08:41, Wednesday, 29.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გორის სოფლებში დირექტორებისა და პედკოლექტივების დაპირისპირება გამწვავდა

11.04.2008
საბა წიწიკაშვილი, გორი

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ღიად გაილაშქრა სკოლების დირექტორთა ე.წ.,,ლოტოტრონების" წესით არჩევის წინააღმდეგ, ამას რეგიონებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ,,ლოტოტრონებით“ არჩეული დირექტორების წინააღმდეგ გორის რაიონის სოფლების სკოლებში პედაგოგებმა ახლა უკვე ღიად დაიწყეს საუბარი. სააშკარაოზე გამოვიდა 3-4 წლის განმავლობაში სკოლების ადმინისტრაციაში დაგუბებული ბოღმა, დამცირება, შეურაცხყოფა, პიროვნული დაპირისპირებით გამოწვეული შუღლი და ა.შ. რაც მთავარია, პედაგოგები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი განათლების მაშინდელი მინისტრის, კახა ლომაიას განათლების რეფორმის შედეგია.

გორის რაიონის 66 სკოლიდან უმრავლესობას დღესაც არა ჰყავს არჩეული დირექტორი. დაახლოებით 20 სკოლაში განათლების სამინისტროს მიერ დანიშნულია მოვალეობის შემსრულებელი. მშვიდ რეჟიმში ვერც მოვალეობის შემსრულებლები და ვერც ლოტოტრონით არჩეულე დირექტორები მუშაობენ.

მაგალითად, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" გორის ოფისს წლებია რამდენიმე სკოლის პედკოლექტივი, მშობლები, მოსწავლეები უკავშირდებიან და დახმარებას სთხოვენ მათთვის არასასურველი ხელმძღვანელის მოცილებაში. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისმა არაერთხელ დააყენა შუამდგომლობა განათლების სამინისტროს ადგილობრივ სტრუქტურებთან სიტუაციის განეიტრალების შესახებ, თუმცა პრობლემა საბოლოოდ მაინც არ გვარდებოდა.

მაგალითად გორის რაიონის სოფელ ფხვენისიდან ჯერ კიდევ 2007 წლის ზაფხულში მოსწავლეები გვწერდნენ: ,,7 ივლისს სამეურვეო საბჭოს წევრებმა ჩვენი სიხარული გაანადგურეს და ჩვენს ბავშვურ იმედებს ფრთები შეაკვეცეს თავიანთი მოქმედებით. ვიდექით ცრემლიანი თვალებით და ვერაფერი მოგვეფიქრებინა. ერთი მოსწავლის, ინგა ეგაძის ხმის გადასაწყვეტი ნუ გახდება გიული მასწავლებლის ბედი. დაგვეხმარეთ, რომ ჩვენი უფლებები არ დაირღვეს და სკოლას მართავდეს არა უკანონოდ, რევოლუციით მოსული დირექტორი, არამედ ჩვენი საყვარელი გიული მასწავლებელი"

როგორც ჩანს, სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრები კარგად იყენებდნენ სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენელს. ანუ სკოლის დირექტორის ასარჩევად საჭირო ერთი მოსწავლის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც ყოველთვის, სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარედ ინიშნებოდა ან სკოლის დირექტორის ახლობლის, ან ბუღალტრის ან კიდევ, დამლაგებლის შვილიც კი...

ფხვენისის საჯარო სკოლაში მოსწავლეები სკოლის დირექციის წინააღმდეგ 2005 წლიდან ილაშქრებენ. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" გორის ოფისმა 50 მოსწავლის ხელმოწერილი განცხადება მიიღო, რითაც მოსწავლეები საკუთარი უფლებების დაცვას მოითხოვენ. ისინი სკოლაში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებსაც აპროტესტებენ და სკოლაში არსებულ სიტუაციასაც.

,,ჩვენს სკოლაში თვითმმართველობის არჩევნები სკოლის დირექციის მიერ დიდი დარღვევებით ჩატარდა. მაშინ რამდენიმე მოსწავლემ ხმა კი ამოიღო, მაგრამ სკოლის დირექცია კატეგორიულად ითხოვდა ინგა ეგაძის დანიშვნას, რომელიც სკოლის ბუღალტრის შვილია. სამეურვეო საბჭოში დირექტორმა სულ თავისი ხალხი შეიყვანა. ეს დირექტორი არწმუნებს ყველას, რომ კენჭისყრის მეორე ეტაპზე იგი ისევ დაუბრუნდება სკოლას",  - წერენ ბავშვები.

როგორც ირკვევა, სკოლის დირექტორების არჩევნების დროს სამეურვეო საბჭომ სამინისტროში გამოცდაჩაბარებული კანდიდატი გიული მეტრეველი არ აირჩია. მომდევნო კენჭისყრა, სავარაუდოდ, სექტემბერში დაინიშნება. თუ დირექტორი ამჯერადაც სამეურვეო საბჭომ არ აირჩია, მაშინ განათლების მინისტრს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა მოუწევს. როგორც მოსწავლეები ამბობენ, სწორედ ამის იმედი აქვს ყოფილ დირექტორს ნონა სირბილაძეს.

განათლების სამინისტროს გორის რესურს-ცენტრის დირექტორი გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ მოსწავლეების საჩივარი შესულია განათლების სამინისტროს რესურს-ცენტრში და  მოკვლევაც მიმდინარეობს.
,,გენერალურ ინსპექციაში დაბარებულები იყვნენ ყოფილი დირექტორი ნონა სირბილაძე, სამეურვეო საბჭოს წევრები და მათ შორის მეც. გაგვესაუბრნენ.  ჯერ - ჯერობით რა შედეგი მოჰყვება  ამ საქმეს ჩემთვის ცნობილი არ არის. რაც შეეხება სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარედ ბუღალტრის შვილის არჩევას, ამას კანონი არ ზღუდავს. ამის თაობაზე ჩემთვის არ მოუმართავთ“.

ეს ამბავი როგორც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაარკვია განათლების სამინისტრომ ზეპირი მოსმენით განიხილა. რაც იმას ნიშნავს, რომ დაბარებულები იყვნენ დაპირისპირებული მხარეები და მინისტროს მოადგილეების თვალწინ ერთმანეთს ,,დაატაკეს". განათლების სამინისტრომ ამ ზეპირი მოსმენით სკოლას გამოუტანა გაფრთხილება, რომ მომდევნო არჩევნები კანონის დაცვით ჩაეტარებინათ.

მომდევნო არჩევნები 2007 წლის სექტემბერში ჩატარდა. აქაც დავის საგანი სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე გახდა. სამეურვეო საბჭოში შეიყვანეს სკოლის თვითმმართველობის ის თავმჯდომარე, რომელსაც სკოლა კარგა ხანია დამთავრებული ჰქონდა.  ერთი სიტყვით დავა კვლავ გაგრძელდა. გიული მეტრეველის მომხრეებმა გაასაჩივრეს 2007 წლის სექტემბრის არჩევნები. ეს არჩევნები ბათილად ცნეს და ახალი არჩევნები დღემდე არ ჩატარებულა.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ციური ეშმაკურაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ყველაფერი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნონა სირბილაძის დამსახურებაა: ,,მას სურს, რომ მოვალეობის შემსრულებელი დიდხანს იყოს. ამისთვის მას სჭირდება სკოლის დირექტორად არავინ აირჩეს. სულ მისი წყალობით ჩაშალა სამეურვეო საბჭოს დირექტორის არჩევნები. ერთხელ თავის ქმართან ერთად დადიოდა სამეურვეო საბჭოს წევრებთან სახლებში და ეუბნებოდა, რომ ხმის მიცემის დროს ყველას საკუთარი პაროლი უნდა ჰქონოდა. მაგალითად, მე როცა საარჩევნო ბიულეტენს შემოვხაზავდი, უნდა ყოფილიყო ხუთკუთხა ნიშანი. ამით მიხვდებოდა, რომ მე ნამდვილად იმას მივეცი ხმა, ვისაც თვითონ აწყობდა. სამეურვეო საბჭოს მეორე წევრს შემოხაზვის დროს სამკუთხა ნიშანი უნდა დაესვა. ამით დარწმუნდებოდა ნონა სირბილაძე, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები მისი ერთგულები არიან.

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნონა სირბილაძე აცხადებს, რომ ციური ეშმაკურაშვილის ბრალდებები უსაფუძვლოა. თუ მას რაიმე პრეტენზია ჰქონდა, ეს იმ დროს უნდა გაესაჩივრებინა, როცა დარღვევები დაფიქსირდაო.

გორის რესურს-ცენტრის უფროსი გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ ფხვენისის სკოლაში არსებული დაპირისპირება დროულად დამთავრდება.

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC