07:25, Saturday, 14.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საარჩევნო კომისიის წევრის დაპატიმრებას სტრასბურგის სასამართლოში ასაჩივრებენ

16.05.2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი

რესპუბლიკური პარტიიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ხატიაშვილმა და ადვოკატმა თენგიზ ბეჟაშვილმა, დღეს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისში პრესკონფერენცია გამართეს. ხატიაშვილლმა განაცხადა, რომ ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის, სიღნაღის საარჩევნო ოლქის ბოდბისხევის საუბნო – საარჩევნო კომისიის წევრის ბესიკ ხატიაშვილის დაპატიმრების ბრძანებას, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს.

როგორც ცნობილია, ბესიკ ხატიაშვილი სიღნაღის პოლიციის ხელმძღვანელობამ, რაიონის გამგეობის სპორტული განყოფილების ხელმძღვანელის თამილა ძმანაშვილის საჩივრის საფუძველზე გუშინ მეორედ დააკავა.

ძმანაშვილი ამავე სამსახურის ყოფილ თანამშრომელს შეურაცხყოფისთვის უჩივის. როგორც ის პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, ბესიკ ხატიაშვილი მისგან სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას ითხოვდა, რა დროსაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ოფიციალური მონაცემებით, ხატიაშვილი სპორტის სამსახურში კრივის სექციას ხელმძღვანელობდა. თანამდებობიდან ის 2008 წლის 5 აპრილს გაათავისუფლეს. ხატიაშვილის თქმით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი რესპუბლიკური პარტიის წევრობა გახდა. შრომის კანონთა კოდექსით, მას სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, სასამართლოში დავის დაწყების უფლება 7 მაისამდე ჰქონდა. "ამიტომ, 5 მაისს თამილა ძმანაშვილს სამსახურში მივაკითხე და ვთხოვე ბრძანება მოეცა, რაზედაც უარი მივიღე. ამის შემდეგ უკვე კატეგორიულად მოვითხოვე დოკუმენტის მიღება, რაზედაც ისევ იუარეს. ძმანაშვილს ვუთხარი, რომ კანონს არღვევდა და პასუხს მოვთხოვდი. ამაზე დამცინეს, რის შემდეგაც ოფისი დავტოვე. ჩემი იქიდან წამოსვლის შემდეგ პოლიცია გამოიძახეს. ძმანაშვილმა სამართალდამცავებს ჩვენება მისცა, რომ თითქოს მე მას შეურაცხყოფა მივაყენე, ვაგინე და ა.შ, რაც თანამშრომლებმაც დაუმოწმეს. სამართალდამცავებმა დამკითხეს და დამაკავეს", - აღნიშნავს ბესიკ ხატიაშვილი.

დაკავებულის ადვოკატის თენგიზ ბეჟაშვილის ცნობით, სასამართლო პროცესზე მოწმის სახით ძმანაშვილის მეუღლე დაიკითხა, რომელიც სიღნაღის გამგეობის სპორტის სამსახურში მძღოლად მუშაობს.

ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, მოსამართლის ბრძანება უკანონოა, რასაც ისინი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

პრესკონფერენციაზე ზაზა ხატიაშვილმა იმაზეც ისაუბრა, რომ მას მმართველი პარტიის დავალებით, საჯარო სკოლებში არ უშევებენ.

ადვოკატმა თენგიზ ბეჟაშვილმა კი აღნიშნა, რომ დაკავებულს, რომელიც სიღნაღის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, მასთან შეხვედრა სურს, მაგრამ ადვოკატი პოლიციის შენობაში ვერ შედის. "პოლიციის ოთხი თანამშრომლის აბსურდული ჩვენებების საფუძველზე ცოტა ხნის წინ, მე ერთხელ უკვე დამაკავეს და 100 ლარით დამაჯარიმეს. რამდენადაც ვიცი, იგივეს ახლაც აპირებენ, რის გამოც პოლიციის შენობაში ვერ შევდივარ", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება და "ნაციონალური მოძრაობა", პოლიციის მეშვეობით რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერებს ატერორებს. "ბოდბისხევი ერთ-ერთი რთული უბანია სიღნაღის საარჩევნო ოლქში. ბესიკ ხატიაშვილს ვერაფერი მოუხერხეს, ვერც გადაიბირეს და ვერც მოისყიდეს. ამიტომ ასეთი მეთოდებით გაუსწორდნენ", - ამბობს ბეჟაშვილი.

რესპუბლიკური პარტიის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის ინფორმაციით, 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, სახელისუფლებო პარტიის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა, ბოდბისხევის საარჩევნო უბანზე იმაზე მეტი ხმა აიღო, ვიდრე ამომრჩეველი იყო მისული.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC