კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალციხე: ყალბ ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში ძალით ტენიდნენ

23 მაისი, 2008

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალციხის მეოთხე უბანზე, სადაც ჟურნალისტები  ია გეგეშიძე და მაკა ლომინაშვილი მუშაობდნენ და საარჩევნო პროცესს აშუქებდნენ, საარჩევნო პროცესი მას შემდეგ დაიძაბა, რაც უბანზე  ყალბი ბიულეტენებით ხელში ადამიანების ჯგუფი გამოჩნდა.

ჟურნალისტი ია გეგეშიძე საუბრობს  რა მოხდა ამ უბანზე დაახლოებით ექვსი საათისთვის:

,,ახალციხის მეოთხე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი დღის პირველ ნახევარში ნორმალურ რიტმში მიმდინარეობდა. მაგრამ დაახლოებით ექვსის ნახევრისთვის უბანზე ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფი შემოვიდა.

მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დანამდვილებით ვიცოდით, რომ იმ უბნის ამომრჩევლები არ იყვნენ.

 თავდაპირველად ყუთის ირგვლივ დაიწყეს შეკრება. კომისიის თავმჯდომარეს წესრიგის დაცვისკენ მოვუწოდეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. დაიწყეს მთელი შეკვრა ბიულეტენების ჩაყრა. ერთდროულად იმდენს ყრიდნენ, რომ ყუთის ჭრილში ჩატენვა უჭირდათ. დაბეჯითებით შეუძლებელია იმის თქმა ვისი მხარდამჭერები იყვნენ ისინი, თუმცა ფაქტია, დამკვირვებლები და კომისიის წევრები მშვიდად უყურებდნენ ყველაფერს. იყო რამდენიმე გამონაკლისი - გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი მომხდარის გამო შოკში ჩავარდა.

ჩვენ – ჟურნალისტებმა ვცადეთ ხელის შეშლა, რამდენჯერმე წავართვით ბიულეტენები და თავმჯდომარეს მივეცით, მაგრამ ისინი ისევ აგრძელებდნენ ბიულეტენების ჩაყრას. ვცადეთ სურათების გადაღება, მაგრამ ხელები გაგვიკავეს. ხელჩართული ,,ბრძოლა” გაიმართა. საარჩევნო ყუთის ირგვლივ “ჭიდაობა” და ძიძგილაობა მიდიოდა. პოლიციის გამოძახება მოვითხოვეთ. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პოლიციელი მოვიდა, მაგრამ უბანზე არ შემოვიდა, რადგან ამის უფლება არ ჰქონდა.

 

მაინც მოვახერხეთ ერთი სურათის გადაღება, მაგრამ ფოტოაპარატის წართმევის საშიშროება გაჩნდა და უბანი დავტოვეთ”.

ჟურნალისტებმა კადრების გავრცელება მაინც შეძლეს, თუმცა ფოტოს ხარისხი კარგი არაა, ვინაიდან მუშაობის საშუალებას იქ მყოფები არ აძლევდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამაზ პეტრიაშვილი უბნის შედეგების სავარაუდო გაბათილებაზე საუბრობს.

ახალი ამბები