კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში „თანასწორობის ინსტიტუტის წევრი“ დააკავეს

11 აპრილი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

„თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრი ჯანო რიჟვაძე და კიდევ 5 მოქალაქე 30 მარტს ბათუმში დააკავეს. თანასწორობის ინსტიტუტის წევრების განცხადებით, დაკავების მიზეზი „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრობა იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მიხეილ თავართქილაძის, ზებურ და ზაურ დეკანიძეების, ჯანო რიჟვაძის, თენგიზ ჩიკვაიძის და მარადი ცეცხლაძის დაკავება პოლიციის თანამშრომელთა მიერ იყო პროვოცირებული.

„დაკავებული ადამიანები ბათუმის მოქალაქეები არიან. ჯანო რიჟვაძე ჩვენი ორგანიზაციის ბათუმის ოფისის  წარმომადგენელია. ისტორია იმით დაიწყო, რომ ვინმე ამირან ფარსენაძე, რომელიც ადრე პოლიციიდან ნარკოტიკების მოხმარების გამო იყო გამოგდებული, ბათუმელი ჯუმბერ თავართქილაძის მძღოლად მუშაობდა. მათ შორის რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ თავართქილაძემ ის სამსახურიდან გაანთავისუფლა. ფარსენაძე ურეკავდა ხოლმე თავართქილაძეს და ეჩხუბებოდა, რატომ გამანთავისუფლეო.

ჯუმბერ თავართქილაძემ თავის ნათესავს, ზაურ დეკანიძეს, სთხოვა, რომ დაერეკა ამ ადამიანთან და გაერკვია, რა უნდოდა მას. ისინი ერთმანეთს ბათუმში, მაღაზია „ბუმერანგთან“ შეხვდნენ. იქამდე, სატელეფონო საუბრისას, როგორც ადვოკატები ყვებიან, მათ შელაპარაკება მოუვიდათ. ამიტომაც ფარსენაძე პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებთან, გურამ ჯაიანთან, მერაბ ბერიძესთან, მამუკა ბეჟანიძესთან ერთად მივიდა. დეკანიძეს მოსთხოვეს მანქანაში ჩამჯდარიყო, რომ პოლიციაში დაკითხვაზე წაეყვანათ. მან უარი განაცხადა, ამის შემდეგ ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში. თუმცა რეალურად პოლიციის შენობის ნაცვლად მანქანა მაღაზიასთან, ჩიხში შეაყენეს და ცემა დაუწყეს. მათ პატრულის ფორმა არ სცმიათ. მათ არც მოქალაქეების პოლიციაში წაყვანის უფლება ჰქონდათ. ეს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევა მიმდინარეობს, ადამიანი ეჭვმიტანილი ან ბრალდებულია“.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილი  ყვება, ცემის დროს ჩიხში სატვირთო მანქანამ გააჩერა. ჯანო რიჟვაძემ ისარგებლა ამ მომენტით და მომხდარის შესახებ მეგობრებს გააგებინა. ხმაურზე მეზობლებმაც გამოიხედეს. სამ წუთში პატრულის მანქანაც მოვიდა.

„ვფიქრობთ, პატრულის მანქანა მეზობლებმა გამოიძახეს, ეს ბიჭები თავდამსხმელებისგან რომ დაეცვათ. მაგრამ როდესაც სიტუაციაში გაერკვნენ, პირიქით, ეს ბიჭები დააკავეს. პატრულის თანამშრომლები ჩვენებაში ამბობენ, თითქოს ეს ბიჭები ქუჩის გადაკეტვას ცდილობდნენ. ქუჩა კი რეალურად ვერ გადაიკეტებოდა, რადგან მისი სიგანე 14 მეტრია. იქ კი მხოლოდ 15 ადამიანი იყო. პოლიციელები აცხადებდნენ, თითქოს ეს ბიჭები საზოგადოებას პოლიციელების ჩაქოლვისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა თვითმხილველები ამას უარყოფენ“.

მას შემდეგ, რაც დაკავებულების სანახავად მათი ნათესავები (მიხეილ თავართქილაძის და ზაურ დეკანაძის ძმები) მივიდნენ, ისინიც დააკავეს.

„თანასწორობის ინსტიტუტს“ მიაჩნია, რომ ჯანო რიჟვაძე იმის გამო დააკავეს, რომ ის აქტიურად ებრძოდა ბათუმის ადგილობრივ ხელისუფლებას.

ლაშა ჩხარტიშვილი ამას „ვარდისფერი ტერორის რეჟიმს“ უწოდებს, როდესაც ადამიანებს გასხვავებული აზრისთვის აპატიმრებენ.

 

 

ახალი ამბები