07:55, Sunday, 05.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მერია ქონების დაკანონების ვადას არღვევს

10.04.2008
ნონა სუვარიანი, თბილისი

ალბათ გინახავთ პიარ რეკლამა, სადაც გაღიმებულმა მოქალაქეებმა მარტივად, „სულ რაღაც ერთ თვეში“ დაიკანონეს მიწის ნაკვეთები და ამისთვის დიდ მადლობას ქალაქის მთავრობას უხდიან. როგორც გაირკვა, რეალურად, სულ სხვაგვარი ვითარებაა.

„საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც მიწისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების ლეგალიზაციას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონის საფუძველზე, ყველა ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს შეუძლია, მოიპოვოს საკუთრების უფლება იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელსაც იგი რეალურად ფლობს, მაგრამ დოკუმენტურად არ არის მისი საკუთრება, ანუ მასზე საკუთრების უფლება არ არის აღიარებული. ასეთი მიწის ნაკვეთების სამი კატეგორია არსებობს. სპეციალური კომისია და შესაბამისი აპარატი თბილისის მერიაში უკვე შეიქმნა“,- წერია ქალაქ თბილისის მერიის საიტზე. იმ სარეკლამო რგოლის დაბლა, სადაც თბილისის მოქალაქეები აცხადებენ, რომ მიმართეს მერიას და „უპრობლემოდ“, „ერთ თვეში დაიკანონეს“ ქონება.

პრეზიდენტის 525-ე ბრძანებულება, რომელიც კერძო საკუთრების ლეგალიზაციას ითვალისწინებს, 2007 წელს ამოქმედდა. ამ ბრძანებულებაზე დაყრდნობით მოგვიანებით კანონიც გამოიცა. ბრძანებულების და კანონის შესაბამისად, ქონების ლეგალიზება 1 თვეში არის შესაძლებელი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ხშირად მიმართავენ თბილისის მოქალაქეები, რომლებიც უჩივიან მერიის მუშაობას. კერძოდ, მათი მიწის ნაკვეთების თუ ქონების ლეგალიზების პროცესი ხშირ შემთხვევაში გაჭიანურებულია.

მერიის საკუთრების აღიარების იურიდიულ სამსახურს დავურეკეთ და ასეთი კითხვით მივმართავთ: “რა ვადაში არის შესაძლებელი ქონების ლეგალიზაცია?“

პასუხად „სამი თვე“ მივიღეთ, რადგან კომისიის მიერ საბუთების განხილვა რთული და შრომატევადი საქმეაო. სამწუხაროდ, რესპონდენტმა საკუთარი გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა. ასე რომ ბატონი ლექსოს კომენტარს მისი გვარის გარეშე, სიტყვასიტყვით გთავაზობთ.

„პრეზიდენტის ბრძანებულებაში მითითებული ვადა ერთიდან სამ თვემდეა. სამი თვე იმ შემთხვევაშია თუ საბუთები სრულყოფილად წარმოდგენილი არ არის. იმ  შემთხვევაშიც, თუ საბუთები სრულყოფილია, საქმე ისევ ერთიდან სამ თვემდე განიხილება.

შეიძლება საბუთები სრულიად იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ადმინისტრაციულ ორგანოს მაინც შეუძლია ეს ვადა სამ თვემდე გადაწიოს. საერთოდ, მართალია, საუბარია 1 თვეზე, მაგრამ რაც შეეხება ვადის გაგრძელებას, შეიძლება ის გაგრძელდეს კიდევ ორი თვით. ადმინისტრაციულმა ორგანომ შეიძლება მიიჩნიოს, რომ ვადა უნდა გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ ბევრი საბუთია, და ადმინისტრაციული ორგანო განხილვას ვერ ახერხებს. თუ საბუთები სრულად წარმოდგენილი არ არის და მოქალაქისგან დამატებითი საბუთებია საჭირო, მას სამი თვის განმავლობაში გაეგზავნება შეტყობინება და მოქალაქე დამატებით საბუთებს შემოიტანს. ამ მიწის საბუთების განხილვა შემდგომ ხელახლად დაიწყება“.  

იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში , თუ მოქალაქეს რამე სახის ინფორმაცია აინტერესებს, მას შეუძლია მერიის საიტზე კითხვა-პასუხების განყოფილებით ისარგებლოს და ოპერატორებს კითხვა გაუგზავნოს. მისი თქმით, დღეში ოპერატორების მიერ პასუხი 100-150 კითხვაზე იგზავნება.

„იმ შემთხვევაში თუ საბუთები წესრიგშია, და კომისია უბრალოდ ვერ ასწრებს ქონების დროულ დაკანონებას, მოქალაქეს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ საქმე განხილვაშია, მაგრამ განცხადებების მოჭარბებული რაოდენობის გამო პატარა შეყოვნება ხდება. რაც შეეხება ვადების გადაცილებას, ამის თავიდან არიდებას მაქსიმალურად ვცდილობთ“.  

ალბათ შეამჩნიეთ, რომ ბატონი ლექსოს კომენტარი ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. გაცილებით მეტად ის რეალობას ეწინააღმდეგება.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის„ იურისტი, ნესტან ლონდარიძე ამბობს, მას 23 დეკემბერს შეტანილ განცხადებაზე პასუხი დღემდე არ მოსვლია. გამოდის, რომ სამ თვეზე მეტია გასული, თუმცა პასუხისთვის ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებმა ჯერაც ვერ მოიცალეს. ის, რომ ნესტან ლონდარიძის მიერ შეტანილ დოკუმენტებს დამატებითი საბუთები სჭირდება, მან არაოფიციალურად გაარკვია.  ასე რომ, საბუთების შეტანის შემდეგ პასუხის მიღებისთვის, შესაძლოა, მას კიდევ სამი თვე დასჭირდეს. ამიტომაც მიაჩნია, რომ მერია, ხშირ შემთხვევაში, ვადებს მართლაც, არღვევს:

„კომისია განცხადებას განიხილავს მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში. თუ საქმის გარემოება არის დასადგენი ან საჭიროა დამატებითი დოკუმენტაცია, კომისია უფლებამოსილია ვადა გააგრძელოს კიდევ ერთი თვით. უკიდურეს შემთხვევაში საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდს სამ თვეს. რელურად გადავადების შესახებ მოქალაქეებს არ აცნობებენ და სამი თვის გასვლის შემდეგ, როდესაც მათ უკვე დაკანონებული ქონების იმედი აქვთ, დამატებით დოკუმენტაციას სთხოვენ. ჩვენ ორგანიზაციას მომართავენ მოქალაქეები, რომლებიც ვადების უხეშ დარღვევაზე საუბრობენ. იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქის მიერ არ არის წარდგენილი საკმარისი დოკუმენტაცია, ერთი თვის განმავლობაში უნდა ეცნობოს ხარვეზის შესახებ და შესაბამისად, გაგრძელდეს ვადა რათა მოქალაქემ შეძლოს დოკუმენტაციის წარდგენა და არ ხდებოდეს ე. წ. კარუსელის ტრიალი“, - განმარტავს ნესტან ლონდარიძე.

 



Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: მერაბ ბურნაძე
2011-04-29 19:45
გეთანმებით, სახელმწიფო მოხელეების მიერ კანონის გაუკუღმართება ხდება, შიგნიდან ანგრევენ, მშვენიერ კანონებს იყენებენ სახელმწიფო პოლიტიკის მისი იმიჯის დისკრედიტაციისათვის მათი გაკონტროლების მექანიზმია ალბათ დასახვეწი, პროფესიონალები კი არიან მაგრამ შეშინებულები თავისუფლად ვერ მუშაობენ საბუთებში ეძებენ იპოვონ სამსჭვალი სახელმწიფოებრივი და სახალხო საქმის მშვენიერი საქმეების შესაჩერებლად პრეზიდენტის და ქართული სახელმწიფოს გრანდიოზულ წამოწყებულ საქმეებს უკარგავენ მიზანს. სახელმწიფო მოხელეების ნაწილი ზიანს აყენებს პრეზიდენტს სახელმწიფოს და ხალხს.
სახელი: სანდრო ხოზრევანიძე
2010-11-02 15:35
თქვენი თქმით ასე ისე 6-7 თვე უნდა მიწის ნაკვეთის დაკანონებას, მაგრამ 2008 წლის 04 აპრილში ჩაბარებული განცხადება 2009 წლის 18 თებერვალს განიხილეს დადებითად, მერე მე დავრეკე და მითხრეს (მერიის თანამშრომელი დავით ხაბულიანმა), რომ 2-3 დღეში აიღებთ ორდერს ანუ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეობის საბუთსო. მერე საერთოდ დამალეს ყველა საბუთი ვითომ არც არსებულა.დაკავებული არიან თაღლითობით და მეტი არაფერი.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC