კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება ბიულეტინებს სანაგვეზე ყრიდა

11 იანვარი, 2008
არასამთავრობოებმა ცესკოს ფაქტზე წაასწრეს

10 იანვარს 13 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციათა  კოალიციამ ,,დემოკრატიისათვის“  ცესკოს წინ აქცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის  წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის აღძვრას ითხოვდნენ.

ამ მოთხოვნის საფუძველი გახდა ის მრავალრიცხოვანი დარღვევები, რომელიც არჩევნების პროცესში დაფიქსირდა. მორიგი სამართალდარღვევა კოალიციამ იქვე ადგილზე აღმოაჩინა. აქციის მონაწილეებმა დაინახეს, თუ როგორ ცდილობდა ცესკო, არასასურველი ბიულეტენები თავიდან მოეშორებინა.

უჩა ნანუაშვილი  „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი და აქციის მონაწილე: „როდესაც აქციას ვმართავდით, ცესკო-ს შენობასთან დასუფთავების სამსახურის მანქანა იყო მოყენებული. დასუფთავების თანამშრომლებს კი შენობიდან სხვადასხვა ქაღალდებით სავსე ათეულობით ყუთი  გამოჰქონდათ.  თავიდან ამისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია, მერე შევამჩნიეთ, რომ ამ ქაღალდებში  ბიულეტენები და საარჩევნო სიებიც ერია. ამან დაგვაინტერესა და ფოტოებიც გადავუღეთ. ერთ-ერთი ყუთი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს გამოვართვი. უკვე ჩემი მანქანისკენ მიმქონდა, როდესაც პოლიციელები და დაცვის თანამშრომლები ჯერ დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელს ეჩხუბნენ, რატომ აძლევო, შემდეგ კი მაიძულეს, რომ  ყუთი მათთვის დამებრუნებინა. მანამდე ყუთის შემოწმება მაინც მოვახერხეთ. აღმოჩნდა, რომ შიგ კონვერტში ჩადებული შემოხაზული ბიულეტენები ეყარა. ყველა ეს მასალა დიდ კონვერტში იყო ჩადებული და დალუქული. კონვერტებს  საუბნო საარჩევნო კომისიის ყველანაირი ბეჭედი ჰქონდა დასმული. უბრალოდ, გაუხსნელი იყო. კონვერტების ნაწილს დამატებითი სია ეწერა, ნაწილს კი პირადობის ასლები.

ჩვენ გადავამოწმეთ და გავარკვიეთ, რომ ყველა საარჩევნო დოკუმენტი 5 წლის განმავლობაში უნდა ინახებოდეს. შესაბამისად მათი გადაყრა სისხლის სამართლის დანაშაულია. ფაქტი სახეზეა, ისინი ზედმეტ ბიულეტენებს იცილებდნენ.

როდესაც ჩვენ აქციას ვმართავდით  თარხნიშვილი ელჩებს ხვდებოდა. როდესაც  ელჩები შენობიდან გამოვიდნენ  რამდენიმე მათგანი გაჩერდა და მოგვისმინა,  უმრავლესობამ კი გზა განაგძო. შეიძლება იმიტომაც, რომ იქ უამრავი კამერა იყო და ჟურნალისტებთან ურთიერთობას ერიდებოდნენ“.

კოალიციის  წევრები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ეს ფაქტი შეიძლება სათავისოდ გამოიყენოს და გამოაცხადოს, რომ ეს აქცია ბადრი პატარკაციშვილის გეგმის ნაწილი იყო.

უჩა ნანუაშვილი: ,,ხელისუფლება ხომ ამბობდა, ვიღაცეები გამოვლენ, აჩვენებენ რაღაც ყუთს, ატეხენ ხმაურს, თითქოს არჩევნები გაყალბდაო.  შეიძლება დღევანდელი აქციაც ამ კუთხით შეაფასონ“.

ფოტორეპორტაჟი 
 
ნონა სუვარიანი, თბილისი.
 

ახალი ამბები