კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში მომხმარებლის უფლებებს აღარავინ იცავს

17 მარტი, 2008

ეკა ქევანიშვილი, თბილისი

„დღევანდელი მოტანილია, დარდი ნუ გაქვთ“, - თუ თბილისის რომელიმე ბაზარში, ანტისანიტარულ პირობებში გასაყიდად გამოტანილი გაუგებარი წარმოშობის ძეხვი გამყიდველმა ასე დაგიხასიათად, ჯობს რჩევას ნუ ენდობით და ნუ იყიდით. მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს, 15 მარტს კავშირი „21-ე საუკუნე“ მორიგი კვლევით გამოეხმაურა და სწორედ იმ ვითარებაზე გააკეთა აქცენტი, რაც ამ სფეროში საქართველოში ხდება.

 

რას არ ნახავთ, მაგალითად, სამგორის მეტროსთან გაჩაღებულ გარე ბაზრობაზე: თუ ზედა დახლზე ხორცი, ღვიძლი და სხვა ხორცპროდუქტები აწყვია და სისხლი გასდის, მათ დაბლა მუყაოს ყუთებში კანფეტები და ორცხობილებია ჩალაგებული და სისხლი ზემოდან აწვეთავს. რა შესაბამისობის სერთიფიკატი და რისი ქართული ეტიკეტი - ამ მოთხოვნების წაყენებას აზრიც კი არა აქვს. და მარტო ასეთ გარე ვაჭრობის ობიექტებზე კი არა, არაერთ თავმომწონე მარკეტში გვხვდება მსგავსი დარღვევები.

კავშირი „ 21 საუკუნე“ ერთი წლის განმავლობაში ახორციელებდა საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილი საკვები პროდუქციის უსაფრთხოების საკითხების შესწავლას. მონიტორინგმა მოიცვა სარეალიზაციოდ გამოტანილი სურსათის რეალიზაცის პირობების, საქონლის ვარგისობის ვადის, ეტიკეტირებისა და შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის შესწავლა.
ასევე განხორციელდა სამომხმარებლო ბაზარზე შეძენილი სხვადასხვა დასახელების იმპორტირებული პროდუქციის შეძენა და მათი ტესტირება (სულ 27 ლაბორატორიული გამოცდა).

საქართველოს კანონში „პროდუქციისა და მომსახურების შესახებ“ განხორციელებული ცვლილებების შედეგად საქართველოში „სავალდებულო სერთიფიცირება დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში“.  კანონში შესული ცვლილებიდან 2 წლის განმავლობაში სავალდებულო სერთიფიცირება საქართველოშო მხოლოდ ღვინის წარმოებაზეა მიღებული. ხოლო სხვა დანარჩენ პროდუქციაზე სერთიფიკაცია ნებაყოფლობითია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „,წარმოებელი ვალდებულია პროდუქციის ბაზარზე გატანამდე შეადგინოს და ხელი მოაწეროს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნასთან პროდუქციის შესაბამისობის დეკლარაციას.

„21-ე საუკუნის“ ხელმძღვანელი პაატა გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ მონიტორინგის განხორცილების 9 თვის განმავლობაში მათ ვერ აღმოაჩინეს ვერც შესაბამისობის სერთიფიკატი და ვერც შესაბამისობის დეკლარაცია.

შემოწმებული პროდუქციის 4 მახასიათებლიდან გაუმჯობესება აღინიშნება მხოლოდ რეალიზაციის პირობების დარღვევათა შემცირებაში, რაც მომრავლებული მარკეტების შედეგია.
„რეალიზაციის პირობების მიხედვით, მარკეტები ძირითადად აკმაყოფილებენ შესაბამის ნორმებს, რასაც ვერ ვიტყვით ბაზრობებზე. ბაზრობებზე ანტისანიტარიაა, დარღვეულია ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძის პროდუქტების და თევზის შენახვისა და რეალიზაციის პირობები. პროდუქცია იყიდება დახლ-მაცივრების გარეშე შესაამისი ტემპერატორული თუ ტენიანობის პირობების სრული დარღვევით. ერთმანეთის გვერდით განთავსებულია შეუფუთავი საკვები პროდუქცია და სარეცხი თუ სხვა სახის ქიმიური საშუალებები. საკონდიტრო და პურპროდუქტები, რომელთა ერთად რეალიზაცია სრულიად დაუშვებელია. რეალიზაცია ხდება ღია ცის ქვეშ, მტვერიდან და სხვა დამაბინძურებელი ფაქტორებიდან პროდუქტი სრულიად დაუცველია. პროდუქციის დიდ ნაწილს არა აქვს მითითებული ვარგისობის ვადა ან მისი დადგენა შეუძლებელია, პროდუქციის რეალიზაციისას სასწორები დაუმოწმებელია“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ მე-6 მუხლის თანახმად, „დამამზადებელი (გამყიდველი) ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქციის შესახებ“. და ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ქართულ ენაზე“, ეს მოთხოვნა როგორც ბაზრობებზე, ისე მარკეტებში სრულიად იგნორირებულია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2004 წელთან შედარებით 2-ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის რაოდენობა, რომელთაც არ გააჩნიათ ქართულენოვანი ეტიკეტირება. აქ დარღვეულია ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური უფლება - ფლობდეს ინფორმაციას მისი ჯანმრთელობისათვის არსებული რისკზე.

პროდუქციის ვარგისობის ვადის მიხედვით იმპორტირებული პროდუქცია მეტად სანდოა, ვიდრე ადგილობრივი ნაწარმი. საერთო ჯამში 2004 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელიც გაუარესებულია.

პაატა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის მხრივ ქვეყანაში შექმნილია სავალალი მდგომარეობა. სამომხმარებლო ბაზარი გაჯერებულია დაბალხარისხოვანი, ჯანმრთელობისა და ზოგ შემთხვევაში, სიცოცხლისათვის საშიში პროდუქციით. სახელმწიფო მხრიდან არ არსებობს თითქმის არავითარი კონტროლი პროდუქციისა და მომსახურების უვნებლობასთან დაკავშირებით, რაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების აშკარა უგულვებელყოფაა.

„2004 წელს დაიწყო სისტემის რეფორმირება და დღეს არც ერთი მაკონტროლებელი სამსახური აღარ ფუნქციონირებს. მაშინ ამ სამსახურების გაუქმების არგუმენტი ის იყო, რომ ამ სტრუქტურებში კორუფცია მძვინვარებდა, რომ კომუნისტური გადმონაშთები იყვნენ და ახლიტ უნდა ჩანაცვლებულიყო, მაგრამ მივიღეთ ის, რომ დღეს ვერ იპოვიტ ორგანოს, რომელიც კონტროლს ახორციელებდეს. 2010 წლამდე ყველა ორგანოს ინსპექტირების ნებართვა შეჩერებული აქვს“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.

 


ახალი ამბები