10:06, Sunday, 07.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბოშათა უფლებები სრულიად დაუცველია

16.04.2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი


საქართველოს არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით აქვს ნაკისრი ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა, მათ შორის ბოშებისაც. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს დღემდე არ აქვს შემუშავებული ბოშების უსაფრთხოების დაცვისა და საზოგადოებაში ტოლერანტული გარემოს შექმნის პოლიტიკა. ისინი კვლავაც ხშირად ხდებიან პოლიციელების მიერ უკანონოდ დაკავების მსხვერპლნი, მათ ისევ ამონებენ, ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში, ვერ იღებენ განათლებას და სამედიცინო დახმარებას.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე ბოშაა დარეგისტრირებული, თუმცა ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი გაცილებით მეტია. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ცნობით, ბოშები ძირითადად სახლებში მშობიარობენ, ექიმის გარეშე. ამის გამო არ ხდება ახალშობილთა რეგისტრაცია და სამოქალაქო სტატუსის მინიჭება.

იურისტების თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვები დაბადებისას არ ხდებიან საქართველოს მოქალაქეები. მათ არ აქვთ ხმის მიცემის უფლება, რადგან არ გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მიზეზით ისინი ვერ მონაწილეობენ სახელმწიფო პროგრამებში და არ შეუძლიათ ლეგალურად გავიდნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ.

ბოშები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ცხოვრობენ, მათ შორის კახეთშიც. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში ბოშათა 40-მდე ოჯახი, ათეული წლების წინ დამკვიდრდა. ამჟამად იქ მხოლოდ 18 ოჯახიღა ცხოვრობს.

როგორც ჩვენთან საუბარში 24 წლის მიხაილ დენისენკომ აღნიშნა, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, მისმა ნათესავებმა უკვე ორი წელია რაიონი დატოვეს და თბილისში გადასახლდნენ.

“ყველა ჩვენგანი უმუშევარია და ძალიან გვიჭირს. ადრე დაქირავებულ სამუშაოზე ფიზიკურად ვშრომობდით, მაგრამ ხშირად გვატყუებდნენ და თანხას აღარ გვაძლევდნენ ხოლმე, რის გამოც ასეთ საქმეს ჩამოვცილდით. მუშაობის სურვილი გვაქვს, კერძო საწარმოებში ადგილებიც ჰქონდათ, მაგრამ არ დაგვასაქმეს. უკიდურესი სიღარიბის გამო ნათესავების ნაწილი აიაყარა და თბილისში წავიდნენ. იქ ვაჭრობენ და ამ გზით ინახავენ თავიანთ ოჯახებს”.

- მიხაილ, საქართველოში სიღარიბის დაძლევის პროგრამა ხორციელდება. რამდენადაც ვიცი, თქვენს ოჯახში პირადობის დამადასტურებელი საბუთები ყველას გაქვთ. მონაწილეობთ ამ პროგრამაში?

- არა, ამ პროგრამაში, ჩვენი სოფლიდან არცერთი ბოშური ოჯახი არ არის ჩართული. დოკუმენტები მხოლოდ ჩვენ გვაქვს სრულად. გასულ წელს, სოციალური დახმარების სააგენტოს მივმართეთ და ვთხოვეთ, განემარტათ, როგორ შეიძლება დახმარება ჩვენც მიგვეღო, მაგრამ ყურადღება არ მოგვაქციეს. ბევრმა ამ პროგრამის შესახებ საერთოდ არ იცის. ქართულად ვერ საუბრობენ. რაც შეეხება წერა – კითხვას, ალბათ აქ მცხოვრებთაგან არავინ ვიცით, არც რუსულის.

- ბავშვებიც არ დაგყავთ ხომ სკოლაში?

- რომელ სკოლაში? დედოფლისწყაროს ქართულ – რუსული სკოლა, ჩვენგან ძალიან შორს არის და იქ ფეხით სიარული შეუძლებელია. ადრე, კომუნისტების მმართველობის დროს, სოფელში, დაწყებითი კლასებისთვის სკოლა იყო, მაგრამ დაინგრა და მას შემდეგ არავის გავხსენებივართ.

- სკოლა რომ იყოს, ბავშვებს განათლებას თუ მიაღებინებდით?

- სკოლა რომ იყოს ბავშვებს აუცილებლად ვატარებდით და უფროსებიც მივიღებდით განათლებას, შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში.

- სამართალდამცავებთან თუ გაქვთ პრობლემები?

- პოლიციელები გვდევნიან. თუ კი რაიონში თვალს მოგვკრავენ და იმ, ან მომდევნო დღეებში რამე დაიკარგება, პოლიციის თანამშრომლები ქურდობაში პირდაპირ ჩვენ გვადანაშაულებენ და გვემუქრებიან, რომ თუ დაკარგული ნივთის ფულს არ გადავიხდით, დაგვიჭერენ. რამდენიმე დღის წინ, ჩემს ბიძაშვილს ლონია შაბანოვს პოლიციის გამომძიებელმა ვალერი ლეკაშვილმა შანტაჟით აიძულა, ხელი მოეწერა ცარიელ ფურცელზე. თუ ხელს არ მოაწერდა, დაკავებით დაემუქრა. ხელმოწერის შემდეგ ლონია თბილისში წავიდა და აღარ ჩამოდის, ეშინია~, - ამბობს მიხაილ დენისენკო.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, დღეს, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ბოშების საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობაში  ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ და გადაუდებელ პრობლემას წარმოადგენს. "საქართველომ 1999 წელს მოახდინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირება. ამავე წლის აპრილში საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი და იკისრა ეროვნული უმცირესობების, მათ შორის ბოშების დაცვის ვალდებულებაც. 2005 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის რატიფიცირება, მაგრამ სახელმწიფოს ჯერ კიდევ ერ შეუმუშავებია სპეციალური პოლიტიკა ეროვნული უმცირესობების უფლებების დასაცავად და ნაკისრი ვალდებულებების განსახორციელებლად", - აღნიშნავს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.

მისივე თქმით, სოციალური იზოლაცია, სიღარიბის უკიდურესი ფორმა, უმუშევრობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, განათლების არქონა და სხვა, ხელს უშლის ბოშების სოციალურ ინტეგრაციას.

“ხელისუფლებამ უნდა შეისწავლოს ბოშების პრობლემები, რაც ხელს შეუწყობს უმცირესობათა ამ ჯგუფის განვითარებას, მათ ინტეგრაციას. მიმაჩნია, რომ უნდა შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი როგორც ხელისუფლების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ ბოშების დაცვას. ასევე საჭიროა თვით ბოშების მონაწილეობაც. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს ბოშების განათლებაზე, მათ სამედიცინო და სოციალურ დახმარებაზე”, - აცხადებს ომბუდსმენი.



Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC