კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმი წინასაარჩევნოდ

7 მაისი, 2008

ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს საჯარო შეხვედრების ჩატარებისას პრობლემები ექმნებათ

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ბათუმი საარჩევნო პლაკატებით ჯერ არ აჭრელებულა. ქუჩებში მხოლოდ “ნაციონალების“ ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატის, თეიმურაზ ჩარკვიანის საარჩევნო პლაკატები გამოჩნდა - ბილბორდებზე სიგარეტების რეკლამებს სწორედ მისი ფოტო ჩაენაცვლა.
კანდიდატებს, მოსახლეობის უმრავლესობა არ იცნობს: „ბერძენიშვილს ვიცნობ, ჩარკვიანი ტელევიზიით ვნახე პირველად. მინდა ეს მთავრობა შეიცვალოს, პენსიონერი კაცი ვარ და ქუჩაში ვდგავარ, ვვაჭრობ, რომ თავი ვირჩინო“, ამბობს რამაზ სეფერთელაძე.
თინათინ ფირცხალაიშვილი: „არც ერთ კანდიდატს არ ვიცნობ და არც არჩევნებზე ვაპირებ წასვლას. ჩემი ხმით არაფერი შეიცვლება“.
ალექსანდრე ქანთარია: „ტელევიზიით გავიგონე ჩარკვიანის გვარი. არ გადამიწყვეტია ხმას ვის მივცემ. მათ პროგრამებს დაველოდები“.
საარჩევნო სიებში, საკუთარი თავი 20 გამოკითხული რესპონდენტიდან, არც ერთს გადაუმოწმებია. არჩევნებში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ნახევარზე მეტ მათგანს ჯერ არ გადაუწყვეტია. არც დანარჩენები ამხელენ სიმპატიებს რომელიმე პარტიისადმი.
ბათუმში 7 მაჟორიტარი კანდიდატი იყრის კენჭს: თემურ ჩარკვიანი, ბიზნესმენი, ნაციონალური მოძრაობიდან; ჯუმბერ თავართქილაძე - გაერთიანებული ოპოზიცია; დავით რობაქიძე  - ბათუმის საკრებულოს წევრი, ლეიბორისტული პარტია; დავით ბერძენიშვილი  -  პარლამენტის წევრი, რესპუბლიკური პარტია; მაილო ჯაში - ბიზნესმენი, მრეწველები; ნიაზ ზოსიძე - ჟურნალისტი, ქრისტიან-დემოკრატები; შოთა ზოიძე  - პოეტი, ქართული პოლიტიკა.
მაჟორიტარობის კანდიდატებიდან ჯერჯერობით, ნაციონალური მოძრაობის, რესპუბლიკელებისა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები აქტიურობენ. ისინი ამომრჩევლებთან ყოველდღიურ შეხვედრებს მართავენ. თითქმის ყველა უბანში მსგავსი პრობლემებია: დასაქმება, წყალი, გზა და კანალიზაცია. კანდიდატები ამომრჩევლებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან გამარჯვების შემთხვევაში. მოსახლეობა, ოფიციალურ კომენტარში მათდამი სიმპატიურად არიან განწყობილი, თუმცა არაოფიციალურად, ისინი შემდეგს აცხადებენ: „არჩევნების წინ ვახსენდებით შვილო, საერთოდ არავის იმედი არ მაქვს უფლის გარდა... ახლა, ჩვენი ხმები სჭირდებათ და ამიტომ მოვიდნენ, გვპირდებიან ამას მოვაგვარებ, იმას მოვაგვარებ, რომ გავიმარჯვებო. გაიმარჯვებს და მერე ისევ დავავიწყდებით“, - ამბობს ერთ-ერთი ქუჩის მკვიდრი ხელისუფლების პარტიის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ.
ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს პრობლემები ექმნებათ საჯარო შეხვედრების ჩატარებაში. რამდენიმე დღის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ჯუმბერ თავართქილაძეს საზღვაო აკადემიაში დაგეგმილი შეხვედრა ჩაეშალა. თავართქილაძე ამაში აკადემიის რექტორატს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სტუდენტების გაფრთხილება დროულად არ მოხერხდა. ხოლო რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარ დავით ბერძენიშვილს კი ბათუმის #2 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობამ შეხვედრის ჩატარების თხოვნას უარით უპასუხა. სკოლის დირექტორმა განუმარტა, რომ ამით სასწავლო პროცესს ხელი შეეშლებოდა.

ახალი ამბები