03:10, Thursday, 24.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ხალხს არ სჯერა: ,,50 დღეში კი არა, ნეტა, ხუთ წელში გააკეთონ რამე”

18.03.2008
გულო კოხოძე, ახალციხე

ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის 50 დღიანი პროგრამის ამუშავება პრეზიდენტის ინიციატივით რეგიონებში მხარის რწმუნებულებს დაევალათ. მოსახლეობის განცხადებით, დავალება არ შესრულდა და ეს არავის არ მოეკითხება.
 
27 იანვარს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის სატელევიზიო მიმართვაში საზოგადოებას სიღარიბის დაძლევის 50 დღიანი პროგრამის განხორციელების დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ ამცნო: „სიღარიბე არავის აძლევს მოცდისა და სულის მოთქმის საშუალებას, ამიტომ მუშაობის დაწყება ახალი მთავრობის საბოლოო დაკომპლექტებამდე დაიწყება. ხვალიდან დაწყებული, მომავალი 50 დღის განმავლობაში და შემდეგ, არც ერთი გაცდენილი დღე და საათი! საქართველო ახლა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტურად ვიმუშავებთ”.

ახალციხის მკვიდრთ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის არ სჯერათ. მათ 50 დღეში სიღარიბის დაძლევა არარეალურად მიაჩნიათ: „ოთხი წელი არაფერი შეცვლილა და გაკეთებულა და 50 დღეში გაკეთდება?! ერთჯერადი დახმარებებით თუ უნდათ სიღარიბის დაძლევა, ასე არაფერი გამოვა. თუ რამე გვეშველება კარგია, მაგრამ პირი რომ არ უჩანს?!“ – კითხულობს ახალციხელი ზაურ დევრიშვილი.

არც ანზორ საფარიძე ფიქრობს სხვაგვარად. მისი აზრით, არც აქამდე დაფიქრებულა ხალხის გაუბედურებულ ყოფაზე ვინმე და არც ახლაა იმის იმედი, რომ ხელისუფლება თავს შეიწუხებს: „50 დღეში რომ რამე გაკეთდეს, ცოტა დაუჯერებელია. ახლა ბაზარში ვიყავი, მწვანილი მინდოდა მეყიდა, 100 გრამი 70 თეთრი ღირს. პენსია კი 52 ლარი მაქვს. ღმერთმა ქნას, რომ გამოსწორდეს მდგომარეობა, მაგრამ რაღაც ვერ ვიჯერებ. იმიტომ რომ არაფერი სახეირო ჩანს ჯერ-ჯერობით“.

მარინა ბერიძის აზრით, ეს ინიციატივა ახლადარჩეული ეიფორიაში მყოფი პრეზიდენტის ცარიელი სიტყვებია და სხვა არაფერი: „ეს პროგრამა მხოლოდ დაპირებაა, რომელიც დაპირებად დარჩება. ჯადოსნური ჯოხი უნდა გქონდეს, რომ ამ ქვეყანას 50 დღეში რაიმე დაატყო. ხალხს ისე უჭირს, ნაგავში იქექება. ეგ ზღაპარია, აგიტაციაა და სხვა არაფერი. ეს პროგრამა 50 დღეზე კი არა მაისის არჩევნებმადე გაწერილი ჩანს, ჰოდა, არჩევნების წინ შევიტყობთ თუ გააკეთებენ რაიმეს“. 

,,ვისაც როგორ შეუძლია ისე იწონებს თავს პრეზიდენტის წინაშე. არ იცის კაცმა პოლიტიკა, თუმცა მიმაჩნია, რომ არც სიმღერა იცის, მაგრამ პოლიტიკასავით არც ამას ეშვება. ხოდა ეძებ გამოსავალს, გზას მარტივად იკვალავ. წინასწარ სიმღერას წერ და ხოტბას ასხამ პრეზიდენტს. დაკისრებულ დავალებასაც აღარავინ აღარ გთხოვს”, - ამბობს ახალციხის მკვიდრი, რომელმაც გვარისა და სახელის დასახელებისაგან თავი შეიკავა.

,,50 დღე კი არა ნეტა ხუთ წელში გააკეთონ რამე“,- ამბობს როზა მელქონიანი.

საწარმოების ამუშავებასა და სოფლის მეურნეობის გაძლიერებაზე საუბრობს ახალციხელი რამაზ ჯავახიშვილი, თუმცა, მისი მსჯელობა უფრო შორსაც მიდის. იგი მიიჩნევს რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ პოლიტიკა უფრო ლიბერალური უნდა გახდეს: „32 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადი 25-მდე შემცირდა და რამდენიმე წელში 15 პროცენტამდე შემცირებას გეგმავენ. ალბათ, ჯობდა პირიქით გაეკეთებინათ და მეწარმეები რომ სულს მოითქვამდნენ, მოძლიერდებოდნენ, მერე გაეზარდათ 25 პროცენტამდე“.

სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, გოგა ხაჩიძის თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქტის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნა იგეგმება ახალციხესა და ადიგენში. გარდა ამისა, იგი ტურისტებისთვის ობსერვატორიის ხელმისაწვდომობაზეც საუბრობს, ოღონდ ისე, რომ სამეცნიერო მუშაობას ხელი არ შეეშალოს. გოდერძის უღელტეხილზე გზის გაკეთება, ახალციხეში წყლის სისტემისა და სომხურ სასაფლაოსთან მიმასვლელი გზის მოწესრიგება წელსაც აქტუალურ საკითხად რჩება.

„ჩემი მოთხოვნებია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დოზით გვჭირდება. ძირითადი კვლავ გზების მოწესრიგებაა. მთავარი სიახლეა ის, რომ შემდეგ ზამთარს ახალციხე გაზიფიცირებული შეხვდება“, - ამბობს გოგა ხაჩიძე.

50 დღიან პროგრამაზე უფრო  ნათლად ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ვერავინ საუბრობს, მოსახლეობის სკეპტიციზმი კი ზემოთ მოყვანილი კომენტარებიდანაც კარგად ჩანს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC