12:34, Wednesday, 22.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პატიმრებს ხმა არ მიაცემინეს

11.01.2008
ქუთაისის №2 საპყრობილეში ხმის მიცემის პროცესი სერიოზული დარღვევების ფონზე ჩატარდა. ამ განცხადებას „ახალი მემარჯვენეების’’ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები აკეთებენ. 

„№2 საპყრობილეში ადმინისტრაციამ პატიმრების უფლებები დაარღვია, რაც იმაში გამოიხატა, რომ 274 გაუსამართლებელი პატიმრიდან ხმა მხოლოდ 22-მა მისცა. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს უჭერდა მხარს. დანარჩენი კი, ვინც სავარაუდოდ მის წინააღმდეგ მისცემდა ხმას, სიაში არ შეიყვანეს. მიზეზად კი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არქონა დაასახელეს,“ - აცხადებს ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი „ახლებიდან“ -  ვანო კაპანაძე.

მისი განმარტებით, ციხის საარჩევნო უბანზე თავიდან სურდათ, უახლოესი საარჩევნო უბნიდან მიეტანათ გადასატანი ყუთი, რასაც კომისიის ოპოზიციური ნაწილი არ დაეთანხმა. „ამით პატიმრები ხმის მიცემის პროცესში სერიოზულ ზეწოლას გადაურჩნენ. გადასატანი ყუთის შემთხვევაში რაც ხდება, მოგეხსენებათ. თუმცა, პრობლემა მაინც გაჩნდა. პატიმართა უმრავლესობამ საერთოდ ვერ უყარა კენჭი, საარჩევნი კომისიის ოპოზიციონერი წევრები კი, ამ ფაქტის გახმაურების გამო ლამის ციხეში დატოვეს“, - აცხადებს კაპანაძე.

პატიმართა უფლებების შელახვაზე საუბრობს ადვოკატი ანა ჩაფიძეც, რომლის  განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ 5 იანვრის არჩევნებთან დაკავშირებით. „თავიდან იყო საუბარი, რომ არჩევნები საპყრობილეებში ყოველგვარი დარღვევების და გაუგებრობების გარეშე ჩატარდებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ძალიან ბევრი პატიმრის ხმა საერთოდ დაიკარგა. მიზეზად კი, როგორც გაირკვა, პირადობის მოწმობების არქონა დასახელდა,“- აცხადებს ანა ჩაფიძე.

ქუთაისის №2 საპყრობილის ადმინისტრაციაში მომხდარ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება „ახლების“ საჩივარს, ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი განიხილა და საბოლოო დასკვნისთვის ცესკო-ს გადასცა. აღნისნულ საკითხზე ცესკო-ში საჩივრის შეტანას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც აპირებენ.

ქუთაისის №2 საპყრობილეში პატიმართა გარდა სასურველ კანდიდატს ხმა ადმინისტრაციის თანამშრომლებმაც მისცეს. საარჩევნო ურნაში ჩაყრილი ხმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა.

1.    ლევან გაჩეჩილაძე - 17
2.    არკადი პატარკაციშვილი - 6
3.    დავით გამყრელიძე - 3
4.    შალვა ნათელაშვილი - 3
5.    მიხეილ სააკაშვილი - 335
6.    გიორგი მაისაშვილი - 0
7.    ირინა სარიშვილი - 0

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC