავებული მძღოლის, იქვე დახია და დაწვა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

