კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამომრჩევლის მოსყიდვა აჭარაში

29 მაისი, 2008

 მინიმუმ 500 ხმაში პატიმრების შეწყალებას პირდებოდნენ

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატიმრების ახლობლებს, მათ გათავისუფლებას  ხელისუფლების პარტიისთვის მხარდასაჭერად 500 და უფრო მეტი ხმის სანაცვლოდ პირდებოდნენ, არჩევნების კამპანიის დროს გავრცელდა. ინფორმაციის უტყუარობას  ის სია მოწმობს, რაც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ „ნაციონალების“ საარჩევნო  შტაბიდან მოიპოვა.

ელექტრონული ვერსიის მომწოდებელს მისი უსაფრთოების მიზნით, ანონიმურად დავტოვებთ. სიას, სადაც გამოყოფილია მსჯავრდებულთა სახელ-გვარები, გამნცხადებელი თავისივე საცხოვრებელი მისამართით, საქმის შინაარსი და შენიშვნა, აწერია: „შეწყალების თაობაზე შეტანილი განცხადებების ნუსხა“.

ყველაზე საინტერესო შენიშვნის სვეტია შემდეგი სახის ტექსტებით: „..დარჩენილი აქვს 4 წელი. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ შეწყალების შემთხვევაში სახელისუფლო პარტიას მხარდაჭერას აღმოუჩენს 500 ამომრჩეველი“; „ფიროსმანისა და ერას ქ. მაცხოვრებლები შეწყალების შემთხვევაში, სახელისუფლო პარტიას აღმოუჩენენ მხარდაჭერას 500 ამომრჩევლის ხელმოწერით“; „შეწყალების შემთხვევაში სახელისუფლებო პარტიას მხარდაჭერას აღმოუჩენს ხულოს და ხელვაჩაურის რაიონების და ბათუმის დაახლოებით 1000-მდე ამომრჩეველი“.

სიაში მითითებული მისამართით რამდენიმე ოჯახი გადავამოწმეთ. მათ თავი პარტიის წარმომადგენლებად წარვუდგინეთ.

ქალბატონი, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ გარეუბანში მაღაზიაში მუშაობს, „ნაციონალური მოძრაობის“ „წარმომადგენელთა“ მისვლა არც გაკვირვებია. ჩვენი ნათქვამი, რომ გადასამოწმებლად ვიყავით, ხომ არაფერი შეცვლილა-თქო, დაიჯერა და გვითხრა: „ს. მ. ჩემი სიძეა, ჩემი შვილი ახლახანს წავიდა, ცოტა ადრე რომ მოსულიყავით, კარგი იქნებოდა, შეხვდებოდით. ისე თეიმურაზ ჩარკვიანს („ნაციონალების“ მაჟორიტარი ბათუმში ავტ.) შეხვდნენ, შეწყალებას დაპირდა. 500 პასპორტის ნომერი უკვე მიიტანეს მასთან“, - გვითხრა ქალბატონმა.

მეორე ოჯახმა კი შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ უფრო მეტი ხმა შეაგროვა:  „1500 ხმა შევაგროვეთ ჩემს შვილზე და მივიტანეთ, შეწყალებას დაგვპირდა. კი ყველაფერი ისეა, როგორც ვთქვით. ნეტა რამე იქნება?“, - იმედით გვეკითხება ქალბატონი.

სიაში, არის ისეთი მსჯავრდებულებიც, რომელთა გასწვრივ, შენიშვნის სვეტში ამომრჩეველთა მხარდამჭერთა ოდენობა მითითებული არაა. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ რამდენიმე ასეთ ოჯახიც იმყოფებოდა. „შტაბის ხელმძღვანელობას შევხვდი და ვუთხარი რა სიტუაციაა. იმის შემდეგ, ორჯერ დაგვიკავშირდა დოლიძე, „ნაციონალების“ შტაბიდან და გვითხრა, რომ საქმეზე გამომძიებელს და პროკურორს დაელაპარაკენ, შემდეგ უფრო ზევით გადავაწოდეთ ინფორმაციაო. ველოდებით, იქნებ რაიმე შედეგი გამოიღოს“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ შეწყალებულ პირებს ჯერჯერობით ვერ მიაგნო, თუმცა ცნობილია, რომ მსგავსი სიები სხვა რაიონებშიც არსებობდა.
 
ქობულეთის რაიონის რამდენიმე მკვიდრის განცხადებით (მათი უსაფრთხოების მიზნით, ანონიმურობას შევინარჩუნებთ), გათავისუფლებულია ქობულეთელი მამუკა წულუკიძე, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღების მუხლით იყო გასამართლებული.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თავისუფალია ასევე ტარიელ ხალვაშიც, მას 13 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის 2004 წლის 8 მაისს დააპატიმრეს. ხალვაში აჭარის ყოფილი ლიდერის, ასლან აბაშიძის გარემოცვის ერთ-ერთი გამოკვეთილი სახე იყო. ამ ეტაპზე, ოფიციალური ინფორმაციით, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დროებით თავისუფალია.

შეწყალების თაობაზე შეტანილი განცხადებების ნუსხა, ბათუმის მაჟორიტარმა  დეპუტატმა სახელისუფლო პარტიიდან, თეიმურაზ ჩარკვიანმა, თავდაპირველად იცნო, შემდეგ კი უარყო და იკითხა:

-ეს სია თქვენ საიდან გაქვთ? სხვა სია მეგონა.

-თქვენი აზრით, სად შედგა ეს სია?

-ჰკითხეთ ვინც შეადგინა. როგორ შეიძლება პატიმრის გამოშვებას დავპირდე ვინმეს, მე ხომ რესპუბლიკის პროკურორი არ ვარ.

თუმცა, რესპონდენტთაგან ყველა აცხადებდა, რომ ისინი თეიმურაზ ჩარკვიანს შეხვდნენ. კანონმდებლობით, სისხლის სამართლის კოდექსის 164’ მუხლის თანახმად,  შეწყალების თაობაზე შეტანილი განცხადებების სიის შედგენა, ამომრჩევლის მოსყიდვაა.

შეწყალების თაობაზე შეტანილი განცხადებების ნუსხა 2008 წლის 7 მაისის მდგომარეობით

#, მსჯავრდებული,განმცხადებელი,განცხადების#,საქმის შინაარსი, შენიშვნა

 1. კუკა გეგენავა დედა ნაზი კვასხვაძე, ფარნავაზ მეფის ქ. # 45, ბ. #33.
#04-14/02
განცხ. #04-23/21 23.04.08. კ. გეგენავა მუშაობდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხაზინაში. 2007 წლის ნოემბერში ნარკოტიკების მოხმარებისათვის იყო გასამართლებული. 2008 წლის 12 იანვარს მოხდა საპროცესო შეთანხმება, გადაიხადა ჯარიმის სახით 4000 ლარი და პატიმრობიდან გაანთავისუფლეს. იანვრის ბოლოს კვლავ დააკავეს ნარკოტიკების მოხმარებისთვის. ამჟამად იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. წინასწარი პატიმრობის ვადა გადის 15 აპრილს.
განმცხადებელი აღნიშნავს რომ შეწყალების შემთხვევაში სახელისუფლებო პარტიას მხარდაჭერას აღმოუჩენს 500 ამომრჩეველი.

2. ირაკლი კეშელავა დედა – ნაზი ცეცხლაძე, ლერმონტოვის ქ. #1/9, ბ. #31
04-22/13
განცხ. #04-23/21 23.04.08. ი. კეშელავა მუშაობდა ოზურგეთის შ.ს რაიგანყოფილებაში, ინსპექტორად. 2000 წლის 22 სექტემბერს ოზურგეთის შს რაიონულ განყოფილებაში ძალადობის გამოყენებით გარდაიცვალა მოქალაქე და ი. კეშელავას სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტებისათვის მიესაჯა 8 წლის პატიმრობა.  დარჩენილი აქვს 10 თვე განმცხადებელი ითხოვს შუამდგომლობას პატიმრობიდან განთავისუფლებაზე.

3. ჯუმბერ ბერიძე მეუღლე მაყვალა სირაძე, ტბელ აბუსერიძის ქ. #5, ბ. #10.
#04-22/13
განცხ. #04-23/21 23.04.08.
განცხ. #04-23/20 23.04.08. საქართველოს სისხლის სამართლის 214-ე მე-5 ნაწილის “ბ” პუნქტით 2007 წლის 6 ივნის ხელვაჩაურის რ-ის სასამართლოს მიერ გასამართლებული იქნა ჯ. ბერიძე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, ამჟამად მას მოხდილი აქვს სასჯელის 1/3 ნაწილი.  შეწყალების შემთხვევაში სახელისუფლებო პარტიას მხარდაჭერას აღმოუჩენს ხულოს. და ხელვაჩაურის რაიონების და ბათუმის დაახლოებით 1000-მდე ამომრჩეველი

ჯ. ბერიძეს ჰყავს 5 შვილი და 82 წლის ინვალიდი დედა, ითხოვს დაისვას ზემდგომ ორგანოების შესახებ ჯ. ბერიძის შეწყალების შესახებ.

4. იური დიასამიძე მეუღლე – თამარ ღოღობერიძე, ერას ქ. #54/62, ბ. #113
#04-22/14

განცხ. #04-23/21 23.04.08. 2007 წლის 19 აპრილს საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილს “დ” პუნქტით და მე-3 ნაწილის “ბ” პუნქტით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთით ითხოვს შუამდგომლობას ი. დიასამიძისათვის სასჯელის ვადა გაუნახევრონ ან შეიწყალონ.

5. მამუკა მახარაძე მეუღლე – ეკა გორაძე-მახარაძე, თაყაიშვილის ქ. #44/25
განცხ. #04-23/21 23.04.08.
განცხ. #04-23/20 23.04.08. გასამართლებულია 2007 წლის 8 მარტს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით (თაღლითობა) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. 

6. მირიან თავართქილაძე დედა – მარინე აბაშიძე, ხელვაჩაურის რ-ნი, სოფ ახალშენი
განცხ. #04-23/21 23.04.08.
#04-23/20 23.04.08.
 დაკავებულია 2007 წლის 20 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ და მხილებულია დანაშაულში საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით. გასამართლებული არ არის, ითხოვენ თანხმობას საპროცესო გარიგებაზე.

7. მამუკა ლორია დედა – მაია ჯანაშია, თამარ მეფის გამზირი ჩიხი #2
განცხ. #04-23/21 23.04.08.
განცხ. #04-23/20 23.04.08. დაკავებულია 2007 წლის 23 მარტს, გასამართლდა საქართველოს სსკ 273-ე და 260-ე მუხლებით (ნარკოტიკის შეძენა, შენახვა, მოხმარება). 273 მუხლით მიესაჯა 1 წელი და 6 თვე, 260-ე მუხლით – 8 წელი. 2008 წლის 13 მარტს ქუთაისის სააპელიაციო სასამართლოში გენპროკურატურა დათანხმდა საპროცესო გარიგებაზე ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით და მოაკლდა 4 წელი. მოსახდელი დარჩა 2 წელი და 11 თვე.
 

8.. დავით შარაძე #15 საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა კოლექტიური განცხადება.
#04-23/20
განცხ. #04-23/21 23.04.08.
განცხ. #04-23/20 23.04.08. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილება აწარმოებს გამოძიებას დ. შარაძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის სამოქალაქო კოდექსისი 178 მუხლის მე-3 ნაწილი “ა” და “დ” დანაშაულის ნიშნებით. მოსამართლის #10/5-226 ბრძანების საფუძველზე დ. შარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 2 თვით პატიმრობა.
ფიროსმანისა და ერას ქ. მაცხოვრებლები შეწყალების შემთხვევაში სახელისუფლებო პარტიას აღმოუჩენენ მხაედაჭერას 500 ამომრჩევლის ხელწერით.

9. სამველ მელქონიანი მეუღლე იზოლდა თედორაძე, თამარის დასახლება #17, ბ. #34
განცხ. #04-25/25 25.04.08.
განცხ. #04-25/26 25.04.08 დაკავებული იქნა ქურდობისათვის 2007წლის 27 აპრილს, მისჯილი აქვს 5 წელი 
დარჩენილი აქვს 4 წელი.
განმცხადებელი აღნიშნავს რომ, შეწყალების შემთხვევაში სახელისუფლებო პარტიასმხარდაჭერას აღმოუჩენს 500 ამომრჩეველი.
ს. მელქონიანს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და მოხუცი დედ-მამა.

10. ზურაბ თედორაძე მეუღლე ნანა ცინცაძე, ტბეთის ქ. #7, ბ. #30
განცხ. #04-25/25 25.04.08
განცხ. #04-25/26 25.04.08 დაპატიმრებულია ქურდობის მუხლით, მისჯილი აქვს 4 წელი და 9 თვე. დარჩენილი აქვს 3 წელი და 9 თვე. ჰყავს 2 შვილი და ცეროზით დაავადებული დედა.

11. თორნიკე მაღულარია დედა – ლელა თათარაშვილი
განცხ. #04-25/25 25.04.08
განცხ. #04-25/26 25.04.08 დაკავებული იქნა ძარცვის მუხლით, პატიმრობაში იმყოფებოდა 9 თვე, შემდეგ კი საპროცესო გარიგებით პატიმრობა შეუცვალეს, 2000 ლარი ჯარიმა და 2 წელი პირობითი სასჯელით. 2 წელი პირობითი სასჯელი.
ითხოვს პირობითი სასჯელის მოხსნას.

12. თემურ ვერძაძე დედა – ეთერ ცენტერაძე,ლ გოგოლის ქ. #34
განცხ. #04-25/25 25.04.08
განცხ. #04-25/26 25.04.08 ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 10 000 ლარი. იმავე განაჩენით 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა . სასჯელს იხდიან 2007 წლის 3 ივლისიდან, ჯარიმის თანხა გადახდილია 1 წელი და 3 თვე
თ ვერძაძეს ჰყავს მეუღლე, შვილი და იგი ერთადერთი მერჩენალია

13. დავით დონდოლაძე მამა – ბადრი დონდოლაძე, ჭავჭავაძის ქ. #37/2
განცხ. #04-25/25 25.04.08
განცხ. #04-25/26 25.04.08 2007 წლის 13 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ჩადენილი დანაშაულისათვის (სსკ 117-2,3 და 379-1) მიესაჯა 1,5 თავისუფლების აღკვეთა, 3 წელი პირობითი სასხელი და 5000 ლარი ჯარიმა, რომელიჩ გადახდილია. დარჩენილი აქვს 6 თვე
არის მე 3 კურსის სტუდენტი

14. მამია ხალვაში მეუღლე – მარინა ხალვაში, ერას ქ. ##54/62, ბ. #64
განცხ. #05 – 05/45 05.05.08. დაკავებული იქნა ნარკოტიკების მიღება  შენახვაზე. ითხოვს შეწყალებას

15. გიორგი კვაჭაძე მამა – მერაბ კვაჭაძე, გრიბოედოვის შესახვევი #8
განცხ. #05 – 05/45 05.05.08. 2008 წლის თებერვალში დაკავებული იქნა 260 მუხლით მე-2 ნაწილი  და 273 მუხლით  სასჯელის აღკვეთა 6 თვით და 5 წელი პირობითი მსჯავრი

16. ჩხაიძე გივი დედა – ძიგუა ელიონორა, მაიაკოვსკის ქ. #51/35
განცხ. #05 – 05/45 05.05.08. 2007 წლის დეკემბრის თვეში დაკავებული იქნა, როგორც ნარკოტიკის მომხმარებელი. გადატანილი აქვს მილიარული ტუბერკულოზი, აქვს ძვალ-სახსრის ტუბერკულოზი, ტვინის ტრამვული არაქნოილიტი, ღვიძლის `ც" ჰეპატიტი, დაზიანებული აქვს ხერხემალი და ფეხის ტერფები. ჰყავს მარტოხელა დედა.

17. ირკლი ხოზრევანიძე მეუღლე – ლანა ხოზრევანიძე, მცხოვრები ვაჟა ფშაველას ქ. #130
განცხ. #04-29/32 29.04.08
განცხ. #04-29/32ა 29.04.08 დაპატიმრებული იქნა 2007 წლის 21 აპრილს, ხულიგნობაზე და ძარცვაზე, მიუსაჯეს 2 წელი.
 დარჩენილი აქვს 1  წელი.
ი. ხოზრევანიძეს ჰყავს ორი მცირე წლოვანი შვილი, დედა 1 ჯგუფის ინვალიდი, ითხოვს განთავისუფლებას ვადაზე ადრე.

18. ნოდარი ევგენიძე დედა – ნორა ჯიჯავაძე, მცხოვრები ქ. ბათუმი
განცხ. #04-29/32 29.04.08
განცხ. #04-29/32ა 29.04.08 დაპატიმრებულია ქურდობის მუხლით. .მისჯილი აქვს 7 წელი თავისუფლების აღკვეთა და 4000 ლარი ჯარიმა. დარჩენილი აქვს 5 წელი და 7 თვე. მოქალაქე მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას არა კანონიერად, და ითხოვს საქმის ხელმეორედ გადახედვას.

19. ავთანდილ ბერსენაძე მეუღლე – ნინო სალუქვაძე, ფიროსმანის ქ. #3ა.
განცხ. #04-29/32 29.04.08
განცხ. #04-29/32ა 29.04.08 მისჯილი აქვს 5 წელი, იხდის სასჯელს რუსთავის #1 კოლონიაში, გასულია 2 წელი და 8 თვე. განცხადება აქვს შეტანილი პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თაობაზე. დარჩენილი აქვს 2 წელი და 4 თვე.
მეუღლე ნ. სალუქვაძე არის მძიმე ავადმყოფი, ონკოლოგიური დაავადებით, ცხოვრობს გარაჯის ტიპის სახლში, რომელიც ექვემდებარება დემონტაჟს. ითხოვს შეწყალებას.

20. ირაკლი ჩხუბაძე ოძელაშვილის #2
განცხ. #05-06/348 06.05.08 მისჯილი აქვს 7 წელი და 9 თვე. ყაჩაღობის მუხლით. მოიხადა 4 თვე. ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. ითხოვს შუამდგომლობას, რომ გაათავისუფლონ პატიმრობიდან.

21. მირზა თავდგირეძე დედა -  ჟუჟუნა სალაძე, ქუთაისის ქ. #5, ბ.#8
განცხ. #05-02/38 02.05.08 დაპატიმრებულია 273-ე მუხლით(ნარკოტიკის მოხმარება) ჯერ გასამართლებული არ არის
დედა – ჟუჟუნა სალაძე აღნიშნავს, რომ შვილი მისი ერთადერთი მარჩენალია და ითხოვს შუამდგომლობას, რომ მიაღწიოს საპროცესო შეთანხმებას.

22. მიხეილ კვაჭაძე დედა- ნათელა კვაჭაძე, მცხოვრები აბაშიძის ქუჩა #18, ბინა #16
განცხ. #-04-26/28 26.04.08 გამოშვებულია პატიმრობიდან (ნარკოტიკების მოხმარება) გირაოთი, გადახდილი აქცს 5 ათასი ლარი. სასმართლო დანიშნულია 13 მაისს. ითხოვს პროკურატურასთან შუამდგომლობას, რომ გადახდილი გირაო მიმართონ საპროცესო გარიგებაში.

23. მალხაზ ბაკურიძე გიორგი ბრუნჯაზე, მცხოვრები კომახიძის ქ. #57.
განცხ. #05-06/48 06.05.08 მისჯილი აქვს სამი წელი ნარკოტიკები მოხმარების მუხლით. მისჯილი აქვს სამი წელი. მოხდილი აქვს 10 თვე. აღნიშნავს, რომ პატიმარი არის მძიმე ავადმყოფი და ითხოვს შეწყალებას.

24. ემზარ ძირკვაძე მეუღლე - იამზე ქოქოლაძე, მცხოვრები ჰაიდარ აბაშიძის ქ. #34
განცხ. #05 – 06/48 მისჯილი აქვს 14 წელი. სსსკ 260-ე მუხლის
 მესამე ნაწილი, "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინკრიმინირებული ქმედება. ე. ძირკვაძეს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, მარჩენალი არა ჰყავთ, ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

25. ლევან ფხაკაძე მშობლები – რუბიკო ფხაკაძე, ლამარა გორდელაძე.  მისჯილი აქვს 9,5 წელი და 10 ათასი ლარის ჯარიმა ქრთამია აღების ბრალდებით.. განცხადებას თან ახლავს მეზობლების თხოვნა და დახასიათება რეკომენდაცია სამუშაო ადგილიდან.


ახალი ამბები