კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილის საინფორმაციო ომი

16 მაისი, 2008

მოსაზრება
ჯონი სიმონიშვილი

რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი კანდიდატისა და კონფლიქტოლოგის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, კოდორის ხეობაში შექმნილი ბოლოდროინდელი დაძაბულობა პიარ-კამპანიის ნაწილია. წინა-საარჩევნო კამპანიის დროს პროვოკაციების მოწყობა უკვე ტრადიციული გახდა და ის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი კორუმპირებული გარემოცვის წისქვილზე ასხამს წყალს.

სააკაშვილის გუნდის წევრები, უახლოესი მრჩევლების ჩათვლით, მჭიდრო კავშირში არიან საქართველოს ინტელიგენციასთან, ახალგაზრდულ მოძრაობასთან და ე.წ. „ფერად“ რევოლუციებთან (საქართველოსა და უკრაინაში). თუ სიტუაციას გავაანალიზებთ, აშკარაა, რომ საგანგაშო ახალი ამბები სწორედ საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ვრცელდება ხოლმე.

რუსულ ენაში არსებობს ასეთი გამონათქვამი: „Держи свойх друзеи близко, а врагов ещe ближе“. გავრცელებულ ინფორმაციაში იმასაც შენიშნავთ, რომ ცხინვალის რეგიონში ან აფხაზეთში, შემთხვევით თუ წინასწარ დაგეგმილად, სიტუაცია უკიდურესად იძაბება ხოლმე. ეს ყველაფერი კი თანამედროვე საქართველოს პროდასავლური ხელისუფლების მმართველი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად საუკეთესო საშუალებაა. ბოლო დროს შექმნილი სიტუაცია კი ასეთია: აფხაზეთში რუსი და აფხაზი სეპარატისტები ემზადებიან გაყინული კონფლიქტის „გალღობისათვის“ და საბრძოლო ქმედებების დაწყებისათვის. ზოგჯერ ძნელია გაიგო ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. ასევე ძნელია გაარკვიო, სად გყავს მტერი, შიგნით თუ გარეთ.

მიუხედავად ყველაფრისა, წინასაარჩევნო პერიოდში ყოველთვის იძაბება სიტუაცია. 2006 წელს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის და შემდეგში ე.წ. ყაჩაღის და “ხალხის მტრის“ ემზარ კვიციანის ამბოხების წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაცია კოდორის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობის შეფასებით მხოლოდ პოლიტიკური თამაში და უსარგებლო იარაღის ჟღარუნი იყო. კოდორის ხეობა, იგივე ზემო აფხაზეთი პრესაში მოხსენიებულია როგორც აფხაზეთის უკიდურესი ანკლავი, სადაც საქართველოს იურისდიქცია ჯერ კიდევ ვრცელდება. თუმცა, ღრმა დაკვირვებით აშკარა ხდება, რომ ხეობა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება კონფლიქტის რამდენიმე მხარემ  შექმნილი კრიზისით ისარგებლოს. ხეობაში ბევრი ისეთი ფაქტი ხდება, რომელთა სცენარი, შესაძლოა, რამდენიმე მხრის მიერ იყოს დაწერილი. მაგალითად, ვერტმფრენზე თავდასხმა, რომელიც, შესაძლოა, თავად ქართულმა მხარემ მოაწყო.

უცხოელი ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები გამუდმებით აცხადებდნენ, რომ 2006 წელს საქართველოს მთავრობამ კოდორის ხეობაში ანტიკრიმინალური სპეცოპერაცია ჩაატარა შეიარაღებული ფორმირების „მონადირის“ ყოფილი მეთაურის, ემზარ კვიციანის და მისი ბანდის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ჰგავდა უსარგებლოდ ქცეული ადამიანის მოშორების ოპერაციას და არა სიტუაციის განმუხტვის მცდელობას.

შემდეგში იყო 2007 წლის ცნობილი რუსული აგენტურის საქმე, რომელმაც უკვე დაძაბული რუსულ-ქართული ურთიერთობა კიდევ უფრო დაამძიმა. იმ დროს საქართველოში დააპატიმრეს 4 ადამიანი, რომლებსაც ჯაშუშობაში ედებოდათ ბრალი. მათი ქვეყნიდან გაძევება აქტიურად განიხილებოდა ქართულ მედია სივრცეში.  რუსეთის აგენტებს ქვეყნის დატოვება აიძულეს. ამას რუსეთში ქართული პროდუქციის ბლოკადა და ქართველების მასობრივი დეპორტაცია მოყვა.

ამის მერე იყო პირადად სააკაშვილის შელაპარაკება რუს მშვიდობისმყოფელებთან  განმუხურში, აფხაზეთის საზღვართან. საქართველოს პრეზიდენტმა რუს სამხედროებს ტელეკამერების წინ საჯაროდ განუცხადა, რომ დაეტოვებინათ საქართველო და თავიანთ რუსეთში დაბრუნებულიყვნენ; ისინი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში რუსმა მშვიდობის მყოფელებმა ქართველი სამხედროები დააკავეს. მაშინ მიხეილ სააკაშვილს თან ახლდა ტელეკომპანია „რუთავი 2“-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ეს შოუ იმის გამო მოეწყო, რომ ყველას ენახა საქართველოს პრეზიდენტის სიმამაცე  - წინ აღუდგეს უკულტურო და ოკუპანტ რუს დემონებს; უკეთეს სცენარს ვერავინ დაწერდა (განსაკუთრებით მაშინ როცა საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდებოდა).

ახლაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით ხშირად ისმის, რომ გალის რაიონში თითქმის ყოველდღე ხდება გაუპატიურებისა და მკვლელობის ფაქტები. თუმცა, ქართული და საერთაშორისო მედია საშუალებები ხშირად არ აღნიშნავენ, რომ ამ ისტორიებს არაფერი აქვთ საერთო რეალურ ფაქტებთან; ისინი კარგად მოფიქრებული სცენარის მიხედვით არის დადგმული ან აშკარა კრიმინალურ დანაშაულს აძლევენ პოლიტიკურ დატვირთვას. სატელევიზიო ეთერში ქალბატონები ყვებოდნენ საშინელ ისტორიებს, როგორ გააუპატიურეს ისინი, მაგრამ საკითხავია, რამდენად სარწმუნოა მათი მონათხრობი. უკანასკნელი გამაოგნებელი ინფორმაცია, რაც ქართულმა ტელევიზიებმა გაავრცელეს გვამცნობს, რომ აფხაზები თავს დაესხნენ  გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს; თუმცა მოგვიანებით ეს ისტორიაც კარგად დადგმული სპექტაკლი აღმოჩნდა.

რატომ ხდება ისე, რომ ქართული ტელევიზიები არასოდეს ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციებს და ისინი ერთმანეთის ინფორმაციებს იმეორებენ; მაგალითად „რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი. ისინი ძირითადად ერთსა და იმავე ინფორმაციას ავრცელებენ თითქოს ერთად, შეთანხმებულად და ერთი ტრანსპორტით დადიან ინფორმაციის მოსაპოვებლად.

ბუნებრივია, რომ აქ, შესაძლოა, არსებობდეს შიდა ეროვნული ინტერესი და თავისუფალი მედია თავის საქმეს აკეთებს, რათა მოსახლეობა შიდა და გარე მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად გააერთიანოს. ეს მხოლოდ საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული და მცდარი საგარეო პოლიტიკის გამო ხდება, რაც საქართველოს ხელისუფლებას აიძულებს მისი ყველა სტრუქტურა გაერთიანდეს და ერთ გუნდად იმოქმედოს. თუმცა, რეალურად, შესაძლოა ისიც ვთქვათ, რომ სააკაშვილი და რუსეთი მოქმედებენ შეთანხმებულად. სწორედ არჩევნების წინ საქართველო და რუსეთი პოულობენ ხოლმე ახალ გზებს თანამშრომლობისათვის.

ბევრი ადამიანი, ორმაგი ქართულ-ამერიკული მოქალაქეობის მქონენიც, აცხადებენ, რომ ეს ანტი-რუსული ისტერია მხოლოდ პიარ-თამაშია, რითაც სააკაშვილი თამაშობს ამომრჩეველთან. თუმცა, მედია საშუალებებსა და რეფორმატორი მთავრობის მხარდამჭერებს ავიწყდებათ, რომ აღნიშნონ რატომ ავრცელებს მედია ორაზროვან ინფორმაციებს; და რატომ ყიდის საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ქონებას რუსულ ან ყაზახურ კომპანიებზე. ისინი, საქართველოს და რუსეთის მთავრობები, ერთ თამაშს თამაშობენ. საქართველოს ეკონომიკა მოსკოვთან არის დაკავშირებული.
აშკარაა, რომ სააკაშვილი ცხინვალის რეგიონსა  და აფხაზეთთან არსებულ დაძაბულობას თავისი საარჩევნო გეგმებისათვის კარგად იყენებს; მაგრამ როგორც გენერალმა ლეონიდ ივანოვმა გასულ კვირას როსბალტში განაცხადა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეხუთე სართულზე ნატოს წარმომადგენლები მუშაობენ, რომლებიც ხელმძღვანელობენ თბილისის ნებისმიერ გადაწყვეტილებას და სააკაშვილი ვერ გაბედავდა ბოლოდროინდელ განცხადებებს დასავლეთთან შეთანხმებისა და სავარაუდო ომში მათი მხარდაჭერის იმედის გარეშე. ვაშინგტონი და ბრიუსელი მას დიდი ხნის წინ მოიშორებდნენ თავად  მთელი ამ გეგმის ავტორები რომ არ იყვნენ.

საქართველოს მოქმედება მკვეთრად პოლიტიკურია არჩევნების წინ და რუსული არმიის არსებობა კონფლიქტის ზონაში ძალადობის დაწყებას უშლის ხელს. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა არნახული პროგრესი განიცადა შევარდნაძის ეპოქის დასრულების მერე. მათი გამოცდილება ერაყსა და ავღანეთში  შეუფასებელია. თუმცა, რუსული ჯარის შესაძლებლობები მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება ოსეთ-აფხაზეთის თემაზე მსჯელობს. ესეც აშკარად დე-ფაქტო ანექსიის ნაწილია.

ახალი ამბები