კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დასაქმებულ ქალთა აქცია

11 მარტი, 2008
პროტესტის ნიშნად დასაქმებულებმა შრომითი კოდექსის პლაკატი დაწვეს
მაკა მალაყმაძე, ბათუმი

8 მარტს, ბათუმელმა ქალებმა შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანისა და დასაქმებულ ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია გამართეს. აჭარის პროფკავშირის წარმომადგენლებმა კი საქართველოს პრეზიდენტს სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით.

ჟუჟუნა თურმანიძე, მახინჯაურის სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომელია. აქციაზე თავისი უფლებების დასაცავად მივიდა. თუმცა იმაზეც ეჭვობს, რომ ამის გამო, შესაძლოა, ხვალ უმუშევარი აღმოჩნდეს: „ძალიან ბევრს გვამუშავებენ, არც ერთ დღესასწაული ჩვენთვის არ არის, მხოლოდ ახალ წელს დაგვასვენეს. ხელშეკრულება მე ჯერ არ გამიფორმებია, ახალი თანამშრომელი ვარ. სხვებს აქვთ და ისეთ პირობებში გაუფორმეს, გაცნობის საშუალებაც კი არ ჰქონდათ. აქციაზე სიტყვით გამოსვლის გამო, შესაძლოა, პრობლემები შემექმნას, რადგან ამასწინათ თანამშრომლებმა აქცია გამართეს და მაშინ ათი ქალი გაათავისუფლეს“.

მახინჯაურის სამკერვალო ფაბრიკა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის მაისში საზეიმოდ გახსნა. ფაბრიკის მფლობელი თურქეთის მოქალაქე, ნური სარმაია.
გაუსაძლის პირობებზე, უფლებების დარღვევასა და დაბალ ანაზღაურებასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამდნენ ბათუმის სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებიც. დასაქმებულმა ქალებმა პროტესტის ნიშნად, საქართველოს ახალი შრომითი კოდექსის პლაკატი დაწვეს.

„კოდექსი დასაქმებული ქალების მიმართ, რომლებსაც  მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ  ან ფეხმძიმედ არიან, არანაირ შეღავათს არ ითვალისწინებს. ვგმობთ მონურ შრომით კოდექსს“, - აღნიშნა აქციის მონაწილემ. 

პროფკავშირის პრეზიდენტისადმი გამზადებულ მიმართვაში წერია: „დაუყონებლივ შეიქმნას სახელისუფლო კომისია პროფკავშირების მონაწილეობით შრომის კოდექსში აუცილებელ ცვლილებასთან დაკავშირებით; გადაიდგას რეალური ნაბიჯები საქართველოში დემოგრაფიული ფონდის გაუმჯობესებისათვის, ქალთა სოციალური დაცვის მიზნით, მათი შრომისა და სოციალური გარანტიებისათვის, კომპენსაციბზე გადახედვისათვის. იმედს გამოვთქვამთ რომ ხელისუფლება იზრუნებს ქართველი ქალის, დედის ცხოვრებისა და ყოფის მძიმე პირობების გაუმჯობესებისათვის და ნათელი მომავლისათვის“.

აქციას ესწრებოდა ამერიკის სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენელი საქართველოში ბობ ფილდინგიც. აღნიშნული ცენტრი მსოფლიოს 60 ქვეყანაში ფუნქციონირებს, მათ შორის საქართველოშიც. ფილდინგის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ შრომით კოდექსში დასაქმებულ ქალთა უფლებების დასაცავად, ცვლილებები საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით უნდა შეიტანოს:

„ყველა ქართველი მეუბნება და მჯერა, რომ ქართული შრომითი კოდექსი შესაცვლელია. კოდექსში მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მომუშავე ქალთა უფლებებს. საერთაშორისო შრომით ორგანიზაციებს აქვთ კონვენცია - ეს არის საერთაშორისო კანონები შრომით უფლებებზე და კარგი იქნება საქართველოსთვის რომ დაამკვიდროს ის უფლებები დასაქმებული ქალებისთვის. საქართველო ევროკავშირისკენ გზას ადგას, ევროკავშირი კი დიდ ყურადღებას აქცევს ქალთა შრომით უფლებებს. ეს საერთაშორისო კანონები საქართველოშიც უნდა დამკვიდრდეს“.

ახალი ამბები