კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქრონიკები:

23 მაისი, 2008

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გორის უბნებიდან დამკვირვებლების ,,ევაკუაციას“ ვერ აუდიოდა

საბა წიწიკაშვილი, გორი


(ვითარება 17-დან 20 საათამდე) - ,,მოგვეხმარეთ, მოგვხედეთ... ხალხი არა ხართ?!“ - გორის რაიონის სოფლებიდან კომისიის წევრები და დამკვირვებლები შველას ითხოვდნენ. გუშინ, საღამოს 8 საათისთვის საარჩევნო უბნების უმეტეს ადგილზე ხმების დათვლა ,,ოპოზიციის“ გარეშე დაიწყო. 8 საათამდე ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ გორის სოფლებში მტირალი მანდილოსნები და დაშინებული ადამიანები ხვდებოდნენ და ტერიტორიიდან წაყვანას გვთხოვდნენ.

გორის რაიონის სოფელ კარალეთში ორი უბანია. აქ კარუსელი ჩვეულებრივი მოვლენად იქცა. ერთი უბნიდან მეორეში ისე გადადიოდნენ, ვითომ არაფერი. თან საყვედურობდნენ მომჩივან ხალხს - ჩემი სოფელია, სადაც მინდა, იქ მივცემ ხმასო...

კარალეთში მისულებს ოთახში არეული სიტუაცია დაგვხვდა. რაიმე დამადასტურებელი მოწმობების გარეშე მყოფ პირებს ,,ახალგაზრდული რესპუბლიკური კავშირის“ წევრმა ნინო საბაშვილმა ოთახის დატოვება მოსთხოვა. სამაგიეროდ, ერთ-ერთმა უცხო პიროვნებამ ნინო საბაშვილს ხელი მოუქნია და ფოტოაპარატი დაუმტვრია.

სოფელ ფლავისმანში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს ინგა ბახტაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არ მისცეს საჩივრის დაწერის უფლება. ბახტაძე იძულებული გახდა უბანი დაეტოვებინა.

სოფელ ტირძნისში „გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარ კანდიდატს გიორგი მოსიძეს ადგილობრივ წევრებთან სიტყვიერი შეკამათება მოუხდა. მოსიძე აღშფოთებული იყო მათი წევრის, ზურაბ ქარელის ცემის გამო, რომელსაც ტელეფონი წაართვეს.

ტირძნისის მეორე უბანზე ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელს ლიკა ვარძელაშვილს და ,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელს აიძულეს ტელეფონში გადაღებული ფოტოები წაეშელათ. ფოტოებში დაფიქსირებული იყო დიდი რაოდენობით ბიულეტენების ჩაყრის პროცესი.

ამ უბანზე დილის 12 საათისათვის უკვე 510 ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული. „გაერთიანებული ოპოზიციის“ დამკვირვებელი, თბილისელი კახა მათიაშვილი გორში წაყვანას ითხოვდა. ,,სამი საათი გავიდა მას შემდეგ რაც ჩემს ხალხს დავუკავშირდი. ვერ მოახერხეს ამოსვლა. ესეთი რამე, რაც აქ მოხდა, არსად არ მინახავს. გაგიჟებული ვარ კაცი. არა ძმაო, წამიყვანეთ აქედან, მე აქ გამჩერებელი აღარა ვარ. ცოლ-შვილს ვერავის მოვაკვლევინებ“, - ამბობდა კახა მათიაშვილი. ბოლოს იგი გიორგი მოსიძემ წაიყვანა გორში და უბანს გაარიდა.

დაგვიკავშირდა ასევე ,,მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი არინა თავაქარაშვილი და განაცხადა, რომ მათი წარმომადგენელი იძულებული იყო სოფელი ზერტი დაეტოვებინა.
ზეწოლა დამკვირვებლებზე გაუსაძლისი იყო თითქმის ყველა უბანზე.

ახალი ამბები