02:32, Monday, 21.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მოსამართლემ ეუთოს წარმომადგენლები შეურაცხყო

10.01.2008
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ეუთოს წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენეს. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გრძელვადიანი დამკვირვებლები პოლ ვესონი და ნორბერტ ბალდია, სასამართლოს თავმჯდომარე შალვა მჭედლიშვილთან შეხვედრას ცდილობდნენ, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ისინი სამუშაო ოთახიდან გააძევა.

მომხდარის გარკვევას საპრეზიდენტო არჩევნების დამკვირვებელთა მისიის წარმომადგელები თარჯიმნის მეშვეობით ადგილზე შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. მისაღებიდან გამოსული მოსამართლე სასამართლოს კანცელარიაში გაიქცა, საიდანაც უცხოელი დამკვირვებლების მისვლისთანავე, სირბილით, ისევ თავის ოთახში დაბრუნდა. კარის ჩაკეტვამდე მან ერთ-ერთი დამკვირვებელი ნორბენტ ბალდია კარში მოაყოლა.

"ასეთი რამ არსად მინახავს. ის რაც აქ მოხდა, სირცხვილია"- განაცხადა ბალდიამ.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის გრძელვადიანი დამკვირვებლები სასამართლოში საჯარო ინფორმაციის მისაღებად მივიდნენ. მათ სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა სურდათ, რათა მიეღოთ ინფორმაცია, რატომ განაცხადა უარი მოსამართლემ, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, ადგილობრივი დამკვირვებლის საჩივრის განხილვაზე.

ა/ო "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტებმა სასამართლოს სარჩელით 10 იანვარს მიმართეს და რამდენიმე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვეს. მოსარჩელეთა თქმით, მოსამართლე მჭედლიშვილმა მათ მაშინვე სთხოვა, სარჩელის უკან გატანა, რაზედაც უარი მიიღო. "სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ მოსამართლემ შიში ღიად გამოხატა. გვთხოვა, მე რომ არ დავაკმაყოფილებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეთ და იქ იდავეთო",  რაზედაც გაკვირვება გამოვხატეთ. მოსამართლემ ისიც გვკითხა, მსგავსი სარჩელი კახეთის სხვა სასამარლოშიც თუ შეგვქონდა.

სარჩელს თან ერთვის დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ არჩევნები გაყალბდა. ასევე, სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებებით ეჭვსგარეშეა ისიც, რომ საოლქო–საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. სწორედ იმიტომ, რომ მოსამართლე ვერ შეძლებდა უარი ეთქვა ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, გამოიტანა განჩინება სარჩელის წრმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც თან ერთვის კიდევ ერთი განჩინება, ხარვეზის დადგენის თაობაზე. აქ აღნიშნულია, რომ მოსარჩელე დამკვირვებელს, დამკვირვებლის მოწმობის მიხედვით, დაკვირვების უფლება ჰქონდა 2007 წლის 27 დეკემბრიდან, 2008 წლის 7 იანვრამდე. შესაბამისად, რადგან სარჩელი სასამართლოში შეტანილია 10 იანვარს, მოსარჩელეს არ აქვს საქმის წარმოების უფლება. ამასთან ერთად, სასამართლოში შექმნეს ოქმი, საიდანაც ვკითხულობთ, რომ სასამართლომ დამკვირვებლის საჩივარში დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად მოსარჩელეს მისცა 2 საათი, თუმცა დადგენილ დროში ხარვეზი არ იქნა გასწორებული. ამიტომ, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. ამავე ოქმში, რომლსაც ხელს აწერენ სასამართლოს კანცელარიის გამგე ნინო ომარაშვილი და მოსამართლის თანაშემწე ნინო ქაჩლიშვილი, მოცემულია, რომ მოსარჩელემ არ ჩაიბარა განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ, რაც არის სრული სიცრუე. "ამ განჩინების არსებობის თაობაზე არაფერი ვიცოდით, ტელეფონითაც კი არაფერი უცნობებიათ"- აცხადებენ "ადამიანის უფლებათა ცენტრში". ორგანიზაცია საქართველოს იუსტიციის საბჭოსგან მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაუყოვნებლივ დაყენებას მოითხოვს.

სასამართლოს შენობაში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ ეუთოს წარმომადგენლები ადგილობრივ დამკვირვებლებს შეხვდნენ, ვისგანაც დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია, კახეთის რეგიონში საარჩევნო დარღვევებთან, გაყალბების კონკრეტულ და დაკვირვებლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით.

ადგილობრივმა დამკვირვებლებმა ეუთოს წარმომადგენლებს, კახეთში არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ფოტო მასალა და მტკიცებულებებიც გადასცეს.

ეუთოს წარმომადგენლების შეურაცხყოფის ფაქტზე გურჯაანის სასამართლოში კომენტარის გაკეთება არავინ ისურვა. კომენტარი ვერც უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურიდან მივიღეთ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC