კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაცემები: მამუკა კვარაცხელია პოლიტიკური შეხედულებების გამო სცემეს?

10 ივნისი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

მამუკა კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც 26 მაისის მიტინგის შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელები ფულს ითხოვდნენ, უეფას მედიაოფიცერი დარწმუნებულია, რომ ცემის მიზეზი 26 მაისის მიტინგში მონაწილეობა იყო.

მამუკა კვარაცხელიას ცემის ფაქტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა რუსულ და უცხოურ პრესაში. „Зондеркоманды" охотятся на грузинских оппозиционеров“, „Лаудрупы и Элькьяр пожелали выздоровления корреспонденту «СЭ", “В Тбилиси зверски избит пресс-офицер УЕФА” „В Тбилиси был избит и ограблен пресс-офицер УЕФА“. ასეთი სათაურები გამოქვეყნდა რუსულ პრესაში პუბლიკაციები თავად ჟურნალისტის, მამუკა კვარაცხელიას, ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

როგორც თავად აღნიშნავს, ოპოზიციის წევრი არასდროს ყოფილა, თუმცა შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც მის სფეროს, ფეხბურთსაც შეეხო, საკუთარი თავი ვალდებულად მიიჩნია, ყოფილიყო „იქ, სადაც მისი ერი დგას“.

„მეგობრები ორივე მხარეს მყავს. სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, სააკაშვილიც მეგობარს მიწოდებდა. პოლიტიკოსი არ ვარ. ჩემი საქმე ფეხბურთია.

დანიაში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი, მაგრამ, როდესაც დავინახე, რა დღეშია ქართული ფეხბურთი, ჩამოვედი. 1990 წელს ფეხბურთის ფედერაცია დავაფუძნე. 1992 წელს პროტესტის ნიშნად დავტოვე, რადგან მაშინაც კორუფცია იყო. ჩემი მეგობრის, მერაბ ჟორდანიას დროს დავბრუნდი. თუმცა 2004 წელს მივხვდი, რომ იქ არეულობა გრძელდებოდა.  ვფიქრობდი, რომ საქმე სხვაგვარად უნდა გაკეთებულიყო. ჩემს სახელს ვუფრთხილდები და ამიტომ ისევ წამოვედი. მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ ახალკაცს ნიშნავდნენ, დანიაში გავემგზავრე. დანიაში საქართველოს ნაკრები რომ ჩავიდა,კიდევ ერთხელ დავწმუნდი რა ცუდ დღეში იყო ქართული ფეხბურთი. ჩამოსვლა ისევ გადავწყვიტე. დავურეკე მეგობრებს, ვისაც ხმის მიცემის უფლება ჰქონდა, ყველამ მხარდაჭერა გამომიცხადა. მაგრამ როდესაც ფეხბურთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნებში ვიღებდი მონაწილეობას, ხმა არავინ მომცა. ყველა დააშინეს. 3 წელი უმუშევარი ვარ, ყველას ეშინია ჩემი მიღება. ფეხბურთის ფედერაციასთან შეექმნებათ პრობლემები. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, მიუხედავად იმისა, რომ უეფას მედიაოფიცერი ვარ, ეთერში ერთხელაც არ მომიწვია“.

26 მაისის მიტინგი, რომელსაც ის ესწრებოდა, არ იყო მისთვის პირველი. მარტის შიმშილობაშიც იღებდა მონაწილეობას. თუმცა, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ 26 მაისის მიტინგი დაამახსოვრდა. სწორედ ამ მიტინგს მოყვა მამუკა კვარაცხელიას სასტიკი ცემაც.

საკუთარ ქვეყანაში ხელისუფლების მიერ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული უეფას მედიაოფიცერი მიტინგის დროს მომხდარ ინციდენტს იხსენებს:

„როდესაც სპეცრაზმი ჩიტაძის ქუჩით პარლამენტში შევიდა, მეც ავედი და დავინახე, რომ ახალგაზრდების ჯგუფი მათ რაღაცებს  ესროდა. შუაში ჩავუდექი, ვეუბნებოდი, სპეცრაზელებიც ჩვენი ქართველები არიან მეთქი. ვცდილობდი, შემეჩერებინა ისინი. როგორც ჩანს, სპეცრაზელებმა მაშინ შემამჩნიეს, კამერამაც დამაფიქსირა.

მიტინგის მერე პირველად ის ბიჭი გალახეს, რომელიც ბარიერებს ანგრევდა. ერთად ვშიმშილობდით. რამდენიმე ასეთი ფაქტს შემდეგ, ყოფილმა მოშიმშილეებმა დამირეკეს, შევიკრიბოთო, რაღაცა არანორმალური ხდებაო. შევიკრიბეთ და პრესკონფერენციის მოწყობა გადავწყვიტეთ. მეორე დილას ჩემი ძმაკაცი, „სპორტექსპრესის“ ჟურნალისტი უნდა ჩამოფრენილიყო. მის დასახვედრად წავედი.

კვარაცხელიას მარჯვენასაჭიანი 12 წლის  ჯიპი ჰყავს, „მიცუბიში პაჯერო“. როგორც აღნიშნავს, ასეთი ავტომობილი თბილისში სულ რამდენიმე ცალია. შედარებით იაფი ღირს და ამიტომ დიდ ფასეულობას არ წარმოადგენს. სწორედ ამ მანქანით მიდიოდა მეგობრის დასახვედრად. მამუკა კვარაცხელია თავდასხმას ასე იხსენებს:

„ქეთევან წამებულის ქუჩიდან ბუშის ქუჩაზე რომ ვუხვევდი, შუქნიშნამდე მისული არ ვიყავი, როდესაც შავმა დიდმა მანქანა გვერდიდან მომადგა. ვიფიქრე, მთვრალია და მირტყამს. მარჯვნივ გადავწიე, გადავხედე, ბარდიურს არ შევეხო-მეთქი. ამასობაში ესენი გადმოვიდნენ მანქანიდან. დავინახე, რომ ნიღბები ეცვათ. სამნი თუ ოთხნი იყვნენ. რაღაცებს ყვიროდნენ. წამებში შემაგდეს მანქანაში. ჩამომაცვეს ქუდი, ხელები „სკოჩით“ შემიკრეს და ზურგში ცემა დამიწყეს. ყვიროდნენ „ფული“, „ფული“. ვუთხარი, რა ფული, 3 წელი არ მიმუშავია. ანუ ფულის გამოძალვას „აწვებოდნენ“. მერე სადღაც ტყეში წამიყვანეს და არაადამიანურად მცემეს. სახეში და მუცელში დარტყმას ერიდებოდნენ. ეს ნახევარი საათი თუ 45 წუთი გრძელდებოდა. უმაღლესი დონის სპეციალისტები იყვნენ, ადამიანის ანატომია ბრწყინვალედ ჰქონდათ შესწავლილი. ისეთ წერტილებში მირტყეს, დღემდე ვერ ვინძრევი და კარგა ხანს უნდა ვიწვე. შემდეგ მანაქანაში ჩამაგდეს. იქაც მირტყეს. ბოლოს, როგორც გაირკვა, ვაშლიჯვრის ტყეში, გზასთან ჩამომაგდეს. ისეთი დანგრეული ვიყავი, რომ გონებას ვკარგავდი. ვიღაცამ მომაგნო, თორემ ნამდვილად ვერ გადავრჩებოდი “.

მამუკა კვარაცხელიას ავტომობილი თავდამსხმელებმა წაიყვანეს. „ჩემი სიმბარათიდან ჩემს ძმას 4 დღეა ურეკავენ და ეუბნებიან, მანქანა ცხინვალშია, ჩამოდით, წაიყვანეთო. იციან, ცხინვალში მანქანისთვის არავინ წავა“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტის გამოძიება უკვე დაიწყო,  მამუკა კვარაცხელიას თავდამსხმელთა დაკავების იმედი მაინც არ აქვს.

ახალი ამბები