23:54, Monday, 06.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ვალე სასწრაფო დახმარების მანქანას ითხოვს

21.02.2008
გულო კოხოძე, ვალე

ახალციხის მუნიციპალიტეტის დაბა ვალეს საავადმყოფოს ლაბორანტის ხელფასი რვა, ექიმისა კი - 10-12-ლარია. საავადმყოფოში, რომელსაც ადრე უამრავი პაციენტი მიმართავდა, დღეს სასწრაფო დახმარების მანქანაც არ გააჩნია.

,,პირველად მოვედი კბილის ექიმთან. ამ საავადმყოფოს ჩემი ოჯახი არ მომართავს ხოლმე”, - ამბობს დაბა ვალეს მკვიდრი მაია გოგოლაძე. 

,,ამ საავადმყოფოს“ კი დიდი ხნის ისტორია აქვს: ,,ისეთი დატვირთვა ჰქონდა, რომ რეგიონის მასშტაბით ყველა პროფილის პაციენტები ჩვენთან მოდიოდნენ”, -აცხადებს შპს დაბა ვალეს საავადმყოფოს დირექტორი შალვა მოსეშვილი.

დაბა ვალეს საავადმყოფო 1952 წელს აშენდა და ფუნქციონირებაც ამავე წელს დაიწყო. 56 წლის წინ აშენებულ საავადმყოფოში ფანჯრებიც კი არ შეცვლილა, ამიტომაც ჩამსხვრეული მინებიდან, დამტვრეული სახურავიდან თოვლი შენობაში შედის და თოვლის საფარი სამ სანტიმეტრს აღწევს.

,,რემონტია გასაკეთებელი. ამდენი ხნის განმავლობაში არ ჩატარებულა. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საშუალოზე დაბალია. სახურავი, კარ-ფანჯრები, იატაკი შესაკეთებელია. ახალი გამგებელი აქაური კაცია და იქნებ დაგვეხმაროს”, - იმედი აქვს შალვა მოსეშვილს.

საავადმყოფოში მედ-პერსონალი მიზერულ ხელფასზე მუშაობს.

,,ხელფასს რვა ლარს ვიღებ. შიდა სტანდარტებზე ვართ და მეტი შემოსავალი არ გვაქვს. სამსახურსაც ვერ ვტოვებ. 30 წელი ვიმუშავე და სახლში ხომ არ დავჯდები ახლა. უკეთესი მომავლის იმედი გვაქვს. პენსია მაინც მიწევდეს, უფრო მეტს ავიღებდი. სოფელი რომ მქონდეს, წავიდოდი. ქალაქში რა უნდა ვაკეთო?”, – კითხულობს ლაბორანტი ჟუჟუნა მღებრიშვილი.

,,ექიმები გამომუშავებაზე არიან და 10-დან 20 ლარამდე ხელფასს იღებენ”, - გვითხრა სააავადმყოფოს დირექტორმა.

საავადმყოფოში რვა ექიმია დასაქმებული: თერაპევტი, პედიატრი, ქირურგი, სტომატოლოგი, კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის სპეციალისტები, თუმცა სპეციალისტების სიმცირეს მაინც უჩივიან.

,,მეან-გინეკოლოგი არ გვყავს და ვეღარც მშობიარეებს ვიღებთ. რამდენიმე წლის წინ გინეკოლოგიური განყოფილება სრული დატვირთვით მუშაობდა. წელიწადში 60-დან 100 მდე მშობიარეს ვიღებდით. ისე, ქალაქებში რამდენი უმუშევარი ექიმია და არ შეიძლება, ჩვენმა მთავრობამ ან ბინით დააკმაყოფილოს ისინი ან რაღაცით მოიზიდოს?, - კითხულობს ქალთა კონსულტაციის მედდა თინა გოზალიშვილი.

საავადმყოფოში შეშა, საჭმელი და თეთრეული პაციენტმა უნდა მიიტანოს.

,,ვალეში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 1200 ადამიანია. მათ უფასოდ ვემსახურებით. ნებისმიერი ოპერაცია, რაც სასწრაფოა, ვაკეთებ – მოტეხილობები, აპენდიციტი, თიაქარი, პროქტოლოგიური ოპერაციები, კვანძების ამოკვეთა, სიმსივნური წარმონაქმნების ამოკვეთა. ბევრი ავადმყოფი ახალციხიდან აქ მოდიოდა. პირობები არ გვაქვს, თორემ რთული ოპერაციების გაკეთებაც შემიძლია”, - აცხადებს ვახტანგ ზაქროშვილი.
 
საავადმყოფოში რენტგენოლოგის კაბინეტი არის, მაგრამ თავად სპეციალისტი არ ჰყავთ. პალატებიც საშინელ მდგომარეობაშია. ნაწილობრივ მოწესრიგებულია ერთი პალატა, სადაც გაჭირვებულ პაციენტს აწვენენ.

დაბა ვალეს მოსახლეობა  მედ-პერსონალთან ერთად სასწრაფო დახმარების მანქანას ითხოვს.

სასწრაფო დახმარების მანქანა დაბა ვალეს და მის ახლომდებარე სოფლებს ვერ ემსახურება, რადგან ქალაქ ახალციხიდან გამოძახებული სასწრაფო დაბაში დროულად ასვლას ვერ ახერხებს, რაც ხშირად სავალალო შედეგებით სრულდება.

,,მოსახლეობას სასწრაფო დახმარება ხშირად სჭირდება. იყო შემთხვევები, როცა გამოძახებულ სასწრაფოს პაციენტი გარდაცვლილი დახვდა”, - აცხადებს შპს ვალის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე  ვახტანგ ზაქროშვილი.

,,ცუდად გავხდი და გამოვიძახე სასწრაფო, რომ არ გამოჩნდნენ, წამლები თვითონ მივიღე, ჩამძინებია კიდეც. სასწრაფო ორი საათის შემდეგ მოვიდა”, - ამბობს შალვა მოსეშვილი.

,,სახლში ავადმყოფი დედა მყავს. სასწრაფო დახმარება ხშირად სჭირდება, თუმცა სანამ ახალციხის სოფლებში გაბნეული სასწრაფო მანქანები ვალემდე ამოაღწევს, შეიძლება უბედურება მოხდეს. ამხელა დაბაა და ერთი სასწრაფო კი უნდა გვყავდეს”, - ამბობს ვალეს მკვიდრი პეტრე ყულიჯანიშვილი.

ვალეს მედპერსონალი და მოსახლეობა დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს და შპს ვალეს საავადმყოფოსთვის სასწრაფო მანქანის გადმოცემას ითხოვს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ვახტანგ ზაქროშვილი
2011-03-22 22:21
პაპააააააა :D:D:D:D:D:D
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC