კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო სისტემის ექსპერტთა საერთაშორისო ცენტრის სადამკვირვებლო მისიის ანგარიში საქართველოში 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე

8 იანვარი, 2008
საარჩევნო სისტემის ექსპერტთა საერთაშორისო ცენტრის სადამკვირვებლო მისია (ICES) რომელიც აერთიანებს 51 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მისია წარმოგიდგენთ ანგარიშს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მზადებისა და მიმდინარობის შესახებ, რომელიც 2008 წლის 5 იანვარს ჩატარდა.

ICES არის არაკომერციული, არასამთავრობო, საჯარო/საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც სამართლის ექსპერტებმა, პოლიტოლოგებმა, დიპლომატებმა და სოციოლოგებმა დააარსეს. ICES-ის ექსპერტებს გააჩნიათ სხვადასხვა ქვეყნებში საარჩევნო პროცესების პოლიტიკური მონიტორინგისა და მართვის დიდი გამოცდილება. 2007 წლის 21 ივლისს ICES დარეგისტრირდა გაეროს არჩევნების ხელშეწყობის განყოფილების მიერ და ის შეუერთდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ არჩევნების მონიტორინგის საერთაშორისო კონვენციის მიხედვით.

ცხრამეტი კაცისაგან შემდგარი დელეგაცია საქართველოში 2007 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდა; ხოლო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა 32 კაციანი მეორე დელეგაცია. მისიის წევრები განაწილდნენ საქართველოს შემდეგ ქალაქებში: ბათუმი, გორი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ახალციხე და თბილისი.

პირველი ჯგუფის საქმიანობა იყო მთელი მისიის მუშაობისათვის ნიადაგის მომზადება არჩევნების დროს და მის შემდგომ პერიოდში:
 
1.   შეხვედრები საარჩევნო უბნების კომისიის წევრებთან და მათ თავმჯდომარეებთან თბილისში. ასევე პრეზიდენტობის კანდიდატთა საარჩევნო შტაბების წარმომადგენლებთან და ლიდერებთან;
2.   საარჩევნო უბნების უმეტესობამ გადმოგვიგზავნა შესაბამისი ინფორმაცია. თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა ვერ შეძლო მოეწოდებინა მათ უბანზე ამომრჩეველთა ზუსტი სტატისტიკა ან სხვა დეტალები. ამის გამო მთლიანი სურათი ამ უბნებიდან კვლავ ბუნდოვანი რჩებოდა. შესაძლოა, საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს არ ჰქონდათ ინფორმაცია მათ უფლება-მოვალეობებზე და შესაბამისად, აღნიშნული საკითხები უყურადღებოდ დარჩა.
3.  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული დამატებითი სიები არ იყო სრულყოფილი. იყო ინფორმაციული ლაფსუსები, არ არის ახალი მონაცემები  ამომრჩეველთა საცხოვრებელ ადგილზე. აშკარაა, რომ კომისიის წევრები არ იყვნენ შესაბამისად ინფორმირებული არჩევნების პროცედურასა და რეგულირების საკითხებზე.
4. სხვადასხვა წყაროდან მიღებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა მაქსიმალური რიცხვი 2, 3 მილიონია. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3, 7 მილიონს შეადგენს; თუმცა, ბოლო ორი ათწლეულის გამნმავლობაში მიგრაციის მაჩვენებლმა 1,2 მილიონს მიაღწია. ცესკოდან შეუძლებელი გახდა ზუსტი ინფორმაციის მიღება, რატომ გაიზარდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3, 5 მილიონამდე. უფრო მეტიც გაურკვეველი იყო საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ავტონომიური რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების არჩევნებში მოაწილეობის შესახებ. გაურკვეველი იყო, რა გეგმა გააჩნდა ხელისუფლებას აღნიშნულ რეგიონებში არჩევნების ჩასატარებლად.
5.  ამას გარდა, საარჩევნო უბნებს არ გააჩნდათ ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის სისტემის შესახებ;  კომისიის წევრებმა არ იცოდნენ,  როდის უნდა შეწყვეტილიყო აგიტაცია უბნებზე.
6.  კითხვები გაჩნდა ვიდეო-კამერების შესახებ, როლებიც საარჩევნო უბნებზე იყო დამონტაჟებული. ცესკოს განცხადების თანახმად, კამერები საჭირო იყო არჩევნების პროცესის მონიტორინგისათვის, რათა თავიდან აეცილებინათ აურზაური და დაძაბულობა. თუმცა არსი იმაში მდგომარეობდა რომ ამომრჩეველს, ქალაქებსა და განსაკუთრებით, პერიფერიებში, ისეთი გრძნობა ეუფლებოდათ, რომ ბიულეტენის შემოხაზვისას მათ უთვალთვალებდნენ.
7.   არ არსებობდა ადეკვატური ახსნა-განმარტება საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად რატომ ტარდებოდა პლებისციტი საქართველოს პარლამენტსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. აღნიშნულმა საკითხმა ბევრი სირთულე გამოიწვია.
8.    დელეგაცია არკვევდა მიზეზს, რატომ დაინიშნა არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს, რომელიც მნიშვნელოვან დღესასწაულს ემთხვეოდა და ჩვეულებრივ, ამ დროს ხალხი ერთობა და არ არის მზად იფიქროს მისთვის სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატზე.
9.    აღმოჩნდა, რომ კანდიდატების უმეტეს ნაწილს თბილისში არ ჰქონდა საშუალება ეფექტურად წარმოეჩინა თავისის პროგრამა ამომრჩევლების წინაშე. ტელევიზიები უმეტეს დროს უთმობდნენ კანდიდატს საარჩევნო ნომრით 5, მაშინ, როცა ხდებოდა სხვა კანდიდატების მარგინალიზაცია. ამასთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოყენებული იყო ნომერი 5 კანდიდატის რეკლამირებისათვის, რომელიც ხალხს ახალ წელს ულოცავდა პლაკატებიდან. ისრაელში საპრეზიდენტო ნომერ 5 კანდიდატის წინა-საარჩევნო კამპანია 2007 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო; ცენტრალურ მაგისტრალებზე გამოკრული იყო უზარმაზარი ბანერები და ასევე თელავივის ზოგიერთ შენობაზეც.
10.  4 იანვარს, „დუმილის დღეს“ სატელევიზიო არხები აგრძელებდნენ მეხუთე ნომერ კანდიდატზე ინფორმაციის გავრცელებას, დარღვეული იყო კანდიდატთა მიერ ეთერის გამოყენების ბალანსი პრაიმ თაიმის დროს.
11. შეხვედრები ეწყობოდა პრეზიდენტობის კანდიდატებსა და მათ წარმომადგენლებთან, რომლებიც განიხილავდნენ თავიანთ კამპანიას. ისინი გამოხატავდნენ კრიტიკულ შეხედულებებს და იმედგაცრუებას მეხუთე ნომერ კანდიდატის მიერ ჩატარებული საარჩევნო კამპანიის გამო, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტის, რესურსებისა და დაწესებულებების უტილიზაცია მოახდინა თავისი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მისაღწევად. ერთ-ერთი წარმომადგენელი აცხადებდა, რომ საიდუმლო სამსახურმა, სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა და სამხედრო დაზვერვამ ვიდეო კამერები დაამონტაჟა საარჩევნო შტაბების შემოსასვლებში. როცა მიზეზი ჰკითხეს, ძალოვნების პასუხი იყო ის, რომ ამით ისინი ხელს შეუშლიდნენ ბიზნესმენებს ფინანსური მხარდაჭერა გამოეხატათ რომელიმე კანდიდატის მიმართ.
12. ცესკოს თავჯდომარეს მივმართეთ რამდენიმე თხოვნით, გაემართა პრეს-კონფერენცია ახალ პრეს-ცენტრში. მიუხედავად თავდაპირველი დაპირებებისა, ნუგზარ კუპრეიშვილმა უარი გვითხრა თხოვნაზე იმ მიზეზით რომ ამას სხვა მარტივი მიზეზების პრეცენდენტად გამოიყენებდნენ.
13.    ICES-ის წევრები სხვადასხვა ქალაქში საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შემდეგ ამზადებდნენ კრიტიკულ ანგარიშებს. მაგალითად, ორ ქალაქში, ქუთაისსა და ახალციხეში, განხორხიელებული მონიტორინგის შედეგად მომზადდა უკიდურესად კრიტიკული მასალა არასწორი საარჩევნო პროცედურების შესახებ; როგორიცაა საარჩევნო უბნებზე ვიდეო-კამერების დამონტაჟება, რაც ამომრჩეველთა უფლებებს არღვევს და ნერგავს შიშს არჩევანის გაკეთებისას. ამას გარდა ერთ-ერთი კამერა აფიქსირებდა ამომრჩეველს ხმის მიცემის პროცესში. საარჩევნო ყუთები არ იყო სწორად გაღებული და დაბეჭდილი. საარჩევნო კაბინაში იყვნენ პოლიციელები, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა შიშს. საუბნო კომისიებს არ ჰქონდათ მოქმედების სრულყოფილი ინსტრუქცია შესაბამისი საარჩევნო ოლქებიდან. ახალციხეში აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო (70 %). თუმცა. ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა; ემუქრებოდნენ როგორც მათი. ასევე ახლობლების სამსახურიდან დათხოვნით. საარჩევნო პროცესის ტემპი არ შეესაბამებოდა ამომრჩეველთა რიცხვს; ოფიციალური მონაცემების მიხედვით დროის ძალიან მცირე მონაკვეთში რამდენიმე ასეული ადამიანი ახერხებდა ხმის მიცემას.

აღნიშნულ ანგარიშში მისია წარმოგიდგენთ დასკვნებსა და შთაბეჭდილებებს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიმდინარე პროცესებსა და კამპანიაზე.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები არ აკმაყოფილებს საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტებს და შესაბამისი ორგანიზაციების მოთხოვნებს. შესაძლოა, მიღებული იყო არასათანადო ზომები ორგანიზაციული საკითხებისა და პროცედურების სწორად განხორციელებისათვის; აშკარა იყო, რომ საარჩევნო კამპანია იხრებოდა საპრეზიდენტო კანდიდატისკენ, რომელიც 5 ნომრით იყო რეგისტრირებული. მოსამზადებელ პერიოდს თან ახლდა სხვა კანდიდატების მრავალრიცხოვანი  საჩივრები  მმართველი პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ; ყველა ეს საჩივარი არ შეიძლება უსაფუძვლო ყოფილიყო.

შესაბამისად, არჩევნები ვერ შეფასდება როგორც გამჭვირვალედ და ბოლომდე ღიად რასაც საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტები მოითხოვს; ამის გამო წარმოიშვა ყველა ის პრობლემა, რაც ზემოთ იყო ჩამოთვლილი. უფრო დეტალური, საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება უახლოეს მომვალში.

ალექსანდრე ცინკერი - მისიის ხელმძღვანელი
 
ბარუჰ ბენ ნერია - მისიის ხელმძღვანელის მოადგილე-ამბასადორი

ვილდა მინოტი -მისიის მდივანი


ახალი ამბები