13:52, Thursday, 23.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ანტირასისტული კვირეული საქართველოში

21.03.2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

ქართველები შავკანიანების დანახვაზე „კულტურულ შოკს“ განიცდიან. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ წარმოშობით ნიგერიელ ახალგაზრდებს, რომლებიც ზოგჯერ ქართველი სამართალდამცავების ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.

1960 წლის 21 მარტს შარპევილში (სამხრეთ აფრიკა ) აპართეიდის წინააღმდეგ მიმართული აქციის დროს 70 დემონსტრანტი მოკლეს. მოგვიანებით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი რასისტული დისკრიმინაციის ყველანაირი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ გამოაცხადა. საერთაშორისო ორგანიზაცია UNITED-ი ევროპის მასშტაბით ებრძვის რასიზმის, ქსენოფობიის და დისკრიმინაციის ყველანაირი ფორმის გამოვლინებას.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ როგორც UNITED-ის ევროპული ქსელის წევრი, შეუერთდა UNITED-ის მიერ ჩატარებულ ანტიდისკრიმინაციულ ღონისძიებას.

ანტირასისტული კვირეულის ფარგლებში „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 18-19 მარტს საქართველოში მცხოვრებ შავკანიან ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართა. 18 მარტს შეხვედრა ცენტრის ოფისში გაიმართა, სადაც  ისინი ჟურნალისტებს შეხვდნენ და საკუთარ პრობლემებზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე ისაუბრეს.

19 მარტს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელთა ინიციატივით  შავკანიანი სტუდენტები თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებს შეხვდნენ. შეხვედრა ასევე თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებთანაც გაიმართა. საუბარი რასიზმისა და დისკრიმინაციის ყოველგვარ გამოვლინებას შეეხო.

ამ შეხვედრების დროს შავკანიანი ახალგაზრდები იმ პრობლემებზე საუბრობდნენ, რომელსაც ისინი საქართველოში, კერძოდ, თბილისში ცხოვრების დროს აწყდებიან. საქართველოში თითქმის ყველა ტურისტად ჩამოვიდა. ქვეყანა და ქართველი ხალხი ისე მოეწონათ, რომ აქ დარჩენა და განათლების მიღება გადაწყვიტეს. მაგალითად, სილვესტერ ჯიდეოფორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, ოკორონკო სტენლი ჩიდი, ელუმელუ პატრიკ ჩუკვედი, ნელსონ ო ერუნსე და ფალინუს ნოსუ აჯაგუ კი შავი ზღვის უნივერსიტეტში სწავლობენ. ყველა მათგანი თბილისში მცირე ბიზნესით არის დაკავებული, მაღაზიები აქვთ გახსნილი. ისინი, ძირითადად, ვარკეთილისა და ვაზისუბნის დასახლებაში ცხოვრობენ.

ნიგერიელი ახალგაზრდებისათვის უცხო არ არის როცა თბილისის ქუჩაში მათი დანახვით გაოცებულ სახეებს აწყდებიან. სილვესტერ ჯიდეოფორი ამას „კულტურულ შოკს“ უწოდებს და ამბობს, რომ უფროსი თაობის ქართველებისთვის ქუჩაში შავკანიანების დანახვა ჯერ კიდევ უცნაურობას წარმოადგენს. „იგივეს ვერ იტყვი ქართველ ახალგაზრდებზე. მათთან ხშირად ვმეგობრობთ კიდეც. მათთვის ჩვენ უცნაურები არ ვართ“.

როგორც გაირკვა, შავკანიანების ყოფნა საქართველოში არც ისეთი უდარდელია. ცენტრის სტუმრები იხსენებენ ინციდენტებს, რომელიც მათ კანის ფერის გამო შეემთხვათ. შავკანიანი ახალგაზდები ამბობენ, რომ ხშირად მათ ქუჩაში შეურაცხყოფას აყენებენ და ხანდახან ფიზიკურადაც უსწორდებიან. ნელსონ ო ერუნსე იხსენებს, რომ ერთხელ მაღაზიასთან მას და მის მეგობარს ნასვამი ქართველი მამაკაცები აუხირდნენ. აგინებდნენ და მათ საცემად იწევდნენ. მოგვიანებით, როდესაც ნელსონმა პატრულის გამოძახება გადაწყვიტა, ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელიც მათ შეურაცხყოფას აყენებდა, პატრულის მოწმობა თავად აჩვენა.

„ხშირად ჩვენ სწორედ სამართალდამცველთა დაცინვისა და ზეწოლის მსხვერპლები ვხვდებით“.
 
როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი, ნინო ტლაშაძე აცხადებს, XXI საუკუნის საზოგადოება კვლავ მიდრეკილია რასიზმისაკენ. ადამიანები ჯერ კიდევ ანსხვავებენ ადამიანებს ფერის, სოციალური მდგომარეობის, რელიგიური მრწამსისა და ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით. ამიტომაც ასეთი ტიპის ღონისძიებების ჩატარება დღესაც აუცილებელია.

შეხვედრის ორგანიზატორებმა დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მცხოვრები ფერადკანიანი ახალგაზრდებიც მოიწვიეს, კერძოდ, არაბი და ინდოელი სტუდენტები. სამწუხაროდ, ისინი დაუდგენელი მიზეზების გამო ამ შეხვედრას არ დაესწრნენ.

 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC