10:33, Wednesday, 19.06.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გორის საკრებულოს გაუგებარი ბიუჯეტი

08.03.2008

საბა წიწიკაშვილი, გორიდან

შიდა ქართლის რწმუნებული ვლადიმერ ვარძელაშვილი დიდი ხანია იაპონური გრანტით ტრაბახობს და დღემდე ვერ მოუძებნია გზა, თუ რაში დახარჯოს იგი „ეფექტურად“.

ერთი თვის წინ გუბერნატორი  არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. შეხვედრა   პრესისთვის დახურული იყო, თუმცა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ინფორმაცია მაინც მოიპოვა.

მილიონ ნახევრიან გრანტამდე ვარძელაშვილმა სახურავებზე, გზებზე, წყალზე და კიდევ ბევრ რამეზე ისაუბრა. თუმცა, გორის საკრებულოს დამტკიცებულ ბიუჯეტში სახურავებისთვის გამოყოფილი თანხა საერთოდ არ არის ნახსენები, გზებისთვის კი სულ 45 000 ლარია გათვალისწინებული,ისიც მოსახრეშად.როგორც სოფელ შავშვების საკრებულოს დეპუტატმა სოსო ხუროშვილმა თქვა, ეს თანხა მხოლოდ მის სოფელსაც არ ეყოფა.

რაც შეეხება წყალმომარაგებას, ცოტა გაურკვეველია ამ პრიორიტეტის წინ წამოწევა, რადგან საქვეყნოდ ცნობილია, რომ გორს ყველაზე კარგი წყალი აქვს, ხოლო თუ სადმე მილი გასკდა,ამისთვის სტიქიური მოვლენებისთვის გათვალისწინებული ფონდი არსებობს. ჩნდება ეჭვი, რომ საკრებულოს თავმჯდომარის, ზვიად ხმალაძის მიერ  პრიორიტეტების ამგვარად გადანაწილება ამ პროფილის კომპანიებში დასაქმებული მეგობრების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა, მათ შორის ,,წყლის კომპანიების” ლიდერის გივი ხუროშვილის სახეიროდ.გივი ხუროშვილი საკრებულოს ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსია.

გივი ხუროშვილი ადგილობრივ ბიუჯეტში სახურავების გადახურვაზე თანხების არარსებობის ფაქტს ასე განმარტავს: ,,ბატონი ლადოს (ვარძელაშვილი) ინიციატივით, საქართველოს მთავრობის წინაშე დაყენებულია საკითხი, გორში სახურავების გადახურვისთვის თანხები გამოიყოს. ეს საკითხი მარტში მთავრობის სხდომაზე გადაწყდება".

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ სახელმწიფო ბიუჯეტსაც გადახედა, სადაც რეგიონებისთვის ტრანსფერის გამოყოფასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია დევს.სახურავების გადახურვაზე არც იქ არის რამე ნათქვამი.
რაც შეეხება ლადო ვარძელაშვილის სხვა ინიციატივებს, ამის შესახებ უკვე ლეგენდებსაც ჰყვებიან. შეხვედრაზე, სადაც ,,ადმიანის უფლებათა ცენტრიც“ წრმომადგენელიც იმყოფებოდა, ვარძელაშვილმა ასეთი რამ თქვა, შევეცდები, დედაქალაქიდან ცენტრალური სათაო ოფისები გორში გადმოვატანინო. ამით ადგილობრივ ბიუჯეტში მეტი თანხა შემოვაო. გუბერნატორს ჩაფიქრებული აქვს, თბილისის კაზინოები გორში, ხოლო ადგილობრივი ტოტალიზატორები ქალაქგარეთ გადაიტანოს.

ამჟამინდელი კანონმდებლობის მიხედვით, ადგილობრივ ბიუჯეტში მხოლოდ მოსაკრებელის თანხა რჩება. საშემოსავლო ნაწილი მთლიანად ცენტრალურ ბიუჯეტს მიაქვს. ერთადერთი, რითაც შეიძლება გორში გადმოტანილმა კაზინომ ბიუჯეტი ახეიროს, ესა არის ქონების გადასახადი და მოსაკრებელი იმისდა მიხედვით, თუ რამდენი მაგიდაა კაზინოში. ეს, ფინანსისტების თქმით, არ მოიტანს იმაზე ბევრ ფულს, ვიდრე ტოტალიზატორებს და პოკერ-კლუბებს შემოაქვთ.

რაც შეეხება იაპონურ გრანტს, ამაზე  ვცლად სასაუბროდ გუბერნატორმა ჯერ ვერ მოიცალა. პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გრანტი,1 400 000 ლარს შეადგენს და ამით ქალაქში ,,ახალგაზრდული ცენტრი“ დაფინანსდება. ცენტრში გაერთიანებული იქნება ლიტერატურული თუ არტ-კაფეები, ასევე ინტერნეტ-კაფეებიც.

თუმცა ,,ახალგაზრდული ცენტრისთვის“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯერ კიდევ შარშან 202 000 ლარი იყო გამოყოფილი. დღევანდელ ბიუჯეტში ეს თანხა ისევ ცალ-ცალკეა გაწერილი. ჯერჯერობით გაერთიანებული არ არის ტურიზმის, კულტურის, ახალგაზრდობის ცენტრები... ჩვენ კითხვა გვაქვს გუბერნატორთან, მისი გრანტი იმ ორგანიზაციების დაფინანსებას ხომ არ დაიწყებს,რაც ბიუჯეტით ისედაც ფინანსდებდა?

ერთ დროს "პატრიოტების" სულისჩამდგმელი ლადო ვარძელაშვილი გასულ კვირას ოზურგეთს ეწვია და ახალგაზრდებს შეხვდა. ირკვევა,  რომ ახალგაზრდული ცენტრი იქაც უნდა შეიქმნას. როგორც ვარძელაშვილმა ჟურნალისტებან აღნიშნა, შიდა ქართლში კონკურსი უკვე გამოცხადდა და თითქმის ცნობილიც არის, თუ ვინ უხელმძღვანელებს ახალგაზრდულ ცენტრს. "კონკურსი გურიაშიც გამოცხადდება", _ თქვა ვარძელაშვილმა.

შიდა ქართლის გუბერნატორს ,,გურია ნიუსის“ ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე ესაუბრა.

-გავრცელდა ინფორმაცია, ლადო ვარძელაშვილი შიდა ქართლში კაზინოებს ხსნისო? 

- ვინ თქვა ეს, საბა წიწიკაშვილმა? საბა წიწიკაშვილი მომიკითხეთ, რო ნახავთ...

ამ შეკითხვების შემდეგ ლადო ვარძელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარი აღარ ისურვა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
უნდა განადგურდეს თუ არა უკანონოდ მოპოვებული ოპერატიული მასალების არქივი?
უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ ჯერ კომისიამ შეისწავლოს და მერე განადგურდეს არ უნდა განადგურდეს მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC