კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"შეფერხებული" დაპირებული ვაუჩერი

13 მარტი, 2008

გულო კოხოძე, ახალციხე

"სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, ოჯახები 100 ათასამდე სარეიტინგო ქულის დაგროვების შემთხვევაში, ყოველი შვილის გაჩენისას 1000-ლარიან ვაუჩერს იღებენ. თუმცა, მათი განაღდება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

"სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში სარეიტინგო ქულების 57 ათასამდე დაგროვების შემთხვევაში, ოჯახებს ფულადი დახმარება ეკუთვნით, 70 ათასამდე - სამედიცინო დაზღვევის პოლისი, 100 ათასამდე კი ყოველი შვილის გაჩენისას - "ღირსეული დასაწყისის ვაუჩერი", რომელიც პროგრამას 2007 წლის ბოლოს დაემატა.

ამჟამად, ახალციხის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 16 ოჯახია, რომელთაც აღნიშნული ვაუჩერი აიღეს.

"ვისაც ასი ათასი ქულა ჰქონდა მინიჭებული და იმშობიარა, ათასლარიან ფულად დახმარებას მიიღებს. ჩვენთან უნდა მოიტანოს ბავშვის დაბადების მოწმობისა და პირადობის მოწმობის ასლები. თანხას კი "სახალხო ბანკში" აიღებს", - ამბობს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ახალციხის განყოფილების უფროსი ციური მაისურაძე.

თამარ გზირიშვილმა ვაუჩერი 1 მარტს აიღო და მის გასანაღდებლად ახალციხეში არსებული ყველა ბანკი შემოიარა, მაგრამ უშედეგოდ: "სახალხო ბანკში" მითხრეს, თანხა არ არის ჩარიცხული და "სობესში" გაარკვიეთო. "სობესში" მითხრეს "პროკრედიტ ბანკში" აიღეო. "პროკრედიტ ბანკი" ხაშურს აქეთ არ არის. ალბათ, იქ მომიწევს ჩასვლა".

გაჭირვებული მოსახლეობისთვის ახალციხიდან ხაშურში ჩასვლაც პრობლემას წარმოადგენს.

,,აქედან - იქით, იქიდან - აქეთ მგზავნიან. სად აღარ მივედი. თავგზა ამებნა. ეს თუ საჩუქარი და დახმარებაა. გზაშიც ამდენი ფული მიდის და მერე კი თავს იწონებენ ვაუჩერები გავეცითო”, - ამბობს ნელი კაპანაძე.

ახალციხის ბანკებში თანხის აღება რომ ვერ მოახერხა, ციური ხითარიშვილმა, თბილისში "ბაზის ბანკს" მიმართა: "იქ მითხრეს, თანხა სამი კვირის მერე იქნებაო. ერთი თვეა, ვაუჩერი ავიღე და დავატარებ აქეთ-იქით. მაგრამ უშედეგოდ".

"სახალხო ბანკის" მმართველი დავით მოსიაშვილი ოფიციალური კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს. თუმცა ამბობს, რომ თანხის გაცემა ბანკზე არ არის დამოკიდებული.

სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსის აზა ქურდაძის თქმით, თანხის გაცემა უახლოეს მომავალში დაიწყება: "ამდენ ხანსაც უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ეტყობა რაღაცამ შეაფერხა".

პროგრამა "ღირსეულ დასაწყის"-ში ჩართული ოჯახები მის გაგრძელებას ელოდებიან და ვიდრე გაირკვევა, როდის და რომელ ბანკში  ჩაირიცხება თანხა, ჩვილზე საკუთარი სახსრებით ზრუნავენ. 

ახალი ამბები