კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის სკოლებს არც სტადიონი გააჩნია და არც შემოღობილი ეზო.

14 მაისი, 2008

საბა წიწიკაშვილი, გორი


ქალაქ გორში არსებულ კერძო სკოლა ,,ატლანტას“ კომბინატის დასახლებაში ბესიკის ქუჩაზე არსებულ მე-9 სამშენებლო ტრესტის შენობაში ფუნქციონირებს. მას არც სტადიონი აქვს, არც სათამაშო მოედანი, არც შემოღობილი ეზო. ეზოს უქონლობის გამო ბავშვებს ავტომანქანებისგან საფრთხე ექმნებათ. თუმცა მასწავლებლებს მორიგეობა აქვთ დაწესებული.

პრობლემებია საჯარო სკოლებშიც. ასე მაგალითად, მე-9 საჯარო სკოლას არა აქვს წინა მხარეს ეზო, არა აქვს სტადიონი. იგივე პრობლემა აქვს მე-4 საჯარო სკოლასაც. დარბაზის რეაბილიტაცია ახლა მიმდინარეობს.

ამ საკითხზე გორის რესურს-ცენტრის უფროსს ბატონ გიორგი სოსიაშვილს გავესაუბრეთ:

- ბატონო გიორგი, რის ხარჯზე მოახდინა სკოლა ,,ატლანტამ“ ლიცენზიის მოპოვება მაშინ, როცა არა აქვს არც სტადიონი, არც მოედანი და არც შემოღობილი ეზო. ეს ხომ თანამედროვე მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.?

- ზოგადად, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია. ამ ლიცენზიას მათ ანიჭებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არსებული სალიცენზიო სამსახური. შესაბამისად მათ მინიჭებული აქვს ლიცენზიები. რაც შეეხება ,,ატლანტას“, იგი თბილისში არსებული კერძო სკოლის ფილიალია და შესაბამისად, არსებული კანონმდებლობის თანახმად, კერძო სკოლების ფილიალებს არ მოეთხოვებათ ლიცენზიები. რაც დასმულ პრობლემას აქტუალურს ხდის და ამაზე უნდა იფიქრონ იმ ბავშვების მშობლებმა, ვისი ბავშვებიც იქ იღებენ განათლებას, მოსთხოვონ ხელმძღვანელობას პრობლემის გადაჭრა. სკოლები ერთმანეთს ჯანსაღ კონკურენციას უწევენ, ამიტომ ამ პრობლემის გადაჭრაზე თვითონ სკოლის ხელმძღვანელებმა უნდა იფიქრონ. სახელმწიფო ზრუნავს არა მარტო საჯარო სკოლების, არამედ კერძო სკოლების განვითარებაზეც, ამის დასტურია ის, რომ კერძო სკოლები სახელმწიფო სკოლების მსგავსად იღებენ ვაუჩერ-დაფინანსებას. მომავალში განიხილება არა მარტო ძირითადი სკოლების, არამედ ფილიალების ლიცენზიის საკითხიც.

- გარკვეული პრობლემებია საჯარო სკოლებშიც... მე-9 სკოლას არ აქვს შემოღობილი ეზო, სტადიონი; მე-4 სკოლას არა აქვს ეზო და ა.შ.

-  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხორციელდება პრეზიდენტის მეგაპროგრამა, იგივე „იაკობ გოგებაშვილის პროგრამა“, რომლის თანახმადაც საქართველოში 2010 წლისათვის უნდა დასრულდეს ყველა სკოლის სარემონტო სამუშაოები. გეთანხმებით, რომ გორში მართლაც გარკვეული პრობლემებია შენობის მდგომარეობის თვალსაზრისით. ყველა სკოლას უტარდება ეტაპობრივი რეაბილიტაცია და  ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში ქალაქის ყველა სკოლა შესაბამის სახეს მიიღებს.

- როგორ ფიქრობთ, სკოლა ,,ატლანტას“ რა ბედი ელის?

- დახურვა-არ დახურვის პრობლემა მშობლების აქტიურობაზეა დამოკიდებული. თუ პრობლემებს მოაგვარებენ, დახურვის საფრთხე არ ელის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიცენზიის ჩამორთმევის ალბათობა დიდია.

 

 

 

 

ახალი ამბები